სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
მთავარი » წმიდანთა ცხოვრება
კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
სულთმოფენობა
აჭარა ოდითგანვე იყო ქრისტიანობის შეურყეველი ბურჯი და ერთგული მეციხოვნე. სწორედ დიდაჭარით შემოვიდა საქართველოში წმიდა ანდრია პირველწოდებული და აქ იქადაგა პირველად სახარება. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულებული წმიდა მატათა მოციქულიც აჭარის მიწამ მიიბარა. იგი გონიოშია დაკრძალული.
საქართველოს ეს განაპირა კუთხე სისხლით და ოფლით წერდა გმირულ ფურცლებს ერის ისტორიაში.
|
კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
17 ივნისი-მიტროფონე კონსტანტინეპოლელი პატრიარქი
მიტროფონე მოღვაწეობდა კონსტანტინე დიდის დროს.მისი მამა,დომენტი რომის იმპერატორის პრობის ღვიძლი ძმა იყო.დომენტიმ შეიცნო წარმართული რელიგიის უძლურება და ირწმუნა ქრისტე.ამ დროს რომსჰი ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო და წმინდანი თავის ორ ვაჟთან-პრობისა და მიტროფანესთან ერთად ბიზანტიაში გაიხიზნა ბიზანტიაში,სადაც გამორჩეული ეპისკოპოსის ტიტეს ხელმძღვანელობით დაიწყო წმიდა წერილის შესწავლა. ერთხელ ბიზანტიონში ჩასული იმპერატორი კონსტანტინე აღტაცებაში მოვიდა ქალაქის მშვენიერებითა და მოხერხებული ადგილმდებარეობით.მან იხილა სიბრძნით გაბრწყინებული მიტროფონეს ცხოვრებაც და თან წაიყვანა იგი რომში.წმიდა იმპერატორმა კრების წმიდა მამებს შესტავაზა,პატრიარქად წმ. მიტროფონე აერჩიათ და ამგვარად,იგი გახდა კონსტანტინეპოლის პირველი პატრიარქი.უკვე ღრმად მოხუცი წმინდანი ვერ ესწრებოდა კრებას და თავის ქორეპისკოპოსი ალექსანდრე გამოგზავნა.კრების დამთავრების შემდეგ იმპერატორმა წმიდა მამებთან ერთად მოინახულა ავადმყოფი პატრიარქი. წმ.მიტროფონე გარდაიცვალა დახ. 326 წელს,117 წლის ასაკში.მისი უხრწნელი ნაწილები განისვენებს კონსტანტინეპოლში,მისივე სახელობის ტაძარში
|
კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
ღირსი მამა ჩვენი იოანე, ზედაზნის წინამძღვარი, სარკინოზთაგან წამებული (IX)
12 (25) დეკემბერი წმიდა იოანე მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში, რომელიც დააარსა ღირსმა იოანე ზედაზნელმა (ხს. 7 მაისს), ანტიოქიიდან ჩამოსულმა ბერმა, რომელიც ღვთისმშობლის გამოცხადებით მოვიდა ქართლში სარწმუნოების განსამტკიცებლად და ქვეყანაში ბერ-მონაზვნური ცხოვრების ასაღორძინებლად.
თანდათან ზედაზენი საქართველოს სულიერებისა და კულტურის ჩაუქრობელ ლამპრად იქცა. ზედაზნელი მამები ზრუნავდნენ მონასტრის კეთილდღეობაზე, ეწეოდნენ აღმშენებლობით საქმიანობას.
|
კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
წმიდა ახალმოწამე გიორგი გურჯი (ივერიელი) (+1770) 2 (15) იანვარი წმიდა ახალმოწამე გიორგი წარმოშობით ივერიიდან იყო. იგი დაახლოებით 1700 წელს დაიბადა. ბავშვობაში იგი მოიტაცეს და ვიღაც თურქს მიჰყიდეს, რომელმაც მას მუსულმანობა მიაღებინა და სახელად „სალი" დაარქვა. გიორგი წყნარი, პატიოსანი კაცი იყო. მას ყველა პატივს სცემდა. მუშაობდა ერთ-ერთ დუქანში და ძველმანებით ვაჭრობდა. არ დაოჯახებულა.
|
კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
წმინდა ნიკიფორე დაიბადა VIII ს-ის მეორე ნახევარში.ქრისტეს აღსარებისთვის მისმა მშობლებმა მრავალი დევნა და შევიწროება დაითმინეს ხატმებრძოლი იმპერატორის კონსტანტინე კომპრონიმისაგან.წმ. ნიკიფორემ კარგი საერო განათლება მიიღო,მაგრამ ყველაზე ღრმად საღვთო წერილი შეისწავლა.მას ძლიერ უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა.
|
|
|
|
|