სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
მთავარი » სულიერი სწავლებანი
კატეგორია: სულიერი სწავლებანი
ერთმა ბერმა მოგვითხრო ამბავი, რომელიც მას აბბა თეოდორე ელიოტელისგან მოესმინა: _ ელეონის მთაზე ერთი დიდი მოღვაწე მამა ცხოვრობდა. ეშმაკი მას ძლიერად ებრძოდა სიძვის აზრებით. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლის დროს მოთმინებიდან გამოსულმა ბერმა შესძახა: _ როდისღა დამანებებ თავს ბოლოს და ბოლოს?! სიბერეში მაინც მომასვენე! მაშინ ეშმაკი მას ხილული სახით გამოეცხადა და უთხრა: _ თუ დაიფიცებ, რომ არავის გაუმხელ, რასაც ახლა გეტყვი, დაგანებებ თავს. _ ვფიცავ ზეცათა მეუფეს, არავის გავუმხელ! _ მიუგო ბერმა. _ თავი დაანებე ამ ხატის თაყვანისცემას და მეც თავს დაგანებებ, _ თქვა ეშმაკმა და ღვთაებრივ ყრმასთან ერთად გამოსახულ ღვთისმშობლის ხატზე მიუთითა.
|
კატეგორია: სულიერი სწავლებანი
მადლი ანუ სიყვარული, კაცთათვის უფლის მიერ ნაბოძებ ყველა წყალობაზე დიდია და ყველაზე მეტად მოსაფრთხილებელი. უფალმა სიყვარულით შექმნა კაცი, ამიტომ ცოდვით დაცემის მიუხედავად, ადამის მოდგმას არასოდეს მოკლებია მისი წყალობა.
მადლი უფლისა განსაკუთრებით გადმოვიდა ღვთის რჩეულ ერზე - ისრაელზე. მადლშემოსილნი იყვნენ აბრაამი, ისააკი, იაკობი, იოსები, რჯულის შემქმნელნი და წინასწარმეტყველები. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძველი აღთქმის წიგნების მიხედვით, მადლი ადამიანის არსის განახლებას კი არ იწვევდა, არამედ უფრო ნიადაგს ამზადებდა სრული ძალით ამოქმედებისათვის ახალი აღთქმის წიგნებში.
იოსებზე გადმოსული წყალობა ღვთისა შეუმჩნეველი არ დარჩა თვით მის ბატონს, წარმართ ეგვიპტელსაც კი. „პოვა იოსებ მადლი წინაშე უფლისა თვისისა და სათნო-ეყო მას" (დაბ. 39,4), რის გამოც ფარაონის კარისკაცმა ებრაელი მონა ზედამხედველად დაადგინა და სრული ნდობაც გამოუცხადა.
|
კატეგორია: სულიერი სწავლებანი
პირჯვრის გადასახვით ჩვენ აშკარად ვაღიარებთ რწმენას ჯვარცმული უფლისადმი, ვადიდებთ მას ჩვენი სხეულით (1 კორ. 6, 20) მოციქულთა დროსაც რომ არსებობდა წეს-ჩვეულება ლოცვის დროს ხელების გამოყენებისა, რწმენის გამოხატვის საშუალებად, მოწმობს პავლე მოციქული: „მსურს რომ ყველგან ილოცონ, და აღაპყრან სუფთა ხელები რისხვისა და ეჭვის გარეშე" (1 ტიმ. 2, 8) ფსალმუნშიც წერია: „ხელთა აღპყრობა – შესაწირავად მწუხრის ჟამისა" (ფს. 140, 2).
ჩვენი შესაწირავი – ქრისტეა, რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენთვის (1 კორ. 5, 7; ებრ. 9, 28), ე.ი. როდესაც აღვაპყრობთ ხელებს ჯვრის გამოსახვისას, გამოვხატავთ რწმენას ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს მიმართ. ძველი ქრისტიანები ლოცვის დროს მარჯვენა ხელით გადაისახავენ ხოლმე ჯვარს. ამაზე მოწმობს წმ. იუსტინე წამებული (165 წ.) „ქრისტიანები უნდა ლოცულობდნენ სახით აღმოსავლეთისაკენ, ხოლო ჯვარი უნდა გადასახონ მარჯვენა ხელით, და არა მარცხენათი, რათა უკეთ აღავლინონ ლოცვა ღმრთისადმი".
ტერტულიანე, რომელიც გარდაიცვალა 220 წელს, წერს: „მოციქულთა სწავლების თანახმად, ყოველი კეთილი საქმის დაწყებისას და დამთავრებისას, ყოველი გასვლისა და შემოსვლის დროს, ჩაცმისას, ბანაობისას, მაგიდასთან, კანდელთან, საწოლთან, სავარძელთან მისვლისას, მოკლედ, ყოველთვის ჩვენ უნდა ვიცავდეთ თავს ჯვრის გადასახვით. ამით ისინი შთააგონებენ თავის მოწაფეებს, ხოლო მათი მეშვეობით – ყველა მორწმუნეს, რათა სარწმუნოების აღიარების ნიშნად, ჯვრის გადასახვით დაესვათ ბეჭედი სახეზე და მკერდზე".
|
კატეგორია: სულიერი სწავლებანი
შეშა, ფიჩხი, ხმელი ფოთლები, უფრო ხშირად - მანქანის გაცვეთილი საბურავები... ქალაქებსა თუ სოფლებში უშველებელ კოცონებს აგიზგიზებენ. დიდი თუ პატარა აღგზნებულია. ისმის ყიჟინა, სიცილ-ხარხარი, ვისაც გული ერჩის, ცეცხლზე გადატხომა-გადმოხტომაში ერთმანეთს ეჯიბრება და საკუთარ „ვაჟკაცობასა" და „გულადობას" აჩვენებს. ასეთია ჩვენში ერთობ გავრცელებული ხალხური დღესასწაული - ჭიაკოკონობა. როგორია სინამდვილშია ამ რიტუალის არსი, საით მივყავართ მის ფესვებს?
|
კატეგორია: სულიერი სწავლებანი
მარხვა მხოლოდ ზოგიერთ საჭმელზე უარის თქმა არაა. უნდა ვიცოდეთ, რომ პირველი მარხვა ღმერთმა ადამიანს სამოთხეში, მისი ცხოვრების დასაწყისშივე დაუწესა, როცა მისცა პირველი მცნება - არ ეჭამა სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხის ნაყოფი. მაგრამ ბოროტი ანგელოზის ჩაგონებით, ადამმა და ევამ აღმოაჩინეს, რომ ხე ცნობადის ნაყოფი ლამაზი და გემრიელია. ღვთის მიერ დადგენილი მცნება კი დაივიწყეს და მარხვა დაარღვიეს.
მარხვის დრო ადამიანს უნდა აერჩია, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის - საკუთარი, პატარა სურვილების დაკმაყოფილება, თუ ღვთის ნდობა, მისი დაჯერება.
|
|
|
|
|