† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0









მთავარი » სულიერი სწავლებანი
კატეგორია: სულიერი სწავლებანი
      └─►გაბრიელ ბერის ანდერძი
                                                                                                                                                   + თორნიკე



დიდება ქრისტე ღმერთს. უწმიდესისაგან და უნეტარესისაგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისგან ვითხოვ შენდობას და ლოცვა-კურთხევას. სამღვდელო და სამონაზვნო დასს ყველას გიტოვებთ ლოცვა-კურთხევას და შენდობა-პატიებას. ღმერთი არს სიყვარული, რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე, ვერ მივაღწიე ღმერთსა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულშია მთელი ადამიანის ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება. უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ. იყავით კეთილნი და მდაბალნი, სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენ უფალმა. მდაბალთა მოსცეს მადლი. ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლით, სიკეთით და სიყვარულით იყავით. ყველას სიყვარული მიმაქვს - მართლმადიდებელი ერისა და დაბადებული ადამიანისა. მიზანი სიცოცხლისა, ხილული ქვეყნისა არის სასუფევლის პოვნა და ღმერთთან მიახლოება და მარადისობაში დამკვიდრება. და მეცა ამას გისურვებთ სულ ყველას, ლოცვა-კურთხევით დამიტოვებია, რომ არავინ დაჰკარგოს ღვთის დიდი წყალობა და ყველა ღირსი გახდეს სასუფეველში დამკვიდრებისა. არა არს კაცი, რომ სცხონდეს და არა სცოდოს. მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური. ყველას გთხოვთ მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემი საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეცი. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია



დათვალიერება: 2277                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: სულიერი სწავლებანი
      └─►ქვიშით ნათლობის შესახებ (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა)
                                                                                                                                                   + თორნიკე



აბბა პალადიმ გადმოგვცა ერთ-ერთი ბერის - აბბა ანდრიას მონათხრობი:

"ახალგაზრდობაში საკმაოდ უწესოდ ვცხოვრობდი, - ჰყვებოდა აბბა ანდრია. - ერთხელ, შფოთისა და არეულობის დროს, სხვებთან ერთად პალესტინაში გამოვიქეცი. სულ ცხრანი ვიყავით. ჩვენ შორის იყო ერთი ფილობონისი და ერთი ებრაელი. უდაბნოში ებრაელი იმდენად დასუსტდა, რომ ყოველგვარი ძალა გამოეცალა. ყველანი სასოწარკვეთილებაში ჩავცვივდით, არ ვიცოდით, რა მოგვეხერხებინა მისთვის. თუმცა არ მიგვიტოვებია, - თითოეულ ჩვენგანს, ვისაც რამდენ ხანს შეეძლო, ზურგზე აკიდებული მოჰყავდა იგი. არ გვინდოდა, უდაბნოში მომკვდარიყო, ვფიქრობდით ქალაქამდე ან სოფლამდე მაინც მიგვეყვანა. მაგრამ ჭაბუკი შიმშილისგან და წყურვილისგან, ციებ-ცხელებისგან და აუტანელი დაღლილობისაგან უკვე სიკვდილის პირას იყო. ისიც კი აღარ შეეძლო, რომ სხვებს ეტარებინათ. მაშინ ცრემლებით დავიტირეთ იგი და გადავწყვიტეთ უდაბნოში დაგვეტოვებინა, რადგან ვშიშობდით, ჩვენც არ მოვმკვდარიყავით წყურვილით. ჭაბუკი ქვიშაზე დავაწვინეთ, თან ვტიროდით. როცა დაინახა, რომ წასვლას ვაპირებდით, ის მხურვალედ შეგვევედრა:




დათვალიერება: 1997                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: სულიერი სწავლებანი
      └─►განმარტება - ანტიფონი
                                                                                                                                                   + თორნიკე




ანტიფონი (ბერძ. "ანტი" – წინააღმდეგ, პირდაპირ; "ფონი" – ხმა) – ნიშნავს ორი ("ერთმანეთის პირდაპირ მდგარი") გუნდის, გარკვეული წესის მიხედვით, მონაცვლეობით გალობას. 
ღვთისმსახურებაში ანტიფონურად მრავალი საგალობელი იგალობება



დათვალიერება: 2735                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: სულიერი სწავლებანი
      └─►განმარტება - ამინ
                                                                                                                                                   + თორნიკე




ამინ ებრაული სიტყვაა და ითარგმნება, როგორც ჭეშმარიტება. მაგრამ ეს არსებითი სახელი საღმრთო წერილში ხშირად იხმარება როგორც ზმნიზედა, რომელიც ნიშნავს ხოლმე: ასეა, ჭეშმარიტად ასეა, იყოს ასე; ამ მნიშვნელობით იხმარება ეს სიტყვა, მაგალითად, მეორე სჯულის წიგნში (27, 15-21) და ნათარგმნია როგორც იყავნ (ასე იყოს). მართლმადიდებლურ ღმრთისმსახურებაშიც ეს სიტყვა ამ უკანასკნელი მნიშვნელობით იხმარება. მსგავსად ალილუიასი, სიტყვა ამინიც თითქმის ყველა ეროვნების ქრისტიანებმა თარგმანის გარეშე დაიტოვეს და წარმოითქმება ებრაულ ენაზე.



დათვალიერება: 1530                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: სულიერი სწავლებანი
      └─►განმარტება - ალილუია
                                                                                                                                                   + თორნიკე




ალილუია – (ებრ. "აქებდით ღმერთს"). ეს არის მოკლე და მრავლისმეტყველი მოწოდება მორწმუნეებისადმი ღმერთის განდიდებისა და ქებისაკენ. ძვ. აღთქმაში ებრაელებს ფსალმუნთა წიგნში მრავალი საგალობელი ჰქონდათ, რომელიც ამ სათაურით იწყებოდა:



დათვალიერება: 1667                                                                                               კომენტარები (0)
      

1 2 3 4 5 »







© 2026 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

ლოცვის ჩემი აღავსე მეორე ილია ილია მეორე - მამაო ჩვენო - მამაო ჩვენო Giovanni Marradi ტროპარი love little Maradi ლოცვა ილია მეორე - წმ ილია მართალის ლოცვა - წმ ილია - წმ ნინოს ილია მეორე - წმ ნინოს ტროპარი Richard Clayderman დღეს Nostalgia - Time გადიდებთ Richard Clayderman - Time To Say Go - ღვთისმშობელო ილია მეორე - ღვთისმშობელო ქალწულო melody ილია მეორე Golden_melody-A_time_for_us Us - A for Time golden - მოციქულთა თავნო ცოტნეს - გვირგვინი წმიდა ასური ეფრემ მიერ ცხოვრება გილოცავთ გილოცავთ! როგორც მიტროპოლიტი მისი ეკლესიაში უწმიდესობა პატრიარქის ქალი ნეკნისგან რატომ ? ratom mamakacis ბერი განსხვავება და ხალხური არასწორი და წარმოდგენები დიდმოწამე განმარტება - ალილუია პაისი - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის ლაქაა - საკუთარი - ბავშვებს განაშორებენ - ანტიფონი შესახებ ზიარების წმინდა სასწაული წმინდა ზიარების შესახებ ილია მეორე - საქართველოს მთელი მოსა გახდა პოლიტიზებული მოსახლეობა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის დ ლოცვები მამა საქართველოს ეკლესიის საზღვრები ეკლესიის საქართველოს ქვიშით პატრიარქის ქადაგება 02.05.2013 დიდი ადამიანების განდევნა პატრიარქის ერის აღსარება ივნისი დღესასწაული მარხვა პეტრეპავლობის მარხვა გზა ანდრიას