წმიდანთა ცხოვრება - - † წამი: წარსული. აწმყო. მომავალი. იმედი!
ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია... დედა თამარი (მარჯანიშვილი)

ავტორიზაცია

მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0












ელფოსტა:
პაროლი:

დამალვა

მთავარი » წმიდანთა ცხოვრება
კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
      └─►ხორციელად შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
                                                                                                                                                   + თორნიკე

25 (7.01) დეკემბერი



მაცხოვარი სოფლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან იშვა იუდეის ბეთლემში იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს დროს. იმ ხანებში გამოვიდა ბრძანება, აღეწერათ რომის მთელი იმპერიის მოსახლეობა, რომლის ერთ პროვინციასაც პალესტინა წარმოადგენდა. ებრაელებს ჩვეულებად ჰქონდათ, საყოველთაო აღწერები ტომებისა და გვარების მიხედვით ჩაეტარებინათ. თითოეულ ტომსა და გვარს თავისი ქალაქები და მამამთავართა სახელებთან დაკავშირებული ადგილები ჰქონდა. რადგან მარიამი და იოსები დავით მეფის შთამომავლები იყვნენ, აღწერისთვის დავითის ქალაქში - იუდეის ბეთლემში ჩავიდნენ. ბეთლემში ჩასული მარიამისა და იოსებისთვის არც ერთ სასტუმროში არ აღმოჩნდა თავისუფალი ადგილი და ისინი იძულებულნი გახდნენ, ქალაქის განაპირას მდებარე ერთ გამოქვაბულს შეჰფარებოდნენ, რომელიც უამინდობისას პირუტყვთა სადგომს წარმოადგენდა. ამ გამოქვაბულში, პირუტყვთა საკვებად და საფენად მიმობნეულ თივასა და ჩალაში, ზამთრის ცივ ღამეში იშვა მაცხოვარი სოფლისა.



დათვალიერება: 132                                                                                               კომენტარები (2)
      

კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
      └─►წმიდა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი (X)
                                                                                                                                                   + თორნიკე

12 (25) ივნისი


წმიდა თორნიკე იყო ქართლის სპასალარი. სახელოვანი და ბრძოლებში წარმატებული, ქველი და უებრო რაინდი გამორჩეულად უყვარდა მეფე დავით კურაპალატს, მაგრამ ღვთისთვის სათნომყოფელმა უმჯობესი გამოირჩია - მონაზვნობის ღვაწლი იდო თავს და ულუმბოს მთას მიმართა წმიდა იოანეს (ხს. 12 ივლისს) მოსაძებნად. ულუმბოზე მას აუწყეს, რომ ღირსი მამა ათონის მთაზე დამკვიდრებულიყო. თორნიკემ მთაწმინდას მიაშურა და „კურთხევაჲ მონაზონებისაჲ ჴელთაგან იოვანესთა მიიღო". ღირსი მამები წმიდა ათანასეს ლავრაში დამკვიდრდნენ.




დათვალიერება: 144                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
      └─►დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი (+305)
                                                                                                                                                   + თორნიკე




დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი დაიბადა ქალაქ ნიკომიდიაში დიდებული და გავლენიანი წარმართის, „მეფის თანამეინახის", ევსტორგიოსისა და კეთილმსახური ქრისტიანი ქალის, ევბულას ოჯახში. ახალშობილს პანტელეონი – „ყოვლად ლომი" დაარქვეს. დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის სასოებით ზრდიდა შვილს, ადრე გარდაიცვალა, ხოლო მამამ წარმართული სარწმუნოების ერთგულება ჩაუნერგა ყრმას, „განსწავლა იგი სიბრძნესა და მწიგნობრობასა", შემდეგ კი სამკურნალო ხელოვნებაში დასაოსტატებლად მიაბარა ეფროსინეს – მკურნალთა მთავარს, რომელიც „ჰკურნებნ მეფესა და ყოველსა ერსა პალატისა მისისასა".



დათვალიერება: 126                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
      └─►მამა გაბრიელი 1929–1995 / mama gabrieli
                                                                                                                                                   + თორნიკე


მამა გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) მღვდელ-მონაზონი, საქართველოს ეკლესიის არქიმანდრიტი დაიბადა თბილისში, 1929 წლის 26 აგვისტოს, თეთრიწყაროს 11 ნომერში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის ახლოს. მამამისი, ვასილ ურგებაძე მტკიცე ხასიათის კომუნისტი იყო. იგი ხელმძღვანელობდა ეკლესიის დანგრევას და მის ადგილზე კინოთეატრის მშენებლობას. მას აკრძალული ჰქონდა ყოველგვარ სარწმუნოებრივ საკითხზე მსჯელობა. მეუღლეს, (შემდგომში მონაზონი ანა), უკრძალავდა ბავშვების მონათვლას და ეკლესიაში სიარულს. არაერთხელ დამუქრებია მას, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახს დაატოვებინებდა. 1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა მოკლეს. ამის შემდეგ, ოჯახის წევრები მამის სახელს – ვასიკოს, მამა გაბრიელს ეძახდნენ.



დათვალიერება: 355                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
      └─►მარიამობის მარხვა
                                                                                                                                                   + თორნიკე

 
მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია.

მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანესა და იმპერატორ კონსტატინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.

მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწული, 19 აგვისტო. მარიამობის მარხვის მნიშვნელობაზე გვესაუბრება, სიონის ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი სანამაშვილი:




დათვალიერება: 262                                                                                               კომენტარები (0)
      

1 2 3 4 5 6 »







© 2012 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში