† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2010 » ივლისი » 21 » ნეტარი მატრონა
9:50 PM
ნეტარი მატრონა


მატრონა დიმიტრის ასული ნიკანოვა დაიბადა 1885წლის 9 ნოემბერს ტულის გუბერნიის სოფელ სებინოში მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში. მის დაბადებამდე მატრონას დედამ საოცარი სიზმარი ნახა. ზეციდან მასთან ფრინველი ჩამოფრინდა ადამიანის სახით რომელსაც თვალები არ ემჩნეოდა და მარჯვენა ხელზე დააჯდა.

მართლაც გოგონა დაიბადა ბრმა, თუმცა ღმერთმა მას სულიერი ხედვის უნარი მიანიჭა. მატრონას დაბადებიდან ეტყობოდა რომ ღვთის რჩეული იყო, ჯერ კიდევ თოთო ასაკში იგი ოთხშაბათს და პარასკევს ძუძუზე უარს ამბობდა და მთელი დღეები ეძინა. სულ პატარა იყო, ღამღამობით ყველას რომ ეძინა ხატების კუთხესთან მიიპარებოდა, ჩამოიღებდა ხატებს და ისე ეღუღუნებოდა, თითქოს ელაპარაკებაო.

შვიდი-რვა წლის ასაკიდან მატრონას უკვე ჰქონდა კურნების და ნათელმხილველობის ნიჭი. ნიკანოვების პატარა სახლში უამრავმა ადამიანმა დაიწყო სიარული, მოდიოდნენ მასთან კურნებისთვის და წინასწარმეტყველებისათვის. მატრონა გულმხურვალე ლოცვებით კურნავდა ხალხს სხვადასხვა სნეულებებისაგან. ადგილობრივი მემამულის ქალიშვილს ლიდია იანკოვას მატრონა დაჰყავდა სხვადასხვა მონასტრის მოსალოცად, ხშირად სტუმრობდნენ კიევო- პეჩორის ლავრას და სხვა წმინდა ადგილებს.

ერთხელ, როდესაც იოანე კრონშტანდტელმა ტაძარში მისული მატრონა იხილა მორწმუნე ერს განუცხადა: "განიყავით, გზა მიეცით!” – შემდეგ კი მატრონას მიუბრუნდა, რომელიც ტაძრის შესასვლელში იდგა: "მატრონუშკა მოდი, მოდი ჩემთან, და დასძინა” აი მოდის ჩემი ცვლა, რუსეთის მერვე ბურჯი”.

მატრონამ შეკვეთით ღვთისმშობლის ხატი დააწერინა "დაღუპულთა მომძიებელი”. იგი ამ ხატს არასოდეს განშორებია ყველგან თან დაჰქონდა.

16 წლის ასაკში პატარა მატრონას ფეხებიც წაერთვა და მას შემდეგ აღარასოდეს უვლია.

ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში იწინასწარმეტყველა რევულუცია, რომლის დროსაც გაძარცვავდნენ და გაანადგურებდნენ ტაძრებს, დაიწყებდნენ სამღვდელოებისა და მორწმუნეების დევნას.

ცარიცინოში იყო ერთი პატარა ლამაზი ეკლესია. როცა ეკლესიას ანგრევდნენ სურდათ ზარის წაღება, მატრონამ თქვა, "კარგი აბა სცადონ, მაშინვე დაიღუპებიან, ტაძარში კი ვერ შევლენ”. მართლაც, რამდენჯერაც სცადეს საბჭოთა მოხელეებმა ზარის მოხსნა ,უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ ტაძარში როდესაც შევიდნენ წყალი დახვდათ და ჩაიძირნენ.

ნეტარი მატრონა სებინოდან დაახლოებით 1928 წელს წავიდა, რადგან მისი ძმები მიხეილი და ივანე დაუდევრად ექცეოდნენ და მის მიერ ხალხის მიღების წინააღმდეგნი იყვნენ. ორივე ძმა კომუნისტი იყო, მორწმუნე მატრონა კი მათ კარიერას ხელს უშლიდა და მშობლების სიცოცხელასც საფრთხეს უქმნიდა. ღირსი დედა მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჩაწერის გარეშე ცხოვრობდა. მას მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნდა. საცხოვრებელს აძლევდნენ მაგრამ არავის უნდოდა თავისთან ჩაეწერა რადგან კომუნისტებისა ეშინოდათ, ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს, ყოველთვის წინასწარ გრძნობდა საფრთხეს მაგრამ, თუკი მოიხელთებდნენ, მაშინ აუცილებლად რაიმე სასწაული ხდებოდა. მაგალითად, ერთხელ მისულა მილიციელი მატრონას წასაყვანად, ის კი ეუბნება: "წადი ჩქარა სახლში. შენთან ახლა დიდი უბედურება ხდება; მე კი სად წაგივალ, მოდი მერე და დამაპატიმრე” მილიციელმა დაუჯერა ბრუნდება შინ და ხედავს, ცოლს ნავთქურის ალი მოსდებია და დამწვარა. ძლივს მოასწრო სავაადმყოფოში გადაყვანა, როცა მას უსაყვედურეს მატრონასადმი ლმობიერება, მან უპასუხა "მე იმ ქალს როგორ დავაპატიმრებდი, მას რომ არ გავეფრთხილებინე, ხომ ცოლს დავკარგავდიო!”

ნეტარი მატრონას დევნა მეორე მსოფლიო ომამდე გრძელდებოდა, გადმოცემის თანახმად, ომის დროს მასთან რჩევისთვის თვით სტალინიც დადიოდა.

მატრონას მისგან დათესილი კეთილი თესლის ნაყოფი სიკეთითვე უბრუნდებოდა. ნეტარი ხომ ყველას უანგაროდ ეხმარებოდა. ლოცვებსაც ყოველთვის ხმამაღლა კითხულობდა. ყველას მოუწოდებდა, აუცილებლად ეტარებინათ ჯვრები, დაეცვათ თავი პირჯვრის წერით, ლოცვით და ხშირი ზიარებით.

1949 ნეტარი მატრონა მისმა შორეულმა ნათესავმა შეიფარა. მისი მიწიერი ცხოვრების ბოლო წლებს სავსებით შეიძლება დავარქვათ წინასწარმეტყველური. ის სულ უფრო მეტი დამაჯერებლობით საუბრობდა რუსეთის მომავალ ბედზე, კატასტროფებზე, რომელსაც მართმადიდებელი რუსი ხალხი გადაიტანდა , ნეტარი დედა ეუბნებოდა თავის ახლობლებს: , როგორ მეცოდებით, ბოლო ჟამამდე მიაღწევთ, ცხოვრება უფრო და უფრო უარესი იქნება, მოვა დრო როდესაც თქვენს წინ დადებენ ჯვარს და პურს და გეტყვიან -ამოირჩიეთ. ამოირჩევთ ჯვარს და როგორ იცხოვრეებთ? ქრისტეს ერთგულნი იტყვიან:ჩვენ ვილოცებთ ავიღებთ მიწას დავამრგვალებთ, შევჭამთ და გავძღებით!.

თავისი აღსასრული ნეტარმა მატრონამ რამოდენიმე დღით ადრე იწინასწარმეტყველა. მოემზადა უკანასკნელი გზისთვის, ეკლესიაში წავიდა ეზიარა.

ნეტარმა მატრონამ დატოვა ანდერძი: "ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს საფლავზე ივლიან მხოლოდ ახლობლები, როდესაც ისინი აღესრულებიან, საფლავი გაუკაცრიელდება, იშვიათად თუ ვინმე მოვა … მაგრამ მრავალი წლის შემდეგ ადამიანები გაიგებენ ჩემს სახელს და გუნდ – გუნდად ივლიან, გასაჭირში ჩავარდნილები დახმარებისთვის, რათა ვილოცო მათთვის უფლის წინაშე, მე ყველას მოვუსმენ და ვინც მომმართავს დახმარებისთვის დავეხმარები”. ნეტარი დედა 1982 წლის 2 მაისს გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს მოსკოვში დანილოვის სასაფლაოზე.

1998 წლის 8 მარტს მოსკოვისა და სრილიად რუსეთის პატრიარქის ალექსი მეორის ლოცვა-კურთხევით მოსკოვში დანილოვსკის სასაფლაოზე მოპოვებული იქნა ნეტარი დედა მატრონას წმინდა ნაწილები.

ნეტარი დედის წმიდა ნაწილები ამჟამად იმყოფება პავლოვსკის დედათა მონასტერში.

კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება | ნანახია: 1965 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 0









© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ