† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0









მთავარი » 2011 » სექტემბერი » 03
კატეგორია: ხატები
      └─►ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად (ქართულად) წოდებული, რომელ არს მოსკოვს, ალექსი მიტროპოლიტის მონასტერში (1650)
                                                                                                                                                   + თორნიკე




1612-1617 წლებში ირანის ძლევამოსილი ხელმწიფე, შაჰი-აბას I ოთხჯერ შემოესია კახეთის სამეფოს და თითქმის სრულიად ააოხრა. კახეთმა თავისი მოსახლეობის ორი მესამედი დაკარგა, ასი ათასამდე მტერს შეაკვდა, ორასი ათასამდე კი ტყვედ იქნა წაყვანილი, რომელნიც ირანის შიდა პროვინციებში ჩაასახლეს. ამ შემოსევების დროს ეკლესია-მონასტრები შემუსრეს და მათში დაცული სიწმინდეები ზოგი გარყვნეს და ზოგიც - ირანს გაიტაცეს. მათ შორის იყო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიც. ღმრთის განგებულებით ეს ხატი შაჰის კარის მოხელემ ისპაჰანს მყოფ რუს ვაჭარს, სტეფანე ლაზარევს, მიჰყიდა. იმავე დროს, იაროსლავში დიდვაჭარს, გიორგი (გრიგორი) ლიტკინს, რომლის სავაჭრო საქმეებზეც იყო სტეფანე სპარსეთში წასული, ძილში ღმრთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მალე ჩამოვიდო-და მისი მნე (ეკონომოსი) ძვირფასი ხატით, რომელიც უნდა წარეგზავნა არხანგელსკის ეპარქიაში, 1603 წელს დაარსებულ ჩერნიგორის მამათა მონასტერში. შემდგომში მონასტერს სახელი შეუცვალეს და კრასნოგორის მონასტერი უწოდეს. ამ ხილვით განცვიფრებულმა გიორგიმ ხატის მოსალოდნელი ჩამობრძანების ამბავი პატრიარქს აუწყა. 1623 წ. სტეფანე ლაზარევი რუსეთში დაბრუნდა და ძვირფასი ხატი პატრონს მიართვა. როდესაც გიორგიმ ხატი ჩერნიგორის სავანეში დიდი პატივით გადააბრძანა, ხატმა მაშინვე მოახდინა დიდი სასწაული: ბრმა და ყრუ ბერს, პიტირიმს, რომელიც ხატის წინ ლოცულობდა, თვალები აუხილა და სმენა აღუდგინა. პირველ სასწაულს სხვა მრავალიც მოჰყვა და ხატმა მთელ რუსეთში გაითქვა სახელი.



დათვალიერება: 1725                                                                                               კომენტარები (0)
      








© 2026 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

agsdga mociqulta ჩემი აღავსე ილია მეორე Giovanni Marradi ტროპარი big - This ლოცვა მართალის Richard Clayderman დღეს Goodbye say ილია მეორე - ღვთისმშობელო ქალწულო - ღვთისმშობელო golden Golden_melody-A_time_for_us Us for melody ილია მეორე - A Time თავნო ცოტნეს - გვირგვინი ცხოვრებისა წმიდა ქმნილება ულამაზესი ცხოვრება გილოცავთ ბარბარეს gilocavT როგორც ანტონ საფლავის ყოვლადწმიდა უწმიდესობა მაცხოვრის პატრიარქის კირა შენდობის ქადაგება qali ქალი mamakacis რატომ ნეკნისგან ბერი სტილს განსხვავება ძველსა და ახალ სტილს შო არასწორი დიდმოწამე დიდმოწამე ბარბარე ბარბარე განმარტება განმარტება - ალილუია - ამინ პაისი ღვთის ლაქაა ეგნატე წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი ხედვა ბრიანჩანინოვი - ბავშვებს ეკლესიას - ანტიფონი შესახებ წმინდა ზიარების პოლიტიზებული უწმინდესისა და უნეტარესის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის დ ლოცვები მამა გაბრიელი ბაბილონი ქვიშით ნათლობის (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება დღესასწაული სულთმოფენობის დღესასწაული 23 ივნისი სულთმოფენობის 23 პეტრეპავლობის მარხვა გზა გოლგოთის გოლგოთის გზა წლის ანდრიას