სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
მთავარი » 2010 » ივნისი » 16 » რატომ გვიყვარს იესო ქრისტე?
1:02 AM რატომ გვიყვარს იესო ქრისტე? |
წარმოიდგინეთ, რომ თქვენს დაბადების დღეზე ვინმე მოვიდეს და გაჩუქოთ ახალი კომპიუტერი ან მანქანა, ოღონდ სათამაშო კი არა, თუნდაც დისტანციური მართვითა და ციმციმა ნათურებით, არამედ ნამდვილი და თანაც შეგპირდეთ, რომ მართვას თვითონ გასწავლით. კიდევ გაჩუქოთ ფოტოაპარატი და ვიდეოკამერა, ეს კიდევ არაფერი, მოგცეთ გასაღები და ჩაგაბაროთ ერთი დიდზე დიდი სათამაშოების მაღაზია, აი, „ბავშვთა სამყარო" რომ ჰქვია, იმაზე დიდი. რა დაგემართებოდათ? რა გრძნობა გაგიჩნდებოდათ? სიხარულით ალბათ ხტუნვას დაიწყებდით, რამდენ მადლობას ეტყოდით ასეთ კეთილ ადამიანს!
ახლა კი დავფიქრდეთ, განა ყოველი ახალი დღე, ყოველი დილა ჩვენი დაბადების დღე არ არის? ღმერთი გვაძლევს სიცოცხლის ძალას, ჩვენ კი „ძილისაგან აღდგომილებს" შეგვიძლია, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. განა კომპიუტერზე, თუნდაც ყველაზე ბოლო, უახლეს მოდელზე გაცილებით რთულად, ფაქიზად, დახვეწილად არ მუშაობს ჩვენი გონება, განა ნებისმიერ მანქანაზე სრულყოფილი არ არის ჩვენი სხეული?! სადაც გვინდა, წავალთ, ავძვრებით, ჩამოვხტებით, ვირბენთ, ვიცეკვებთ, დავხატავთ, დავუკრავთ, ვიმღერებთ... განა ნებისმიერ ფოტოაპარატსა და ვიდეოკამერაზე გასაოცარი არ არის ჩვენი მეხსიერება?! ყოველგვარი ფირისა და ფოტოლაბორატორიის, კინო თუ ტელესტუდიის გარეშე „ჩავრთავთ" ჩვენს წარმოსახვას და გავიხსენებთ ნებისმიერ რამეს, თუნდაც ბუნების ულამაზეს ხედს ან რაიმე ამბავს. და განა სათამაშოების ყველაზე დიდ მაღაზიაზე დიდი, სავსე და საინტერესო არ არის დედამიწა, მთელი სამყარო?! ნებისმიერი ჩიტი თუ ძაღლი სათამაშოსავით არ ახალისებს ადამიანს, ან თუნდაც ზღვაში ბანაობა თუ ყვავილების თვალიერება. სახლობანას, სკოლობანას, ექიმობანას განა უფროსებიც არ „თამაშობენ", ოღონდ სინამდვილეში. განა თოჯინებზე და დათუნიებზე უფრო ძვირფასები არ არიან ჩვენი მშობლები თუ და-ძმები, მეგობრები თუ სხვა ადამიანები?! აი, რამდენ საჩუქარს გვიგზავნის ღმერთი, იესო ქრისტე და ისიც ერთხელ კი არა, ყოველდღე. გმადლობთ, გმადლობთ შენ, უფალო ჩვენო, იესო, რომ ასეთი კეთილი ხარ და ასეთი საყვარელი.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის" №12(28). 2004წ. 11 ივნისი წყარო: www.children.wanex.net
|
კატეგორია: სულიერი სწავლებანი |
ნანახია: 1432 |
დაამატა: თორნიკე
| ტეგები:
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|