სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
მთავარი » 2010 » ივნისი » 16
კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
წმიდა ახალმოწამე გიორგი გურჯი (ივერიელი) (+1770) 2 (15) იანვარი წმიდა ახალმოწამე გიორგი წარმოშობით ივერიიდან იყო. იგი დაახლოებით 1700 წელს დაიბადა. ბავშვობაში იგი მოიტაცეს და ვიღაც თურქს მიჰყიდეს, რომელმაც მას მუსულმანობა მიაღებინა და სახელად „სალი" დაარქვა. გიორგი წყნარი, პატიოსანი კაცი იყო. მას ყველა პატივს სცემდა. მუშაობდა ერთ-ერთ დუქანში და ძველმანებით ვაჭრობდა. არ დაოჯახებულა.
|
კატეგორია: სულიერი სწავლებანი
მარხვა მხოლოდ ზოგიერთ საჭმელზე უარის თქმა არაა. უნდა ვიცოდეთ, რომ პირველი მარხვა ღმერთმა ადამიანს სამოთხეში, მისი ცხოვრების დასაწყისშივე დაუწესა, როცა მისცა პირველი მცნება - არ ეჭამა სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხის ნაყოფი. მაგრამ ბოროტი ანგელოზის ჩაგონებით, ადამმა და ევამ აღმოაჩინეს, რომ ხე ცნობადის ნაყოფი ლამაზი და გემრიელია. ღვთის მიერ დადგენილი მცნება კი დაივიწყეს და მარხვა დაარღვიეს.
მარხვის დრო ადამიანს უნდა აერჩია, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის - საკუთარი, პატარა სურვილების დაკმაყოფილება, თუ ღვთის ნდობა, მისი დაჯერება.
|
კატეგორია: სულიერი სწავლებანი
წარმოიდგინეთ, რომ თქვენს დაბადების დღეზე ვინმე მოვიდეს და გაჩუქოთ ახალი კომპიუტერი ან მანქანა, ოღონდ სათამაშო კი არა, თუნდაც დისტანციური მართვითა და ციმციმა ნათურებით, არამედ ნამდვილი და თანაც შეგპირდეთ, რომ მართვას თვითონ გასწავლით. კიდევ გაჩუქოთ ფოტოაპარატი და ვიდეოკამერა, ეს კიდევ არაფერი, მოგცეთ გასაღები და ჩაგაბაროთ ერთი დიდზე დიდი სათამაშოების მაღაზია, აი, „ბავშვთა სამყარო" რომ ჰქვია, იმაზე დიდი. რა დაგემართებოდათ? რა გრძნობა გაგიჩნდებოდათ? სიხარულით ალბათ ხტუნვას დაიწყებდით, რამდენ მადლობას ეტყოდით ასეთ კეთილ ადამიანს!
ახლა კი დავფიქრდეთ, განა ყოველი ახალი დღე, ყოველი დილა ჩვენი დაბადების დღე არ არის? ღმერთი გვაძლევს სიცოცხლის ძალას, ჩვენ კი „ძილისაგან აღდგომილებს" შეგვიძლია, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
|
კატეგორია: ვიდეოები
ლექსად თქმული ლოცვა. / საკუთარ ლექსებს კითხულობენ არქიმანდრიტი შიო და ლევან ვასაძე
|
|
|
|
|