† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2011 » სექტემბერი » 3 » ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად (ქართულად) წოდებული, რომელ არს მოსკოვს, ალექსი მიტროპოლიტის მონასტერში (1650)
8:12 PM
ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად (ქართულად) წოდებული, რომელ არს მოსკოვს, ალექსი მიტროპოლიტის მონასტერში (1650)



1612-1617 წლებში ირანის ძლევამოსილი ხელმწიფე, შაჰი-აბას I ოთხჯერ შემოესია კახეთის სამეფოს და თითქმის სრულიად ააოხრა. კახეთმა თავისი მოსახლეობის ორი მესამედი დაკარგა, ასი ათასამდე მტერს შეაკვდა, ორასი ათასამდე კი ტყვედ იქნა წაყვანილი, რომელნიც ირანის შიდა პროვინციებში ჩაასახლეს. ამ შემოსევების დროს ეკლესია-მონასტრები შემუსრეს და მათში დაცული სიწმინდეები ზოგი გარყვნეს და ზოგიც - ირანს გაიტაცეს. მათ შორის იყო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიც. ღმრთის განგებულებით ეს ხატი შაჰის კარის მოხელემ ისპაჰანს მყოფ რუს ვაჭარს, სტეფანე ლაზარევს, მიჰყიდა. იმავე დროს, იაროსლავში დიდვაჭარს, გიორგი (გრიგორი) ლიტკინს, რომლის სავაჭრო საქმეებზეც იყო სტეფანე სპარსეთში წასული, ძილში ღმრთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მალე ჩამოვიდო-და მისი მნე (ეკონომოსი) ძვირფასი ხატით, რომელიც უნდა წარეგზავნა არხანგელსკის ეპარქიაში, 1603 წელს დაარსებულ ჩერნიგორის მამათა მონასტერში. შემდგომში მონასტერს სახელი შეუცვალეს და კრასნოგორის მონასტერი უწოდეს. ამ ხილვით განცვიფრებულმა გიორგიმ ხატის მოსალოდნელი ჩამობრძანების ამბავი პატრიარქს აუწყა. 1623 წ. სტეფანე ლაზარევი რუსეთში დაბრუნდა და ძვირფასი ხატი პატრონს მიართვა. როდესაც გიორგიმ ხატი ჩერნიგორის სავანეში დიდი პატივით გადააბრძანა, ხატმა მაშინვე მოახდინა დიდი სასწაული: ბრმა და ყრუ ბერს, პიტირიმს, რომელიც ხატის წინ ლოცულობდა, თვალები აუხილა და სმენა აღუდგინა. პირველ სასწაულს სხვა მრავალიც მოჰყვა და ხატმა მთელ რუსეთში გაითქვა სახელი.

ალექსი მიხეილის ძის მეფობის დროს (1645-1676 წწ) ხატს მოსალოცად დააბრძანებდენ რუსეთის სხვადასხვა მხარეში. 1654 წელს მოსკოვში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. კრასნოგორის მონასტრიდან ხატი მოსკოვში წააბრძანეს და ახლადაშენებულ სამების ტაძარში დააბრძანეს. ხატის წინ ჩატარებული სავედრებელი ლოცვის შემდეგ გაბრიელ ევდოკიმოვის შვილი, რომელიც შავი ჭირისაგან დასნებოვნებული სიკვდილს ებრძოდა, სრულიად განიკურნა.

ამ სასწაულებრივი განკუნების სამადლობელოდ კრემლის ხატმწერებმა გააკეთეს ზუსტი ასლი, რომელიც სამების ტაძარში დარჩა. ამ ასლიდანაც ურიცხვი სასწაული აღესრულებოდა. მოსკოველ ვაჭარს სტეფანოვს, რომელიც შავი ჭირის ეპიდემიის დროს მხურვალედ ევედრებოდა ღმრთისმშობელს ოჯახის გადარჩენას, სამჯერ გამოეცხადა ძილში და უთხრა: „წადი და ილოცე ღმრთისმშობლის ქართულ ხატთან, რომელიც სამების ტაძარშია და დაცული იქნებითო". ამით დაიმედებულმა ვაჭარმა, ოჯახი მოსკოვიდან აღარ გაიყვანა და მხურვალე ლოცვა დაიწყო ქართულ ხატთან. მართლაც, მისი ოჯახი გადარჩა.

ყაზანის ეპისკოპოსმა ლავრენტიმაც დააწერინა კრასნოგორსკის ქართული ხატის ასლი და მით ახლად დაარსებული რაიფის მამათა სავანე დალოცა. შემდგომმა სასწაულებმა უბიძგა ნოვგოროდის მიტროპოლიტ ნიკონს (შემდგომში რუსეთის პატრიარქს), გამოეკვლია ეს სასწაულები და 1658 წელს ხატის დღესასწაულად, მისი რუსეთში ჩაბრძანების დღე, 22 აგვისტო დაადგინა. ამ დროიდან ყოველ წელს ხატს დიდი პატივით მიაბრძანებდენ არხანგელსკში ხალხის საკურნებლად, შემდეგ კი კვლავ მონასტერში მიაბრძანებდენ. 1698 წ. ხატის სადღესასწაულო განგება შეადგინა მოსკოვის ტიპოგრაფიის ზედამხედველმა ფეოდორ პოლიკარპოვმა. 1904 წელს სამების ტაძარში დაბრძანებულ ხატს ცალკე სამყოფელი აუშენეს, რომელსაც აგრეთვე ქართული უწოდეს.

1812 წ. რუსეთიდან საფრანგეთის არმიის განდევნის საზეიმო მსვლელობაში ქართულ ხატთან ერთად მონაწილეობას იღებდა ღმრთისმშობლის სამი ხატი: „ივერიისა"; „ვლადიმირისა" და „დაშრიტე მწუხარება ჩემი".

ამ ოთხი საუკუნის განმავლობაში რუსეთში ქართული ხატის ოცამდე ასლი დაიწერა, რაც მისდამი დიდ სიყვარულსა და პატივისცემაზე მეტყველებს. საქართველოშიც დაიწერა ქართული ხატის რამდენიმე ასლი და იმედია კვლავაც მრავალი დაიწერება.

თინათინ მჭედლიშვილი

ევედრებიან ჭირის, ჟამიანობის დროის, სიბრმავის და სიყრუის განსაკურნებლად
ტროპარი


იხარებენ მართლმადიდებელნი ერნი, ყოვლადწმინდაო დედუფალო ღვთისმშობელო, მჭვრეტელნი ყოვლადსაკვირველისა და სასწაულმოქმედისა ხატისა შენისანი და მეოხებითა შენითა სულიერსა და ხორციელსა კურნებასა მარადის მიემთხუევიან. და ჩუენცა, თაყუანისმცემელნი მისნი, გულითა მხურვალითა გიგალობთ შენ: შეგვიწყალენ, დედაო სახიერო, მდაბალნი მონანი შენნი და ყოვლისაგან ბოროტისა და ზედამოსვლისაგან მტერთასა მიხსნენ ჩუენ, ევედრე ძესა შენსა, უფალსა ჩუენსა იესოს, რაითა ცხოვნებულნი დაგვამკვიდროს ზეციურსა მოქალაქეობასა მადლითა და კაცთმოყუარებითა მისითა.

ლოცვა 1

მიიღე, ყოვლად-კეთილ-მოღვაწეო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო, პატიოსანი ძღუენი ჩუენ უღირსთა მონათა შენთაგან, რომელნი წარდგომილნი წინაშე ყოვლადწმინდისა ხატისა შენისა, გალობითა ლმობიერითა გადიდებთ შენ, ვითარცა შემსმენელსა ჩუენსა, ისმინე ვედრებაიცა ჩუენი და სარწმუნოებით მლოცველთა თხოვაი ყოველი აღუსრულე, მწუხარეთა ტანჯვაი აღუმსუბუქე, უძლურთა სიმრთელეი მიჰმადლე, მოწყლულთა და განრღვეულთა კურნებაი მიანიჭე, შეპყრობილთაგან სულნი ბოროტნი განსდევნენ, ჩაგრულთა შეეწიე, ცოდვილთა შეუნდევ, კეთროვანნი განსწმინდენ, ყრმანი შეიწყალნენ, უნაყოფოთაგან უნაყოფობაი მათი დაჰხსენ, ეგრევე, დედუფალო, საპყრობილეთა და საკვრელთაგან განმათავისუფლენ, ყოველთა ვნებათა ჩუენთაგან აღმადგინენ, სნეულებანი თვალთანი განკურნრნ და მაცხოვნენ ჩუენ სიკუდილშემოსილისაგან წყლულებისა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს მეოხებისა შენისათვის წინაშე ძისა შენისა, ქრისტესა ღვთისა ჩუენისასა: ჰოი, ჰოვლადსაგალობელო დედაო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ნუ დააცადებ ლოცვასა შენსა ჩუენ უღირსთა მონათა შენთათვის, რომელნი გადიდებთ და პატივს გცემთ შენ და თაყუანის-ვცემთ ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა და სარწმუნოებაი გუაქუს უმეტესი და შეუორგულებელი შენდა მომართ მარადის ქალწულისა, უფროისად დიდებულისა და ყოვლადუხრწნელისა მომართ, მადიდებელთა, პატივისმცემელთა და მგალობელთა ამათ შენთა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა 2

შენდა შევრდომილნი გიგალობთ შენ, ღმრთივრჩეულო ყრმაო, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღვთისმშობელო, დედუფალო ზეცისა და ქუეყანისაო: შეისმინე ვედრებაი ხმისა ჩემისა და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩუენ უღირსთაგან. შეიწირე, ყოვლადსახიერო უღირსთა მონათა შენთაგან, რომელნი პატივს ვსცემთ ყოვლადპატიოსანსა სახელსა შენსა და სარწმუნოებით თაყუანისგცემთ შენ წინაშე სასწაულმოქმედსა ხატსა შენსა, მომძღვანებელნი აწ მხურვალისა ლოცვისა ჩუენისანი. აღამაღლენ ისინი წინაშე საყდრისა ძისა შენისა, ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, რაითა მოწყალე იქმნას უსამართლობათა ჩუენთა ზედა, არამედ განამრავლნოს უხუებანი თვისნი. ვუწყით რამეთუ არა ვართ ღირს, ცოდუათა ამათ ჩუენთათვის, რაითა შეწყალებულ ვიქმნათ მის მიერ, უკეთუ არა შენ ევედრებოდე ჩუენთვის, დედუფალო: ყოველივე ძალგიძს თხოვად წინაშე მისსა, რამეთუ გაქუს კადნიერებაი დედობრივი, ამისთვისცა ყოვლადძლიერსა და ყოვლადსახიერსა მეოხისა ჩუენისა მომართ მოვილტვით, გულისმოდგინებითა მვედრებელისა. ევედრე, შენგან შობილსა მხოლოსა ძესა ღმრთისასა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაითა წმიდათა მამათა მიერ გარდამოცემულსა მართლმადიდებელსა სარწმუნოებასა შინა განვტკიცდეთ, ვიდრე აღსასრულამდე ცხოურებისა ჩუენისა, და ყოველთა მცნებათა მიმართ უფლისათა დაუბრკოლებლად ვიდოდეთ, და ყოველნი დღენი ცხორებისა ჩუენისანი ვსცხონდებოდეთ სიწმიდითა და ღმრთისმოსაობითა და კეთილსა ქრისტიანობითსა აღსასრულსა ღირს ვიქმდეთ და კეთილსა სიტყვისგებასა საშინელსა სამსჯავროსა ზედა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა და ესევითარად მივსწვთეთ შეწევნითა შენისა საფარველისათა ცხოვრებასა საუკუნესა მეუფებასა შინა მამისა ნათლისასა, რომელსა თანა მხოლოდშობილითა ძითა მისთა და წმიდითა სულისა შუენის დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
კატეგორია: ხატები | ნანახია: 1661 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0









© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ