† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2010 » ივნისი » 17 » ღვთისმშობლის ხატი „ღირს არს“ ს ისტორია
4:34 PM
ღვთისმშობლის ხატი „ღირს არს“ ს ისტორია
ღვთისმშობლის ხატი „ღირს არს"



ღვთისმშობლის ხატი „ღირს არსი" ათონის მთაზე ინახება. ამ ხატს ასეთი ისტორია აქვს:

ერთხელ ერთი სავანის მახლობლად მცხოვრები მოძღვარი ლოცვაზე წავიდა. მისი მორჩილი ბერი კი სენაკში მარტო დარჩა. შეღამებისას მას უცნობი მწირი ეწვია. მოსული და დამხვდური ერთად დადგნენ სალოცავად. როცა დაიწყეს ღვთისმშობლის ლოცვა „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბიმთასა", სტუმარმა ბერი შეაჩერა და უთხრა, ჩვენ ჩვენს სავანეში ამ საგალობელს ასე ვგალობთო და წამოიწყო გალობა:
ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
გალობის დროს ღვთისმშობლის ხატი ზეციური ნათლით გაბრწყინდა. აღტაცებულმა და გულათრთოლებულმა ბერმა მწირს საგალობლის ჩაწერა სთხოვა, მაგრამ სენაკში ქაღალდი არ აღმოჩნდა, მაშინ მწირმა სასწაულებრივად გამოწერა ქვაზე საგალობელი. გაოცებულ ბერს სტუმარმა უთხრა, მე გაბრიელი მქვიაო და გაუჩინარდა. ის ზეციდან მოვლენილი წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი იყო.

ხატი, რომლის წინაშეც ეს საგალობელი წარმოითქვა, პატივით გადაასვენეს კარიესის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. ფილა კი, რომელზეც საგალობლის ტექსტი იყო ამოტვიფრული, X საუკუნეში კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს.



გამოყენებული ლიტერატურა:
საბავშვო მართლმადიდებლური ჟურნალი „ცისარტყელა", №7

კატეგორია: ხატები | ნანახია: 1983 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0









© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ