† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0









მთავარი » წმიდანთა ცხოვრება
კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
      └─►ეპიზოდები მამა გაბრიელის ცხოვრებიდან
                                                                                                                                                   + თორნიკე

სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძენეს კაცთა არს“ (კორინთელთა 1, 25

 

მამა გაბრიელი დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში, თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში, წმიდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად. ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე იყო. მამა ადრე დაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ. დედა - შემოდგომში მონაზონი ანა, გარდაიცვალა 2000 წლის 26 აპრილს, ვნების კვირაში. დაკრძალულია წმიდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში. ძმა ადრევე გარდაცვლილა. ჰყავს ორი და. სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში 6 წელი. მეზობელი ჟენია ქობელაშვილი ასე იგონებს მის ბავშვობას: „ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში, არ მახსოვს მასწავლებელს მისთვის შენიშვნა მიეცა, დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას. მისი ერთადერთი გართობა ეს იყო. რომელი დღეები არ ვიცი, მაგრამ კარგად მახსოვს, ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა. შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა. ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა, მუდმივად ტოვებდა საჭმელს




დათვალიერება: 2695                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
      └─►დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი
                                                                                                                                                   + თორნიკე





ხს. 27 ივლისს

"ავადმყოფობისას ყოველგვარ წამალზე ადრე ლოცვით ისარგებლე".

ღირსი ნილოს სინელი

წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის – უანგარო მკურნალის შესახებ თხრობა წმინდა ბერის ამ სიტყვებით უნდა დავიწყოთ. მისდამი ლოცვა ჩვენ ბავშვობიდანვე გვასწავლეს. მაშინაც კი, როცა ჯანმრთელი ხარ, სთხოვ: "წმინდაო დიდმოწამეო და მკურნალო პანტელეიმონ, განკურნე სულიერი და ხორციელი სნეულებანი ჩვენნი!" უცქერ მის ხატს, რომელზედაც ჭაბუკია გამოსახული და მადლიერებით აღვსილი ფიქრობ, რომ ის, ზეციური მკურნალი ჩვენს ყოველ ლოცვას ისმენს, ვცხოვრობთ მისი წყალობით და წამლებისთვის თავს მაინც და მაინც არ ვიწუხებთ.



დათვალიერება: 1671                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
      └─►დიდმოწამე ბარბარე
                                                                                                                                                   + თორნიკე



ხს. 4 დეკემბერს

რომის უწმინდური მეფის, მაქსიმიანეს მეფობის ჟამს აღმოსავლეთში ერთი კეთილშობილი, მდიდარი და სახელოვანი კაცი, სახელად – დიოსკორე, ცხოვრობდა. ის რწმენით წარმართი იყო, ჰყავდა ქალიშვილი – ბარბარე და, რადგან სხვა შვილი არ ჰყავდა, მას თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. გოგონა წამოიზარდა და ისე დამშვენდა, რომ მთელ ქვეყანაში სილამაზით გამოირჩეოდა. დიოსკორე თვლიდა, რომ უბრალო და უჩინო ადამიანები მისი ცქერის ღირსნი არ იყვნენ. მან მაღალი კოშკი ააგო, მდიდრულად მოაწყო და ბარბარე იქ გამოკეტა. გოგონას დედა გარდაცვლილი ჰყავდა, ამიტომ მამამ მას კარგი აღმზრდელი და მონა ქალები მიუჩინა.



დათვალიერება: 2206                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
      └─►ხორციელად შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
                                                                                                                                                   + თორნიკე

25 (7.01) დეკემბერი



მაცხოვარი სოფლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან იშვა იუდეის ბეთლემში იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს დროს. იმ ხანებში გამოვიდა ბრძანება, აღეწერათ რომის მთელი იმპერიის მოსახლეობა, რომლის ერთ პროვინციასაც პალესტინა წარმოადგენდა. ებრაელებს ჩვეულებად ჰქონდათ, საყოველთაო აღწერები ტომებისა და გვარების მიხედვით ჩაეტარებინათ. თითოეულ ტომსა და გვარს თავისი ქალაქები და მამამთავართა სახელებთან დაკავშირებული ადგილები ჰქონდა. რადგან მარიამი და იოსები დავით მეფის შთამომავლები იყვნენ, აღწერისთვის დავითის ქალაქში - იუდეის ბეთლემში ჩავიდნენ. ბეთლემში ჩასული მარიამისა და იოსებისთვის არც ერთ სასტუმროში არ აღმოჩნდა თავისუფალი ადგილი და ისინი იძულებულნი გახდნენ, ქალაქის განაპირას მდებარე ერთ გამოქვაბულს შეჰფარებოდნენ, რომელიც უამინდობისას პირუტყვთა სადგომს წარმოადგენდა. ამ გამოქვაბულში, პირუტყვთა საკვებად და საფენად მიმობნეულ თივასა და ჩალაში, ზამთრის ცივ ღამეში იშვა მაცხოვარი სოფლისა.



დათვალიერება: 1813                                                                                               კომენტარები (2)
      

კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
      └─►წმიდა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი (X)
                                                                                                                                                   + თორნიკე

12 (25) ივნისი


წმიდა თორნიკე იყო ქართლის სპასალარი. სახელოვანი და ბრძოლებში წარმატებული, ქველი და უებრო რაინდი გამორჩეულად უყვარდა მეფე დავით კურაპალატს, მაგრამ ღვთისთვის სათნომყოფელმა უმჯობესი გამოირჩია - მონაზვნობის ღვაწლი იდო თავს და ულუმბოს მთას მიმართა წმიდა იოანეს (ხს. 12 ივლისს) მოსაძებნად. ულუმბოზე მას აუწყეს, რომ ღირსი მამა ათონის მთაზე დამკვიდრებულიყო. თორნიკემ მთაწმინდას მიაშურა და „კურთხევაჲ მონაზონებისაჲ ჴელთაგან იოვანესთა მიიღო". ღირსი მამები წმიდა ათანასეს ლავრაში დამკვიდრდნენ.




დათვალიერება: 1827                                                                                               კომენტარები (0)
      

1 2 3 4 5 6 »







© 2026 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen qriste agsdga tavno mociqulta ლოცვის გული ილია მეორე ილია მეორე - მამაო ჩვენო - მამაო Giovanni Marradi ტროპარი დავით აღმაშენებელის - წმ -- Dreams - This - Amor ლოცვა - წმ ილია Clayderman Richard დღეს Goodbye say Richard Clayderman - Time To Say Go - ღვთისმშობელო ილია მეორე - ღვთისმშობელო ქალწულო melody Time Us ილია მეორე for Golden_melody-A_time_for_us golden - A - კურთხეულ ხარ ქრისტიანული - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის მგალობლების ქმნილება ულამაზესი გილოცავთ ცხოვრება ბარბარობას გილოცავთ ბარბარობას!!! წმინდა ბარბა გილოცავთ! gilocavT როგორც ანტონ უწმიდესობა მისი ყოვლადწმიდა პატრიარქის კირა შენდობის ქადაგება მამაკაცის aris ბერი სტილს შორის განსხვავება არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ დიდმოწამე დიდმოწამე ბარბარე განმარტება განმარტება - ალილუია განმარტება - ამინ პაისი ხედვა ცოდვის ბრიანჩანინოვი ეკლესიას შესახებ სასწაული წმინდა ზიარების შესახებ სასწაული გახდა პოლიტიზებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრი მამა გაბრიელი ეკლესიის საზღვრები უკანასკნელი ბაბილონი ადამიანების სამოთხიდან ადამიანების განდევნა პატრიარქის ერის აღსარება აღსარება მარხვა პეტრეპავლობის მარხვა გოლგოთის გოლგოთის გზა 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება კეთილი საქმე - ილია II