† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2010 » აგვისტო » 27 » კითხვა - პასუხი
12:39 PM
კითხვა - პასუხი
                                                   
- რატომ არ შეიძლება, მართლმადიდებლურ ტაძრებში ვილოცოთ დამსხდრებმა ისევე, როგორც ქრისტიანობის სხვა კონფესიებში?
მართლმადიდებლობა არ კრძალავს დამჯდარ მდგომარეობაში ლოცვას. მართლმადიდებლურ ტაძრებშიც არის სკამები, რომლებზეც შეიძლება დაჯდომა ღვთისმსახურების დროს, მაგრამ მართლმადიდებლური რელიგიური ცხოვრებისათვის უცხოა დასავლურ კონფესიური კომფორტი (ასკეზის უარყოფა, უმარხულობა, ღვთისმსახურების მცირე ხანგრძლივობა, ინსტრუმენტალური მუსიკა, ჯდომა). მართლმადიდებლობა ქრისტეს მოწაფეობა, მისი მიმდევრობა, მისი ცხოვრებით ცხოვრებაა.
ნამდვილი რელიგიური ცხოვრება მორწმუნეს ქრისტესადმი სიყვარულს უნდა ასწავლიდეს, ხოლო სიყვარული ღვაწლისა და თავგანწირვის გარეშე არ არსებობს. ამიტომაც არ გვეთმობა მართლმადიდებლებს საუკუნეებში გამოტარებული ტრადიციებით გადმოცემული ღვთისმსახურების და საერთოდ, რელიგიური ცხოვრების სიმკაცრე.
მარხვით, ხანგრძლივი საეკლესიო ღვთისმსახურებით, ლიტურღიაზე (რომელიც ქრისტეს ცხოვრებაა) დგომით და დაღლით საშუალება გვეძლევა, ქრისტესადმი ერთგულება და სიყვარული გამოვხატოთ. ხოლო ჯდომა და საორღანო მუსიკის მოსმენა დარბაზებშიც შეგვიძლია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტაძარში ლოცვა (არამარტო ტაძარში) ღმერთთან საუბარია და რატომ გვიკვირს, რომ უმჯობესია, უფალს ფეხზე წამოვუდგეთ? თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაჯდომა (განსაკუთრებით უძლურების შემთხვევაში) არავის ეკრძალება.


კატეგორია: კითხვა, პასუხი | ნანახია: 3062 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 3.6/7
სულ კომენტარები: 1
0  
1 liana   (2011-07-31 5:30 PM) [Entry]
9 წელია ვიმყოფები საბერძნეთში და ხშირად მქონია პრობლემა იმის გამო,რომ ბერძენი ქალბატონები ეკლესიაში შედიან თავსაფრის გარეშე,ამბობე,რომ თავსაფრით კათოლიკები შედიან ეკლესიაში,ძალიან მაინტერსებს რომელი საქციელი უფრო მართებულია,ჩვენი,ქართველების თუ ბერძნების და კიდევ ერთი,ბერძნები ზეიმობენ სახელების დღეებს,ე.ი.ყველა ადამიანს ჰქვია წმინდანის სახელი და შესაბამისად ყველა ზეიმობს თავისი სახელის დღეს,რაც ჩვენთან,საქართველოში არ ხდება,ეჭვი ეპარებათ ჩემს მართლმდიდებლობაში ამის გამო,თუ შეაძლებელია გთხოვთ ამიხსნათ ამის შესახებ,დიდი მადლობა წინასწარ,ღმერთი გფარავდეთ თქვენც და მთელს საქართველოსაც.










© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ