† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0









მთავარი » წერილები
კატეგორია: წერილები
      └─►რატომ არის ქალი მამაკაცის ნეკნისგან შექმნილი?
                                                                                                                                                   + თორნიკე




არსებობს გარკვეული შეხედულება, შეიძლება ითქვას, ცინიკური, ადამის ნეკნიდან ქალის შექმნის შესახებ. ბევრ ჩვენგანს გაგვიგია ალბათ ასეთი ფრაზა - ქალი კაცის უტვინო ძვლიდან არის შექმნილიო. ქრისტიანული, ანუ მართლმადიდებლური გაგებით თუ შევხედავთ შესაქმეს (ე.ი. სწორ შეხედულებაზეა საუბარი), იგი ძალიან ლამაზი და დიდებული ისტორიაა: თუკი ღმერთმა ადამი „არარას" შემცველი მასალიდან - მიწიდან შექმნა, ქალის შექმნას შეიძლება - კარგისგან საუკეთესოს შექმნა ვუწოდოთ. ევასთვის ადამი ქმარიც იყო და მშობელიც, მისივე სისხლი და ხორცი. ამიტომაც აქვთ ქალებს განსაკუთრებული ლტოლვა ქორწინებისკენ, მყოფობის სისავსისკენ.



დათვალიერება: 1558                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: წერილები
      └─►მამა პაისი მთაწმინდელი
                                                                                                                                                   + თორნიკე




უსირცხვილობის და უპატივცემულობის შესახებ
თავისუფალი მოქცევა დევნის კეთილშობილებას

- წმიდაო მამაო, საიდან მოდის თავისუფალი ქცევა?

- პარიზიდან... [1] თავისუფალი ქცევა - ეს უსირცხვილობაა. ის შორს განდევნის ღვთის შიშს, როგორც კვამლი, რომელსაც ფუტკრებს ვუღრჩოლებთ, რომ ისინი სკიდან გამოფრინდნენ.

- წმიდაო მამაო, როგორ გავერიდოთ თავისუფალ ქცევას?



დათვალიერება: 1949                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: წერილები
      └─►ნიკოდიმოს მთაწმინდელი
                                                                                                                                                   + თორნიკე




უხილავი ბრძოლა
ევქარისტიის წმიდათაწმიდა საიდუმლოს შესახებ

აქამომდე, ჩემო ძვირფასო მკითხველო, უხილავ ბრძოლაში მტრის დასაძლევად ოთხი იარაღი შემოგთავაზე: საკუთარი თავის უნდობლობა, ღვთისადმი შეურყეველი სასოება, ცოდვისადმი წინააღმდეგობა და ბრძოლა მასთან და ლოცვა. ახლა მსურს სხვა უძლიერეს იარაღზე, ანუ ევქარისტიის წმიდათაწმიდა საიდუმლოზე მიგითითო. როგორც საიდუმლოთა შორის უმაღლესია ეს საიდუმლო, ასევე სულიერ იარაღებს შორისაა უძლიერესი და მტრის შემმუსვრელი. ის ოთხი იარაღი, რომელზედაც ვისაუბრეთ, იმ მადლიანი ნიჭისგან იძენს ძალას, რომელსაც ჩვენ ქრისტეს სისხლი მოგვიხვეჭს. ეს საიდუმლო თავად უფლის მიერ მოძღვნილი იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი გახლავთ. ამ ოთხი იარაღით და ქრისტეს ძალით ვებრძვით ბოროტს. მისით გვამარცხებინებს უფალი იესო ქრისტე ჩვენს მტრებს. რადგან ვინც ჭამს ქრისტეს ხორცს და სვამს მის სისხლს, ის ქრისტეშია და ქრისტე მასში, როგორც თავადვე ამბობს უფალი: ვინც ჭამს ჩემს ხორცს, და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, და მე მასში (იოან. 6,56). ამიტომ როდესაც მტრებზე ვიმარჯვებთ, ეს მაცხოვრის სისხლი ამარცხებთ მათ, როგორც დაწერილია გამოცხადებაში: და მათ სძლიეს მას (ცილისმწამებელ სატანას) კრავის სისხლით (გამოცხ. 12,11).



დათვალიერება: 1513                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: წერილები
      └─►მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი - აღსარება, როგორც კურნება
                                                                                                                                                   + თორნიკე




ლონდონი, საუბარი საშობაო სინანულისათვის 1991 წლის 12 დეკემბერს


მათ, ვინც დიდი ხანია, ეკლესიაში მოხვედით, მისი ცხოვრებით ცხოვრობთ, ამ ხნის მანძილზე ხშირად მიგიმართავთ აღსარების საიდუმლოსთვის, შესაძლოა, ზედმეტად მოგეჩვენოთ კიდევ ერთი საუბარი ამ თემაზე. მაგრამ, შინაგანად მცხოვრები გამუდმებით უბრუნდება ამ თემას: რა არის აღსარება? როგორ მივიტანოთ ღვთის წინაშე აღსარება, რომელიც განმწმედი და მაცხოვნებელი იქნებოდა? მსურს, შევჩერდე აღსარების საკითხის ზოგიერთ მომენტზე.



დათვალიერება: 2541                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: წერილები
      └─►წმიდა ეფრემ ასური - სიყვარულისათვის
                                                                                                                                                   + თორნიკე




სიყვარულისათვის


ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული გააჩნია, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის. და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა. ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, იგი ყველაფერს იტვირთავს, ყველაფერს მოითმენს. ვისაც სიყვარული გააჩნია, ის მოყვასზე არ იმედიდურებს, არც იბატონებს, არც არავის განიკითხავს და თუკი სხვა ვინმე განიკითხავს მოყვასს, ის არ გახდება მისი თანაზიარი, არამედ ამხელს და მოაქცევს.



დათვალიერება: 1504                                                                                               კომენტარები (0)
      

1 2 »







© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ