† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0









მთავარი » 2012 » მაისი » 11
კატეგორია: სულიერი სწავლებანი
      └─►რვა მთავარი ვნებისათვის
                                                                                                                                                   + თორნიკე




(ნაყროვანება, სიძვა, ვერცხლისმოყვარება, მრისხანება, მწუხარება, მოწყინება, ცუდადმზვაობრობა, ამპარტავნება)

სულის მოუსვენრობა და ვნებები სისხლს ხრწნიან და ჯანმრთელობას ძირფესვიანად აზიანებენ. მარხვა და საერთოდ, მარხული ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად...

ლოცვა სულს ღმერთთან აახლოებს, იქ კი სიცოცხლის ფესვია; სულისაგან სხეულიც ეზიარება იმავე სიცოცხლეს. შემუსვრილი სული, სინანულის განცდა და ცრემლი კი არ ამცირებენ ჩვენს ძალებს, არამედ გვმატებენ.

წმ. თეოფანე დაყუდებული



დათვალიერება: 1539                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: წერილები
      └─►ნიკოდიმოს მთაწმინდელი
                                                                                                                                                   + თორნიკე




უხილავი ბრძოლა
ევქარისტიის წმიდათაწმიდა საიდუმლოს შესახებ

აქამომდე, ჩემო ძვირფასო მკითხველო, უხილავ ბრძოლაში მტრის დასაძლევად ოთხი იარაღი შემოგთავაზე: საკუთარი თავის უნდობლობა, ღვთისადმი შეურყეველი სასოება, ცოდვისადმი წინააღმდეგობა და ბრძოლა მასთან და ლოცვა. ახლა მსურს სხვა უძლიერეს იარაღზე, ანუ ევქარისტიის წმიდათაწმიდა საიდუმლოზე მიგითითო. როგორც საიდუმლოთა შორის უმაღლესია ეს საიდუმლო, ასევე სულიერ იარაღებს შორისაა უძლიერესი და მტრის შემმუსვრელი. ის ოთხი იარაღი, რომელზედაც ვისაუბრეთ, იმ მადლიანი ნიჭისგან იძენს ძალას, რომელსაც ჩვენ ქრისტეს სისხლი მოგვიხვეჭს. ეს საიდუმლო თავად უფლის მიერ მოძღვნილი იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი გახლავთ. ამ ოთხი იარაღით და ქრისტეს ძალით ვებრძვით ბოროტს. მისით გვამარცხებინებს უფალი იესო ქრისტე ჩვენს მტრებს. რადგან ვინც ჭამს ქრისტეს ხორცს და სვამს მის სისხლს, ის ქრისტეშია და ქრისტე მასში, როგორც თავადვე ამბობს უფალი: ვინც ჭამს ჩემს ხორცს, და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, და მე მასში (იოან. 6,56). ამიტომ როდესაც მტრებზე ვიმარჯვებთ, ეს მაცხოვრის სისხლი ამარცხებთ მათ, როგორც დაწერილია გამოცხადებაში: და მათ სძლიეს მას (ცილისმწამებელ სატანას) კრავის სისხლით (გამოცხ. 12,11).



დათვალიერება: 1616                                                                                               კომენტარები (0)
      








© 2026 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

upalo shegivwyalen qriste mociqulta გული ილია მეორე ილია მეორე - მამაო ჩვენო ჩვენო Giovanni Marradi ტროპარი დავით love Giovanni Marradi - This little big little ლოცვა ილია მეორე - წმ ილია მართალის ლოცვა - Melanxolia Clayderman Richard დღეს დღეს იხარებენ Nostalgia Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go გადიდებთ Us ილია მეორე golden melody - A Golden_melody-A_time_for_us Time for ხარ - მოციქულთა ცხოვრებისა ქრისტიანული წმიდა ცხოვრება გილოცავთ გილოცავთ ბარბარობას!!! წმინდა ბარბა ბარბარობას !!! წმინდა ანტონ მაცხოვრის საფლავის მისი პატრიარქის შენდობის არის მამაკაცის qali aris რატომ ბერი (შუშანია) ლექსები წმიდა ალექსი ბერი (შუშანია) ლექსები ძველსა სტილს არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ დიდმოწამე დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი პანტელეიმონი განმარტება განმარტება - ალილუია - ამინ პაისი - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის ლაქაა წმ. ეპისკოპოსი ხედვა წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრიანჩანინოვი ეკლესიას განაშორებენ შესახებ წმინდა სასწაული ზიარების ილია მეორე - საქართველოს მთელი მოსა მოსახლეობა მთელი გახდა ლოცვები მამა უკანასკნელი სამოთხიდან სამოთხიდან ადამიანების განდევნა პატრიარქის ერის აღსარება ერის დღესასწაული 23 ივნისი მარხვა გოლგოთის წლის გიორგობას