† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0









მთავარი » 2010 » ივნისი » 17
კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
      └─►მრავალნი წმიდანი მამანი და დედანი, აჭარაში თურქთაგან წამებულნი (XVII-XVIII)
                                                                                                                                                   + თორნიკე

სულთმოფენობა



აჭარა ოდითგანვე იყო ქრისტიანობის შეურყეველი ბურჯი და ერთგული მეციხოვნე. სწორედ დიდაჭარით შემოვიდა საქართველოში წმიდა ანდრია პირველწოდებული და აქ იქადაგა პირველად სახარება. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულებული წმიდა მატათა მოციქულიც აჭარის მიწამ მიიბარა. იგი გონიოშია დაკრძალული.

საქართველოს ეს განაპირა კუთხე სისხლით და ოფლით წერდა გმირულ ფურცლებს ერის ისტორიაში.



დათვალიერება: 1558                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: დოკუმენტური ფილმები
      └─►ჯვრისთაყვანისცემა
                                                                                                                                                   + თორნიკე


დათვალიერება: 1396                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: საგალობლები
      └─►33 ფსალმუნი
                                                                                                                                                   + თორნიკე


დათვალიერება: 1710                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: დოკუმენტური ფილმები
      └─►თამარ მეფე
                                                                                                                                                   + თორნიკე


დათვალიერება: 1473                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: დოკუმენტური ფილმები
      └─►მებრძოლი ეკლესია
                                                                                                                                                   + თორნიკე


დათვალიერება: 1472                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
      └─►17 ივნისი-მიტროფონე კონსტანტინეპოლელი პატრიარქი
                                                                                                                                                   + gvanc

17 ივნისი-მიტროფონე კონსტანტინეპოლელი პატრიარქი




მიტროფონე მოღვაწეობდა კონსტანტინე დიდის დროს.მისი მამა,დომენტი რომის იმპერატორის პრობის ღვიძლი ძმა იყო.დომენტიმ შეიცნო წარმართული რელიგიის უძლურება და ირწმუნა ქრისტე.ამ დროს რომსჰი ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო და წმინდანი თავის ორ ვაჟთან-პრობისა და მიტროფანესთან ერთად ბიზანტიაში გაიხიზნა ბიზანტიაში,სადაც გამორჩეული ეპისკოპოსის ტიტეს ხელმძღვანელობით დაიწყო წმიდა წერილის შესწავლა.
ერთხელ ბიზანტიონში ჩასული იმპერატორი კონსტანტინე აღტაცებაში მოვიდა ქალაქის მშვენიერებითა და მოხერხებული ადგილმდებარეობით.მან იხილა სიბრძნით გაბრწყინებული მიტროფონეს ცხოვრებაც და თან წაიყვანა იგი რომში.წმიდა იმპერატორმა კრების წმიდა მამებს შესტავაზა,პატრიარქად წმ. მიტროფონე აერჩიათ და ამგვარად,იგი გახდა კონსტანტინეპოლის პირველი პატრიარქი.უკვე ღრმად მოხუცი წმინდანი ვერ ესწრებოდა კრებას და თავის ქორეპისკოპოსი ალექსანდრე გამოგზავნა.კრების დამთავრების შემდეგ იმპერატორმა წმიდა მამებთან ერთად მოინახულა ავადმყოფი პატრიარქი.
წმ.მიტროფონე გარდაიცვალა დახ. 326 წელს,117 წლის ასაკში.მისი უხრწნელი ნაწილები განისვენებს კონსტანტინეპოლში,მისივე სახელობის ტაძარში



დათვალიერება: 1394                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: ხატები
      └─►ღვთისმშობლის ხატი „ღირს არს“ ს ისტორია
                                                                                                                                                   + თორნიკე

ღვთისმშობლის ხატი „ღირს არს"



ღვთისმშობლის ხატი „ღირს არსი" ათონის მთაზე ინახება. ამ ხატს ასეთი ისტორია აქვს:

ერთხელ ერთი სავანის მახლობლად მცხოვრები მოძღვარი ლოცვაზე წავიდა. მისი მორჩილი ბერი კი სენაკში მარტო დარჩა. შეღამებისას მას უცნობი მწირი ეწვია. მოსული და დამხვდური ერთად დადგნენ სალოცავად. როცა დაიწყეს ღვთისმშობლის ლოცვა „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბიმთასა", სტუმარმა ბერი შეაჩერა და უთხრა, ჩვენ ჩვენს სავანეში ამ საგალობელს ასე ვგალობთო და წამოიწყო გალობა:



დათვალიერება: 1982                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: ხატები
      └─►ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „მსწრაფლშემსმენელი“ ს ისტორია
                                                                                                                                                   + თორნიკე

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 
„მსწრაფლშემსმენელი"



ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერში, იმყოფება ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც მსწრაფლშემსმენელი ეწოდება. ის ბერთა სატრაპეზოს (იგივე სასადილოს) კედელზეა მოთავსებული.



დათვალიერება: 2257                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: ხატები
      └─►ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ისტორია
                                                                                                                                                   + თორნიკე




მეცხრე საუკუნეში, თეოფილე კეისრის მეფობის ჟამს ბიზანტიაში ხატების დევნა და განადგურება დაიწყეს. მეფის ბრძანებით, ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები გაგზავნეს გადამალული ხატების მოსაძებნად და გასანადგურებლად.

იმ დროს ქალაქ ნიკეაში ერთი ქვრივი დედაკაცი ცხოვრობდა ერთადერთ ვაჟთან ერთად. სახლში ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატი ესვენა და მის წინაშე ლოცულობდა. მეფის გაგზავნილმა მხედრებმა ეს ხატი იპოვეს და ერთ-ერთმა მათგანმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს მახვილი აძგერა. ხატიდან სისხლმა იფეთქა და თავზარდაცემული მხედარი, გადმოცემის მიხედვით, მოინათლა და ბოლოს ბერად აღიკვეცა. მეფის სხვა წარგზავნილებს ქვრივი ფულს დაპირდა და სთხოვა, რომ მეორე დღემდე მოეცადათ. მთელი ღამე ილოცა ქვრივმა დედა-ღვთისას წინაშე. ზღვის პირას მიიტანა და გულწრფელი ლოცვით ღვთისმშობელს შესთხოვა შველა: „ზეციურო დედოფალო, შენ მეუფებ ყველა ქმნილებას, შენ შეგწევს ძალა, დაგვიხსნა ჩვენ უსჯულო მეფის რისხვისაგან და იხსნა შენი ყოვლადწმიდა ხატი ჩაძირვისაგან". ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ხატი ზღვაში ჩაუშვა და ტალღებს მიანდო. იგი სასწაულის მოწმე გახდა: წმიდა ხატი ზღვის ტალღებზე აღიმართა და დასავლეთისაკენ დაიძრა. ამ ხილვით დამშვიდებულმა ქალმა მადლობა შესწირა წმიდა ქალწულს და ვაჟიშვილს შეევედრა, გაქცეულიყო ბერძენთა ქვეყანაში. ვაჟმა მორჩილად შეისმინა დედის თხოვნა, ღვთის ნებით ბერად აღიკვეცა და ათონის მთის იმ ადგილას დამკვიდრდა, სადაც შემდგომში ივერიის ქართველთა მონასტერი დაარსდა. სწორედ მისგან შეიტყვეს ამ წმიდა მთის ბინადრებმა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ისტორია.



დათვალიერება: 2424                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: ხატები
      └─►ანჩისხატის ისტორია
                                                                                                                                                   + თორნიკე




მაცხოვრის ხელთქუმნელი ხატი, ან როგორც მას საქართველოში უწოდებენ, პირი ღვთის ხატი, ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. ამ სასწაულთმოქმედი ხატის შექმნა უშუალოდ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს უკავშირდება. როცა განკაცებული ღმერთი ჯერ კიდევ ადამიანთა შორის ცხოვრობდა და მათ სასწაულებით აჯილდოებდა, ქალაქ ედესის მთავარი ავგაროზი, უკურნებელმა სენმა შეიპყრო, ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი დაკარგეს. მაშინ ავგაროზმა შიკრიკი აფრინა იესო ქრისტესთან და მისწერა, რომ თუ ამ სნეულებისაგან განკურნავდა, მის ყოველ ნებას აღასრულებდა და ურიებისაგან დევნილს თავის სამეფოში მოსვენებით აცხოვრებდა.



დათვალიერება: 1747                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
      └─►ღირსი მამა ჩვენი იოანე, ზედაზნის წინამძღვარი, სარკინოზთაგან წამებული (IX)
                                                                                                                                                   + თორნიკე

ღირსი მამა ჩვენი იოანე, ზედაზნის წინამძღვარი, სარკინოზთაგან წამებული (IX)

12 (25) დეკემბერი



წმიდა იოანე მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში, რომელიც დააარსა ღირსმა იოანე ზედაზნელმა (ხს. 7 მაისს), ანტიოქიიდან ჩამოსულმა ბერმა, რომელიც ღვთისმშობლის გამოცხადებით მოვიდა ქართლში სარწმუნოების განსამტკიცებლად და ქვეყანაში ბერ-მონაზვნური ცხოვრების ასაღორძინებლად.

თანდათან ზედაზენი საქართველოს სულიერებისა და კულტურის ჩაუქრობელ ლამპრად იქცა. ზედაზნელი მამები ზრუნავდნენ მონასტრის კეთილდღეობაზე, ეწეოდნენ აღმშენებლობით საქმიანობას.



დათვალიერება: 1332                                                                                               კომენტარები (0)
      








© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ