† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2010 » აგვისტო » 26 » ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამხელიანი ხატი
12:17 PM
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამხელიანი ხატი
ამ სურათზე აღბეჭდილია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამხელიანი ხატი, ათონის მთაზე , ხილანდარის მონასტრის იღუმენია და მფარველი. 
მოკლედ მოგახსენებთ ღვთისმშობლის სამხელიანი ხატის ისტორიის შესახებ.




სამხელიანი ღვთისმშობლის ხატის ისტორია იწყება მერვე საუკუნიდან, ხატმებრძოლეობის პერიოდიდან.
ბიზანტიის ერეტიკოსი იმპერატორი ისავრ – ლომი–ს ჯარისკაცები და ქვეშემრდომები სასტიკად სდევნიდნენ ქრისტიანთა სახლებს, აწამებდნენ და კლავდნენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, არბევდნენ და ანადგურებდნენ მართლმადიდებლურ სიწმინდეებს, ხატებს .
ამ პერიოდში ბიზანტიის გარეთ, დამასკოში , მართლმადიდებელ ქრისტიანებს არ სდევნიდნენ, ვინაიდან მათ მფარველობდა დამასკოს ხალიფას პირველი ვეზირი იოანე დამასკელი, რომელიც იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი, მეცნიერი და ჰიმნოგრაფი, ქრისტიანული მოძღვრების უზადო მცოდნე და დამცველი. იოანე დამასკელის ხსენების დღეს, 4 დეკემბერს , დღესაც პატივისცემით აღნიშნავს მთელი მართლმადიდებელი სამყარო. დაუღლელი მოღვაწეობის ის წმინდა წერილზე დაყრდნობით ასაბუთებდა ხატების არსებობის და მათი თაყვანისცემის აუცილებლობას. განრისხებული იმპერატორი ყველანაირად ცდილობდა კომპრომენტაციას ხლიფას წინაშე. ბოლოს, ყალბი წერილი შეადგენინა, ვითომდა იოანეს ხელით დაწერილი, ხალიფას საწინააღმდეგო შეთქმულების შესახებ. ხალიფამ დასაჯა იოანე და მოჰკვეთა ხელის მტევანი რომლითაც ვითომდა ეს წერილი დაწერა. მტევანი ბაზრის მოედანზე გამოკიდა. იოანე დამასკელი სასტიკად განიცდიდა როგორც ხორციელ ტკივილს ასე დაუმსახურებელ წყენას. მან სთხოვა ხალიფას მიეცა მისთვის ხელის მტევანი დასამარხად. მან მიიდო მოკვეთილი მტევანი ხელზე, და ლოცვით შესთხოვდა ღვთისმშობელს მისი ხატის წინ, განეკურნებია მისი ხელი , რომლითაც ბევრჯერ დაუცვია მართლმადიდებლობა თავის ნაშრომებში. ის დაპირდა ღვთისმშობელს , რომ მუდამ იშრომებდა ამ ხელით მართლმადიდებლობის დასაცავად და სადიდებლად. ამ ლოცვაში იოანეს ჩაეძინა და მას გამოეცხადა დედა ღვთისმშობელი და აუწყა, რომ ის ჯანმრთელია და რომ მან უნდა იშრომოს ამ ხელითღვთის სადიდებლად.
გაიღვიძა იოანემ და იხილა სასწაულებრივად გამრთელებულა ხელი. ეს სასწაული მთელმა ქვეყანამ გაიგო. შერცხვენილი ხალიფა მიხვდა იმპერატორის მზაკვრობას და თავის შეცდომას. მან ბოდიშით სთხოვა იოანეს დაბრუნებოდა პირველი ვეზირის ადგილზე, მაგრამ იოანემ უარი უთხრა, განმარტოვდა და ბერად აღიკვეცა. იოანემ გამოაჭედვინა მტევნის ვერცხლის გამოსახულება და უბოძა ღვთისმშობლის ხატს. ამის შემდეგ მტევანი ეხატება ამ ხატის ყველა ასლს. ეს ხატი მერვე საუკუნიდან იმყოფებოდა წმინდა საბას მონასტერში მეცამეტე საუკუნუმდე ვიდრე ის უბოძეს სერბეთის არქიეპისკოპოსს სხვა წმინდა საბას.
სერბეთზე თურქების შემოსევის დროს იმისათვის რომ გადაერჩინათ სიწმინდე შეურაცხყოფისა და განადგურებისაგან. მართლმადიდებელმა სერბებმა ხატი სახედარზე დაამაგრეს და გაუშვეს. ძვირფასი ტვირთი პირუტყვმა ატარა , ათონის მთაზე მიიტანა და ხილანდარის მონასტრის კარებთა დადგა. მონასტრის ბერებმა მიიღეს ხატი როგორც ძვირფასი წყალობა. მათ ჰქონდათ ხილვა, რომ ღვთისმშობლის სამხელა ხატმა ისურვა თავად ყოფილიყო ხილანდარის მონასტრის იღუმენია. ამის ნიშნად იქამდე საკურთხეველში მყოფი ხატი სასწაულებრივად თავად გადაბრძანდა ტაძრის შუაგულში იღუმენის ადგილზე. ამის შემდეგ სამხელიანი ღვთისმშობლის ხატი არის ათონის მთის ხილანდარის მონასტრის იღუმენია, დამცველი და შემწე. მთელი მართლმადიდებელი სამყარო , ყველა ეკლესია დიდ პატივად თვლის ,ჰქონდეს სამხელიანი ღვთისმშობლის ხატის ასლი. განსაკუთრებულ პატივს სცემენ სამხელიანი ღვთისმშობლის ხატს ერთმორწმუნე რუსეთში საიდანაც ჩამობრძანდა და ღვთის წყალობით ჩვენს ტაძარში დაიდო ბინა ამ ხატის ასლმა რომელიც შესწირა ჩვენს ტაძარს თორთლაძეების ოჯახმა.

კატეგორია: ხატები | ნანახია: 3658 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
0  
1 TAMAZI   (2010-08-26 12:46 PM) [Entry]
ხევსური-თოკო შენი სკყპე მომე რაა საქმე მაქ ან შენ დამიმატე ჩემი სკყპე არის don.pakamito










© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ