† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0









მთავარი » სულიერი სწავლებანი
კატეგორია: სულიერი სწავლებანი
      └─►წმიდა იოანე ოქროპირი 'რჩევა დაქორწინების მსურველთ'
                                                                                                                                                   + თორნიკე




შეგაგონებთ დაქორწინების მსურველთ - უდიდესი წინდახედულებით მოეკიდეთ ამ საქმეს; გირჩევთ, ცოლის შერთვის წინ მიმართოთ ნეტარ პავლეს, წაიკითხოთ მისი კანონები ქორწინების შესახებ და წინასწარ შეიტყოთ, რას ავალებს იგი კაცს, თუ მას ანჩხლი, მზაკვარი, ლოთი, ჭორიკანა, უგუნური ან სხვა მსგავსი ნაკლის მქონე ცოლი შეხვდება, და ამის მერე იფიქროთ ქორწინებაზე. თუ ამოიკითხავ, რომ მოციქული უფლებას გაძლევს, ჩამოთვლილ თვისებათაგან ერთერთის შემჩნევის შემდგომ უარყო ერთი ცოლი და მოიყვანო მეორე, თამამად აისრულე სურვილი, რაკი საფრთხე საერთოდ არ გემუქრება. მაგრამ თუ პავლე ამის ნებას არ გრთავს, გავალებს - რა ნაკლიც უნდა ახასიათებდეს ცოლს, თვინიერ მრუშობისა, გიყვარდეს, არსად გაუშვა, მზაობით შეხვდი ცოლის უკიდურესი სიანჩხლის გაძლებას



დათვალიერება: 1482                                                                                               კომენტარები (1)
      

კატეგორია: სულიერი სწავლებანი
      └─►რატომ გვჭირდება სულიერი მოძღვარი?
                                                                                                                                                   + თორნიკე




ხშირად არაეკლესიური ადამიანები სვამენ კითხვას: ვინ არის სულიერი მოძღვარი? რაში მჭირდება მისი დახმარება უფალთან საუბრისას? მთავარია, რომ მწამს. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს, მაშ, რაღად მინდა დამხმარე მასთან ურთიერთობისას, რატომ უნდა გადავუშალო უცხო პირს ჩემი სულის დაფარული ზრახვები? ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ადამიანი არა მარტო ხორცისაგან და ამქვეყნიური სურვილებისაგან შედგება, არამედ მას აქვს ღვთის მიერ ნაბოძები სული, იგი უფალმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ეს მსგავსება რომ არ დაიმცროს, მას სჭირდება საკუთარ სულზე ზრუნვა. მაგრამ კაცს თავისთავად, ღვთის გარეშე, არ შეუძლია სულიერ წარმატებას მიაღწიოს. მას აუცილებლად სჭირდება „ხელმძღვანელი". ის, ვინც დაარიგებს, უხელმძღვანელებს მის სულიერ ცხოვრებას. ასეთი პიროვნება კი უნდა იყოს სულიერი მოძღვარი, რომელსაც მორწმუნე მიმართავს არა მარტო აღსარების, არამედ სწავლებებისთვისაც. ადამიანი უნდა შეეცადოს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰყავდეს სულიერი მოძღვარი, მას გადაუშალოს თავისი ცოდვილი ფიქრები, უძლურებანი და ცდუნებები, იცხოვროს მისი რჩევა-დარიგებებით; აი, მაშინ დაიმკვიდრებს იგი ცათა სასუფეველს. უახლოესი ხელმძღვანელის გარეშე შეუძლებელია, წმიდად იცხოვრო ამქვეყნად. მაგრამ ის, ვინც მხოლოდ ახლა იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, სვამს კითხვას: კი მაგრამ, სად შეიძლება ვიპოვო სულიერი ხელმძღვანელი, განა შესაძლებელია დღეს კარგი მოძღვრის პოვნა, ყველა ხომ ერთნაირი არ არის? ასეთი ადამიანებისთვის პასუხი, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი და ამასთან, ღრმაა: თქვენ იპოვით მათ ეკლესიაში, იქ, სადაც სულიწმიდა მათ ქრიტეს ცხოვართა მწყემსად აყენებს. შესთხოვეთ უფალს, საჭიროების ჟამს მოგანიჭოთ კეთილმოსურნე სულიერი მოძღვარი, და შემდეგ უკვე თქვენი თხოვნის გარეშე იგი მანუგეშებელ სიტყვას გაუწყებთ. უფლის სული ასწავლის მას, რა და როგორ გითხრათ; თქვენ მისგან იმას გაიგებთ, რაც სულიერად გესაჭიროებათ და ღვთივსათნოა უფლისათვის და სულ მალე იგრძნობთ, რომ თქვენში უფლის მადლი დაივანებს...






დათვალიერება: 1821                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: სულიერი სწავლებანი
      └─►წამოდი და იხილე ჭეშმარიტება !
                                                                                                                                                   + თორნიკე



აბბა გრიგორიმ მოგვითხრო:

_ ქოზიბას მონასტერში ერთი ძმა ცხოვრობდა. მას ჯერ სამღვდელო ხარისხი არ ჰქონდა, მაგრამ მსხვერპლშეწირვის ლოცვები ზეპირად იცოდა. ერთხელ იგი სეფისკვერის მოსატანად იერიქონში გააგზავნეს. უკან რომ ბრუნდებოდა, სეფისკვერი ამოიღო და მთელი მსხვერპლშეწირვის ლოცვები თავიდან ბოლომდე წაიკითხა. მისი მოტანილი სეფისკვერი დიაკონმა ფეშხუმზე დაასვენა და ლიტურგიისთვის მზადება დაიწყო. ლიტურგიას პრესვიტერი აბბა იოანე აღასრულებდა, მეტსახელად ქოზიბელი _ შემდეგში კესარია პალესტინის ეპისკოპოსი. როდესაც მან მსხვერპლშეწირვის ლოცვები წაიკითხა, შენიშნა, რომ სულიწმიდა არ გადმოდიოდა. ამან ძალიან დაამწუხრა.

_ ნუთუ რაიმე შევცოდე ამ ღამეს და იმიტომაც არ გადმოდის სულიწმიდა?



დათვალიერება: 1593                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: სულიერი სწავლებანი
      └─►გამომიჩნდი მეც, მონასა ამას შენსა!
                                                                                                                                                   + თორნიკე

                                                                           
                             

ერთ-ერთმა ბერმა გადმოგვცა თავისი ნაცნობი ბერის, ყოფილი მეომრის ნაამბობი:
_ ერთხელ აფრიკაში მავრებს ვებრძოდით. მათ დაგვამარცხეს და უკან გამოგვედევნენ. ჩვენებიდან ბევრი ამოხოცეს. ერთ-ერთი ბარბაროსი მეც წამომეწია და ლახვარი მოიმარჯვა, რომ დაერტყა და იქვე გავეთავებინე.
_ უფალო, ღმერთო ჩვენო! _ შევძახე მე, _ რომელი გამოუჩნდი მხევალსა შენსა თეკლას და იხსენი იგი უწმინდურთა კაცთაგან. გამომიჩნდი მეც, მონასა ამას შენსა და დამიფარე მწარე სიკვდილისგან. სანაცვლოდ კი უდაბნოში წავალ და ჩემი ცხოვრების დარჩენილ დღეებს შენს სამსახურში გავატარებ.

მოვტრიალდი და ვხედავ _ ჩემ უკან აღარავინაა... მაშინვე მივატოვე ყველაფერი და ამ ლავრაში მოვედი; და აი, უკვე, ღვთის შეწევნით, ოცდათხუთმეტი წელიწადი აქა ვარ.



დათვალიერება: 1429                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: სულიერი სწავლებანი
      └─►ჰოი, საბრალო ადამიანო!
                                                                                                                                                   + თორნიკე





აბბა ელიამ მოგვითხრო:

_ რამდენიმე ხანს იორდანის მახლობლად ერთ-ერთ გამოქვაბულში ვცხოვრობდი, რადგან არ მინდოდა ლოცვითი კავშირი მქონოდა იერუსალიმის პატრიარქ მაკარისთან. ერთხელ, დაახლოებით შუადღის თორმეტ საათზე, კარზე ვიღაცამ დამიკაკუნა და როცა გავედი, ჩემ წინ ქალი დავინახე.

_ აქ რა გინდა?! _ ვკითხე მას.

_ შემინდე, აბბა, _ მიპასუხა ქალმა, _ მეც შენი ცხოვრების წესით ვცხოვრობ, ჩემი გამოქვაბული აქედან ას ორმოცდაათ მეტრში თუ იქნება, _ და სამხრეთისკენ მიმანიშნა, _ უდაბნოში რომ მოვდიოდი, სიცხისგან საშინლად მომწყურდა. ყავ სიყვარული, გამომიტანე ცოტა წყალი!




დათვალიერება: 1779                                                                                               კომენტარები (0)
      

« 1 2 3 4 5 »







© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ