დღესასწაულები - - † წამი: წარსული. აწმყო. მომავალი. იმედი!
ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია... დედა თამარი (მარჯანიშვილი)

ავტორიზაცია

მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0












ელფოსტა:
პაროლი:

დამალვა

მთავარი » დღესასწაულები
კატეგორია: დღესასწაულები
      └─►ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!
                                                                                                                                                   + თორნიკე


დათვალიერება: 28                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: დღესასწაულები
      └─►ნათლისღებას გილოცავთ!
                                                                                                                                                   + თორნიკე



ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.



დათვალიერება: 119                                                                                               კომენტარები (1)
      

კატეგორია: დღესასწაულები
      └─►მარიამობის მარხვა
                                                                                                                                                   + თორნიკე




ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რამეთუ იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესია და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთიმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.



დათვალიერება: 72                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: დღესასწაულები
      └─►ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
                                                                                                                                                   + თორნიკე




ქრისტე აღსდგა! ყველა ქრისტიანს ვულოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. უფლის მადლი არ მოგვკლებოდეთ.



დათვალიერება: 112                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: დღესასწაულები
      └─►გილოცავთ ანჩისხატობას!
                                                                                                                                                   + თორნიკე

└─► დაწვრილებით'ში ნახავთ ანჩისხატის ტაძრის ისტორიას...


16 (29) აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის ჩამობრძანებას ედესიდან კონსტანტინოპოლში - ანჩისხატობას.

მაცხოვრის ხელთქუმნელი ხატი, ან როგორც მას საქართველოში უწოდებენ, პირი ღვთის ხატი, ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. ამ სასწაულთმოქმედი ხატის შექმნა უშუალოდ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს უკავშირდება. როცა განკაცებული ღმერთი ჯერ კიდევ ადამიანთა შორის ცხოვრობდა და მათ სასწაულებით აჯილდოებდა, ქალაქ ედესის მთავარი ავგაროზი, უკურნებელმა სენმა შეიპყრო, ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი დაკარგეს. მაშინ ავგაროზმა შიკრიკი აფრინა იესო ქრისტესთან და მისწერა, რომ თუ ამ სნეულებისაგან განკურნავდა, მის ყოველ ნებას აღასრულებდა და ურიებისაგან დევნილს თავის სამეფოში მოსვენებით აცხოვრებდა.



დათვალიერება: 172                                                                                               კომენტარები (0)
      

1 2 »







© 2012 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში