სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0
|
|
მთავარი » 2010 » აგვისტო » 26 » “შენ, ფიცის გამტეხს, როდი გეძლევა ჩემი მხილების უფლება”
11:56 AM “შენ, ფიცის გამტეხს, როდი გეძლევა ჩემი მხილების უფლება” |
ერთმა ბერმა მოგვითხრო ამბავი, რომელიც მას აბბა თეოდორე ელიოტელისგან მოესმინა: _ ელეონის მთაზე ერთი დიდი მოღვაწე მამა ცხოვრობდა. ეშმაკი მას ძლიერად ებრძოდა სიძვის აზრებით. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლის დროს მოთმინებიდან გამოსულმა ბერმა შესძახა: _ როდისღა დამანებებ თავს ბოლოს და ბოლოს?! სიბერეში მაინც მომასვენე! მაშინ ეშმაკი მას ხილული სახით გამოეცხადა და უთხრა: _ თუ დაიფიცებ, რომ არავის გაუმხელ, რასაც ახლა გეტყვი, დაგანებებ თავს. _ ვფიცავ ზეცათა მეუფეს, არავის გავუმხელ! _ მიუგო ბერმა. _ თავი დაანებე ამ ხატის თაყვანისცემას და მეც თავს დაგანებებ, _ თქვა ეშმაკმა და ღვთაებრივ ყრმასთან ერთად გამოსახულ ღვთისმშობლის ხატზე მიუთითა. _ კარგი, მომეცი დრო მოსაფიქრებლად, _ უპასუხა ბერმა. მეორე დღეს მან ეს ყველაფერი აბბა თეოდორე ელიოტელს უამბო, რომელიც იმ დროს ფარანის ლავრაში ცხოვრობდა. _ ჭეშმარიტად მოუკიცხიხარ ეშმაკს, მამაო, _ უთხრა აბბამ, _ არ უნდა დაგეფიცა, მაგრამ კარგი ქენი, რომ არ დამალე ეს ამბავი. იცოდე, არ არსებობს ამქვეყნად იმაზე მძიმე და დამღუპველი ცოდვა, ვიდრე ის, რომ ქრისტესა და ღვთისმშობლის ხატების თაყვანისცემა უარყო. ამის შემდეგ აბბა თეოდორემ მას მრავალი რჩევა-დარიგება მისცა, სრულიად დაამშვიდა, განამტკიცა და თავის სენაკში წავიდა. და აი, ეშმაკი ისევ გამოეცხადა განდეგილს. _ რას ნიშნავს, ეს, არამზადა ბერო! განა არ დაიფიცე, რომ არავის ეტყოდი? რატომ მოუყევი ყველაფერი სტუმრად მოსულ ბერს?! იცოდე, განკითხვის დღეს ისე განისჯები, როგორც ფიცის გამტეხი. _ შენ, ფიცის გამტეხს, როდი გეძლევა ჩემი მხილების უფლება, _ მიუგო განდეგილმა, _ მე შენ აღარაფერს დაგიჯერებ. კარგად ვიცი, რომ დავიფიცე და შემდეგ გავტეხე ეს ფიცი. მაგრამ შენ წინაშე როდი ვარ დამნაშავე, არამედ ჩემი მეუფისა და შემოქმედის წინაშე. შენ კი უეჭველად მიიღებ სასჯელს, როგორც ფიცის გამტეხი და ყოველგვარი ბოროტების პირველმოთავე.
|
კატეგორია: სულიერი სწავლებანი |
ნანახია: 1509 |
დაამატა: თორნიკე
| ტეგები:
| რეიტინგი: 3.0/2 |
|
|
|