† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0









მთავარი » სულიერი სწავლებანი
კატეგორია: სულიერი სწავლებანი
      └─►გაბრიელ ბერის ანდერძი
                                                                                                                                                   + თორნიკე



დიდება ქრისტე ღმერთს. უწმიდესისაგან და უნეტარესისაგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისგან ვითხოვ შენდობას და ლოცვა-კურთხევას. სამღვდელო და სამონაზვნო დასს ყველას გიტოვებთ ლოცვა-კურთხევას და შენდობა-პატიებას. ღმერთი არს სიყვარული, რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე, ვერ მივაღწიე ღმერთსა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულშია მთელი ადამიანის ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება. უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ. იყავით კეთილნი და მდაბალნი, სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენ უფალმა. მდაბალთა მოსცეს მადლი. ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლით, სიკეთით და სიყვარულით იყავით. ყველას სიყვარული მიმაქვს - მართლმადიდებელი ერისა და დაბადებული ადამიანისა. მიზანი სიცოცხლისა, ხილული ქვეყნისა არის სასუფევლის პოვნა და ღმერთთან მიახლოება და მარადისობაში დამკვიდრება. და მეცა ამას გისურვებთ სულ ყველას, ლოცვა-კურთხევით დამიტოვებია, რომ არავინ დაჰკარგოს ღვთის დიდი წყალობა და ყველა ღირსი გახდეს სასუფეველში დამკვიდრებისა. არა არს კაცი, რომ სცხონდეს და არა სცოდოს. მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური. ყველას გთხოვთ მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემი საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეცი. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია



დათვალიერება: 2281                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: სულიერი სწავლებანი
      └─►ქვიშით ნათლობის შესახებ (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა)
                                                                                                                                                   + თორნიკე



აბბა პალადიმ გადმოგვცა ერთ-ერთი ბერის - აბბა ანდრიას მონათხრობი:

"ახალგაზრდობაში საკმაოდ უწესოდ ვცხოვრობდი, - ჰყვებოდა აბბა ანდრია. - ერთხელ, შფოთისა და არეულობის დროს, სხვებთან ერთად პალესტინაში გამოვიქეცი. სულ ცხრანი ვიყავით. ჩვენ შორის იყო ერთი ფილობონისი და ერთი ებრაელი. უდაბნოში ებრაელი იმდენად დასუსტდა, რომ ყოველგვარი ძალა გამოეცალა. ყველანი სასოწარკვეთილებაში ჩავცვივდით, არ ვიცოდით, რა მოგვეხერხებინა მისთვის. თუმცა არ მიგვიტოვებია, - თითოეულ ჩვენგანს, ვისაც რამდენ ხანს შეეძლო, ზურგზე აკიდებული მოჰყავდა იგი. არ გვინდოდა, უდაბნოში მომკვდარიყო, ვფიქრობდით ქალაქამდე ან სოფლამდე მაინც მიგვეყვანა. მაგრამ ჭაბუკი შიმშილისგან და წყურვილისგან, ციებ-ცხელებისგან და აუტანელი დაღლილობისაგან უკვე სიკვდილის პირას იყო. ისიც კი აღარ შეეძლო, რომ სხვებს ეტარებინათ. მაშინ ცრემლებით დავიტირეთ იგი და გადავწყვიტეთ უდაბნოში დაგვეტოვებინა, რადგან ვშიშობდით, ჩვენც არ მოვმკვდარიყავით წყურვილით. ჭაბუკი ქვიშაზე დავაწვინეთ, თან ვტიროდით. როცა დაინახა, რომ წასვლას ვაპირებდით, ის მხურვალედ შეგვევედრა:




დათვალიერება: 2006                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: სულიერი სწავლებანი
      └─►განმარტება - ანტიფონი
                                                                                                                                                   + თორნიკე




ანტიფონი (ბერძ. "ანტი" – წინააღმდეგ, პირდაპირ; "ფონი" – ხმა) – ნიშნავს ორი ("ერთმანეთის პირდაპირ მდგარი") გუნდის, გარკვეული წესის მიხედვით, მონაცვლეობით გალობას. 
ღვთისმსახურებაში ანტიფონურად მრავალი საგალობელი იგალობება



დათვალიერება: 2744                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: სულიერი სწავლებანი
      └─►განმარტება - ამინ
                                                                                                                                                   + თორნიკე




ამინ ებრაული სიტყვაა და ითარგმნება, როგორც ჭეშმარიტება. მაგრამ ეს არსებითი სახელი საღმრთო წერილში ხშირად იხმარება როგორც ზმნიზედა, რომელიც ნიშნავს ხოლმე: ასეა, ჭეშმარიტად ასეა, იყოს ასე; ამ მნიშვნელობით იხმარება ეს სიტყვა, მაგალითად, მეორე სჯულის წიგნში (27, 15-21) და ნათარგმნია როგორც იყავნ (ასე იყოს). მართლმადიდებლურ ღმრთისმსახურებაშიც ეს სიტყვა ამ უკანასკნელი მნიშვნელობით იხმარება. მსგავსად ალილუიასი, სიტყვა ამინიც თითქმის ყველა ეროვნების ქრისტიანებმა თარგმანის გარეშე დაიტოვეს და წარმოითქმება ებრაულ ენაზე.



დათვალიერება: 1537                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: სულიერი სწავლებანი
      └─►განმარტება - ალილუია
                                                                                                                                                   + თორნიკე




ალილუია – (ებრ. "აქებდით ღმერთს"). ეს არის მოკლე და მრავლისმეტყველი მოწოდება მორწმუნეებისადმი ღმერთის განდიდებისა და ქებისაკენ. ძვ. აღთქმაში ებრაელებს ფსალმუნთა წიგნში მრავალი საგალობელი ჰქონდათ, რომელიც ამ სათაურით იწყებოდა:



დათვალიერება: 1676                                                                                               კომენტარები (0)
      

1 2 3 4 5 »







© 2026 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen qriste agsdga tavno mociqulta ლოცვის გული ილია მეორე ილია მეორე - მამაო ჩვენო - მამაო Giovanni Marradi ტროპარი დავით აღმაშენებელის - წმ -- Dreams - This - Amor ლოცვა - წმ ილია Clayderman Richard დღეს Goodbye say Richard Clayderman - Time To Say Go - ღვთისმშობელო ილია მეორე - ღვთისმშობელო ქალწულო melody Time Us ილია მეორე for Golden_melody-A_time_for_us golden - A - კურთხეულ ხარ ქრისტიანული - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის მგალობლების ქმნილება ულამაზესი გილოცავთ ცხოვრება ბარბარობას გილოცავთ ბარბარობას!!! წმინდა ბარბა გილოცავთ! gilocavT როგორც ანტონ უწმიდესობა მისი ყოვლადწმიდა პატრიარქის კირა შენდობის ქადაგება მამაკაცის aris ბერი სტილს შორის განსხვავება არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ დიდმოწამე დიდმოწამე ბარბარე განმარტება განმარტება - ალილუია განმარტება - ამინ პაისი ხედვა ცოდვის ბრიანჩანინოვი ეკლესიას შესახებ სასწაული წმინდა ზიარების შესახებ სასწაული გახდა პოლიტიზებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრი მამა გაბრიელი ეკლესიის საზღვრები უკანასკნელი ბაბილონი ადამიანების სამოთხიდან ადამიანების განდევნა პატრიარქის ერის აღსარება აღსარება მარხვა პეტრეპავლობის მარხვა გოლგოთის გოლგოთის გზა 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება კეთილი საქმე - ილია II