† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2010 » ივნისი » 16 » რა არის მარხვა?
1:05 AM
რა არის მარხვა?



მარხვა მხოლოდ ზოგიერთ საჭმელზე უარის თქმა არაა. უნდა ვიცოდეთ, რომ პირველი მარხვა ღმერთმა ადამიანს სამოთხეში, მისი ცხოვრების დასაწყისშივე დაუწესა, როცა მისცა პირველი მცნება - არ ეჭამა სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხის ნაყოფი. მაგრამ ბოროტი ანგელოზის ჩაგონებით, ადამმა და ევამ აღმოაჩინეს, რომ ხე ცნობადის ნაყოფი ლამაზი და გემრიელია. ღვთის მიერ დადგენილი მცნება კი დაივიწყეს და მარხვა დაარღვიეს.

მარხვის დრო ადამიანს უნდა აერჩია, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის - საკუთარი, პატარა სურვილების დაკმაყოფილება, თუ ღვთის ნდობა, მისი დაჯერება.

და აი, ადამიანმა აირჩია საკუთარი სურვილები. მისთვის სამყარო საინტერესო გახდა იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა მისგან სიამოვნების მიღება. მას დაავიწყდა, რომ ღმერთმა დაავალა სამოთხის დაცვა, მისი პატრონობა, ე.ი. ზრუნვა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვაზეც, ამიტომაც დაკარგა სამოთხე; დაკარგა მარადიული სიცოცხლე, ღმერთი.

ჩვენც, სამწუხაროდ, ასეთ არჩევანს ვაკეთებთ ხოლმე.

მაგრამ ღმერთი კაცთმოყვარეა. მას უყვარს თითოეული ჩვენთაგანი და არ გვტოვებს. ადამი დაეთანხმა ბოროტ ანგელოზს, იესუ ქრისტემ კი უდაბნოში ორმოცი დღის მარხვის შემდეგ, მას ასე უპასუხა: არა მხოლოდ პურით, არამედ ღვთის სიტყვით ცხონდება კაცი, ანუ ყოველი ადამიანი ღვთისაგან, მისი სიტყვის შესრულებით მიიღებს სასიცოცხლო ძალასო.

ასე გვასწავლის უფალი მარხვას.

თუკი მარხვა პირველ ადამიანებს სამოთხეში სჭირდებოდათ, მით უფრო გვჭირდება ის ჩვენ დღეს. რადგან მარხვა - ესაა საკუთარი თავისადმი დასმული კითხვა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა საქმის კეთებისას - რომელ გზას ვირჩევთ, რა უფრო მთავარია, მთელი ფუნთუშის ჭამა, თუ ნახევარის განაწილება მისთვის, ვინც ამ დროს მშიერია? რა უფრო უკეთესია, შენს გვერდით მყოფი ადამიანის ნაკლზე ხითხითი, მისი აბუჩად აგდება, თუ მისი თანაგრძნობა? რა სჯობს, მშობლების წინაშე ჯიუტობა, მათი გულისტკენა, თუ მათთვის სიხარულის მინიჭება?

რა უფრო მნიშვნელოვანია? ღვთისაგან საჩუქრად ბოძებული სიცოცხლის ტყუილუბრალოდ ხარჯვა გაუთავებელ გასართობებში, თუ სამყაროში არსებული უამრავი საინტერესო საიდუმლოს ამოხსნა?

მარხვა - ესაა სწავლა სწორი არჩევანის გაკეთებისა.



გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის"

№2. 2003წ. 4-17 აპრილი
წყარო:  children.wanex.net
კატეგორია: სულიერი სწავლებანი | ნანახია: 1853 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2026 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen tavno mociqulta ლოცვის ძალა ჩემი ილია მეორე ჩვენო - მამაო Giovanni Marradi ტროპარი -- Dreams აღმაშენებელის love Maradi ლოცვა - წმ ილია მართალის - Melanxolia ილია მეორე - წმ ილია მართალის ლოცვა - წმ ნინოს Richard Clayderman დღეს იხარებენ Nostalgia - Time ქალწულო for ილია მეორე Time golden Golden_melody-A_time_for_us Us - A melody ხარ თავნო ცოტნეს სიყვარული წმიდა წმიდა ეფრემ ასური - სიყვარულისათვის ეფრემ ულამაზესი ცხოვრება გილოცავთ ბარბარეს ბარბარობას ნათლისღებას სუროჟელი მიტროპოლიტი როგორც მაცხოვრის მისი ყოვლადწმიდა უწმიდესობა პატრიარქის კირა შენდობის mamakacis qali არის მამაკაცის ბერი (შუშანია) განსხვავება ძველსა და ახალ სტილს შო ხალხური დიდმოწამე ბარბარე განმარტება - ალილუია განმარტება - ალილუია პაისი ლაქაა ათონელი განაშორებენ ეკლესიას - ანტიფონი შესახებ სასწაული წმინდა ზიარების შესახებ სასწაული - საქართველოს პოლიტიზებული გახდა ლოცვები გაბრიელი საზღვრები უკანასკნელი ქვიშით ადამიანების სამოთხიდან ადამიანების განდევნა პატრიარქის ერის აღსარება პეტრეპავლობის მარხვა გოლგოთის გზა წლის ანდრიას გიორგობას