† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0









მთავარი » წერილები
კატეგორია: წერილები
      └─►რატომ არის ქალი მამაკაცის ნეკნისგან შექმნილი?
                                                                                                                                                   + თორნიკე




არსებობს გარკვეული შეხედულება, შეიძლება ითქვას, ცინიკური, ადამის ნეკნიდან ქალის შექმნის შესახებ. ბევრ ჩვენგანს გაგვიგია ალბათ ასეთი ფრაზა - ქალი კაცის უტვინო ძვლიდან არის შექმნილიო. ქრისტიანული, ანუ მართლმადიდებლური გაგებით თუ შევხედავთ შესაქმეს (ე.ი. სწორ შეხედულებაზეა საუბარი), იგი ძალიან ლამაზი და დიდებული ისტორიაა: თუკი ღმერთმა ადამი „არარას" შემცველი მასალიდან - მიწიდან შექმნა, ქალის შექმნას შეიძლება - კარგისგან საუკეთესოს შექმნა ვუწოდოთ. ევასთვის ადამი ქმარიც იყო და მშობელიც, მისივე სისხლი და ხორცი. ამიტომაც აქვთ ქალებს განსაკუთრებული ლტოლვა ქორწინებისკენ, მყოფობის სისავსისკენ.



დათვალიერება: 1648                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: წერილები
      └─►მამა პაისი მთაწმინდელი
                                                                                                                                                   + თორნიკე




უსირცხვილობის და უპატივცემულობის შესახებ
თავისუფალი მოქცევა დევნის კეთილშობილებას

- წმიდაო მამაო, საიდან მოდის თავისუფალი ქცევა?

- პარიზიდან... [1] თავისუფალი ქცევა - ეს უსირცხვილობაა. ის შორს განდევნის ღვთის შიშს, როგორც კვამლი, რომელსაც ფუტკრებს ვუღრჩოლებთ, რომ ისინი სკიდან გამოფრინდნენ.

- წმიდაო მამაო, როგორ გავერიდოთ თავისუფალ ქცევას?



დათვალიერება: 2050                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: წერილები
      └─►ნიკოდიმოს მთაწმინდელი
                                                                                                                                                   + თორნიკე




უხილავი ბრძოლა
ევქარისტიის წმიდათაწმიდა საიდუმლოს შესახებ

აქამომდე, ჩემო ძვირფასო მკითხველო, უხილავ ბრძოლაში მტრის დასაძლევად ოთხი იარაღი შემოგთავაზე: საკუთარი თავის უნდობლობა, ღვთისადმი შეურყეველი სასოება, ცოდვისადმი წინააღმდეგობა და ბრძოლა მასთან და ლოცვა. ახლა მსურს სხვა უძლიერეს იარაღზე, ანუ ევქარისტიის წმიდათაწმიდა საიდუმლოზე მიგითითო. როგორც საიდუმლოთა შორის უმაღლესია ეს საიდუმლო, ასევე სულიერ იარაღებს შორისაა უძლიერესი და მტრის შემმუსვრელი. ის ოთხი იარაღი, რომელზედაც ვისაუბრეთ, იმ მადლიანი ნიჭისგან იძენს ძალას, რომელსაც ჩვენ ქრისტეს სისხლი მოგვიხვეჭს. ეს საიდუმლო თავად უფლის მიერ მოძღვნილი იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი გახლავთ. ამ ოთხი იარაღით და ქრისტეს ძალით ვებრძვით ბოროტს. მისით გვამარცხებინებს უფალი იესო ქრისტე ჩვენს მტრებს. რადგან ვინც ჭამს ქრისტეს ხორცს და სვამს მის სისხლს, ის ქრისტეშია და ქრისტე მასში, როგორც თავადვე ამბობს უფალი: ვინც ჭამს ჩემს ხორცს, და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, და მე მასში (იოან. 6,56). ამიტომ როდესაც მტრებზე ვიმარჯვებთ, ეს მაცხოვრის სისხლი ამარცხებთ მათ, როგორც დაწერილია გამოცხადებაში: და მათ სძლიეს მას (ცილისმწამებელ სატანას) კრავის სისხლით (გამოცხ. 12,11).



დათვალიერება: 1612                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: წერილები
      └─►მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი - აღსარება, როგორც კურნება
                                                                                                                                                   + თორნიკე




ლონდონი, საუბარი საშობაო სინანულისათვის 1991 წლის 12 დეკემბერს


მათ, ვინც დიდი ხანია, ეკლესიაში მოხვედით, მისი ცხოვრებით ცხოვრობთ, ამ ხნის მანძილზე ხშირად მიგიმართავთ აღსარების საიდუმლოსთვის, შესაძლოა, ზედმეტად მოგეჩვენოთ კიდევ ერთი საუბარი ამ თემაზე. მაგრამ, შინაგანად მცხოვრები გამუდმებით უბრუნდება ამ თემას: რა არის აღსარება? როგორ მივიტანოთ ღვთის წინაშე აღსარება, რომელიც განმწმედი და მაცხოვნებელი იქნებოდა? მსურს, შევჩერდე აღსარების საკითხის ზოგიერთ მომენტზე.



დათვალიერება: 2699                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: წერილები
      └─►წმიდა ეფრემ ასური - სიყვარულისათვის
                                                                                                                                                   + თორნიკე




სიყვარულისათვის


ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული გააჩნია, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის. და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა. ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, იგი ყველაფერს იტვირთავს, ყველაფერს მოითმენს. ვისაც სიყვარული გააჩნია, ის მოყვასზე არ იმედიდურებს, არც იბატონებს, არც არავის განიკითხავს და თუკი სხვა ვინმე განიკითხავს მოყვასს, ის არ გახდება მისი თანაზიარი, არამედ ამხელს და მოაქცევს.



დათვალიერება: 1585                                                                                               კომენტარები (0)
      

1 2 »







© 2026 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

upalo mociqulta tavno ილია მეორე ილია მეორე - მამაო ჩვენო Giovanni Marradi ტროპარი -- Dreams - წმ Giovanni Marradi - This little big love Maradi ლოცვა - წმ ილია - Melanxolia - წმ ნინოს ილია მეორე - წმ ნინოს ტროპარი Clayderman Richard დღეს - Time Goodbye to ილია მეორე - ღვთისმშობელო ქალწულო - ღვთისმშობელო golden melody Time ილია მეორე for Us - A Golden_melody-A_time_for_us - კურთხეულ - მოციქულთა თავნო ქრისტიანული წმიდა ასური - სიყვარულისათვის მონასტრის შესრულებული მგალობლების გილოცავთ ცხოვრება ბარბარეს ბარბარობას gilocavT - აღსარება როგორც კურნება ეკლესიაში პატრიარქის შენდობის ნეკნისგან aris ქალი შექმნილი რატომ ბერი ლექსები წმიდა ალექსი ბერი (შუშანია) ლექსები განსხვავება ძველსა და ახალ სტილს შო ხალხური არასწორი დიდმოწამე ბარბარე დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი განმარტება განმარტება - ამინ პაისი ღვთის ლაქაა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის ეგნატე ეკლესიას - ბავშვებს ლექსად შესახებ სასწაული წმინდა ზიარების შესახებ მოსახლეობა - საქართველოს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის დ უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვები სამშობლოსათვის მამა გაბრიელი ეკლესიის საქართველოს უკანასკნელი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ნათლობის სამოთხიდან სულთმოფენობის 23 მარხვა 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას