† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0










კატეგორია: სულიერი სწავლებანი
      └─►განმარტება - ამინ
                                                                                                                                                   + თორნიკე




ამინ ებრაული სიტყვაა და ითარგმნება, როგორც ჭეშმარიტება. მაგრამ ეს არსებითი სახელი საღმრთო წერილში ხშირად იხმარება როგორც ზმნიზედა, რომელიც ნიშნავს ხოლმე: ასეა, ჭეშმარიტად ასეა, იყოს ასე; ამ მნიშვნელობით იხმარება ეს სიტყვა, მაგალითად, მეორე სჯულის წიგნში (27, 15-21) და ნათარგმნია როგორც იყავნ (ასე იყოს). მართლმადიდებლურ ღმრთისმსახურებაშიც ეს სიტყვა ამ უკანასკნელი მნიშვნელობით იხმარება. მსგავსად ალილუიასი, სიტყვა ამინიც თითქმის ყველა ეროვნების ქრისტიანებმა თარგმანის გარეშე დაიტოვეს და წარმოითქმება ებრაულ ენაზე.



დათვალიერება: 1448                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: სულიერი სწავლებანი
      └─►განმარტება - ალილუია
                                                                                                                                                   + თორნიკე




ალილუია – (ებრ. "აქებდით ღმერთს"). ეს არის მოკლე და მრავლისმეტყველი მოწოდება მორწმუნეებისადმი ღმერთის განდიდებისა და ქებისაკენ. ძვ. აღთქმაში ებრაელებს ფსალმუნთა წიგნში მრავალი საგალობელი ჰქონდათ, რომელიც ამ სათაურით იწყებოდა:



დათვალიერება: 1541                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
      └─►დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი
                                                                                                                                                   + თორნიკე





ხს. 27 ივლისს

"ავადმყოფობისას ყოველგვარ წამალზე ადრე ლოცვით ისარგებლე".

ღირსი ნილოს სინელი

წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის – უანგარო მკურნალის შესახებ თხრობა წმინდა ბერის ამ სიტყვებით უნდა დავიწყოთ. მისდამი ლოცვა ჩვენ ბავშვობიდანვე გვასწავლეს. მაშინაც კი, როცა ჯანმრთელი ხარ, სთხოვ: "წმინდაო დიდმოწამეო და მკურნალო პანტელეიმონ, განკურნე სულიერი და ხორციელი სნეულებანი ჩვენნი!" უცქერ მის ხატს, რომელზედაც ჭაბუკია გამოსახული და მადლიერებით აღვსილი ფიქრობ, რომ ის, ზეციური მკურნალი ჩვენს ყოველ ლოცვას ისმენს, ვცხოვრობთ მისი წყალობით და წამლებისთვის თავს მაინც და მაინც არ ვიწუხებთ.



დათვალიერება: 1598                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება
      └─►დიდმოწამე ბარბარე
                                                                                                                                                   + თორნიკე



ხს. 4 დეკემბერს

რომის უწმინდური მეფის, მაქსიმიანეს მეფობის ჟამს აღმოსავლეთში ერთი კეთილშობილი, მდიდარი და სახელოვანი კაცი, სახელად – დიოსკორე, ცხოვრობდა. ის რწმენით წარმართი იყო, ჰყავდა ქალიშვილი – ბარბარე და, რადგან სხვა შვილი არ ჰყავდა, მას თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. გოგონა წამოიზარდა და ისე დამშვენდა, რომ მთელ ქვეყანაში სილამაზით გამოირჩეოდა. დიოსკორე თვლიდა, რომ უბრალო და უჩინო ადამიანები მისი ცქერის ღირსნი არ იყვნენ. მან მაღალი კოშკი ააგო, მდიდრულად მოაწყო და ბარბარე იქ გამოკეტა. გოგონას დედა გარდაცვლილი ჰყავდა, ამიტომ მამამ მას კარგი აღმზრდელი და მონა ქალები მიუჩინა.



დათვალიერება: 2128                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: სულიერი სწავლებანი
      └─►არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმოდგენები
                                                                                                                                                   + თორნიკე




არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმოდგენები
„არცონდა - არცოდვაა"


უცოდინრობით ჩადენილი ცოდვები ცოდვებად ითვლება, რადგან ადამიანი ვალდებულია იცოდეს. მას აქვს სათანადო ცოდნის მიღების საშუალება, მაგრამ არ ცდილობს დაეუფლოს მას, რითაც ორმაგ ცოდვაში იგდებს თავს. მავანთ ყოველივე იციან და ყოველივეთი ინტერესდებიან, რაც მათ არ ეხებათ, ხოლო იმის შესახებ, თუ რა არის მათი სიცოცხლის არსი და მიზანი, მარადიულობის, ღმერთის, რწმენის შესახებ ცნობები მათ არ აღელვებთ. ამადაც ვკითხულობთ სახარებაში, რომ დაისჯება ის მონაც, რომელმაც არ იცოდა, თუმცაღა მასზე ნაკლებად, ვინც იცოდა. და, რაღა თქმა უნდა, ცოდვები, რომლებიც ჩადენილია უცოდინრობის გამო, უნდა მოვინანიოთ.



დათვალიერება: 2035                                                                                               კომენტარები (0)
      

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 51 52 »








© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ