† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2010 » აგვისტო » 25 » მარიამობის მარხვა
11:52 AM
მარიამობის მარხვა
 
მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია.

მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანესა და იმპერატორ კონსტატინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.

მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწული, 19 აგვისტო. მარიამობის მარხვის მნიშვნელობაზე გვესაუბრება, სიონის ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი სანამაშვილი:

"მარიამობის მარხვა დაკავშირებულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებასთან, რომელსაც წმინდა ეკლესია ძველი სტილით 15 ხოლო ახალი სტილით 28 აგვისტოს აღნიშნავს. ეს მარხვა ძველი სტილით 1, ხოლო ახალი სტილით 14 აგვისტოს დაიწყო.


მარიამობის მარხვა, ისევე, როგორც დანარჩენი მარხვები, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სულისთვის. ვიცით, რომ თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ იმარხულა უდაბნოში ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, რითაც გვიჩვენა ადამიანებს მარხვის აუცილებლობა. რადგან თავად მაცხოვარს არ სჭირდებოდა მარხვა, ის ხომ თავად ქვეყნიერების შემოქმედია.



მათეს სახარებაში, როდესაც მოციქულები ეშმაკეულს ვერ განკურნავენ და უფალს ეკითხებიან: "რაისათვის ჩვენ ვერ შეუძლეთ განკურნებად ეშმაკეულისა? ხოლო მაცხოვარმა ბრძანა – "ნათესავი ესე (იგულისხმება ეშმაკი) არარაით განვალს გარნა ლოცვითა და მარხვითა”.

მარხვა მაცხოვარის ბრწყინვალე აღდგომისა და ამაღლების შემდეგ დაიწყეს წმინდა მოციქულებმა, როდესაც მათზე აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს სულიწმინდა გადმოვიდა. აქედან უკვე დადგინდა პირველად აღდგომის მარხვა. შემდგომ კი მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დაწესდა შობის, პეტრე-პავლობის და მარიამობის მარხვები.

ქალწული მარიამი მაცხოვრის შობამდე ქალწული იყო, შვა ძე და კვლავ ქალწულად დარჩა, რომელსაც მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ერთადერთ ქმნილებად აღიარებს, რომლის წიაღშიც ინება უფალმა დავანება და რომელშიც განხორციელდა საღვთო განზრახვა კაცთა მოდგმის გამოხსნისა.

"შობასა ქალწულება დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე ღვთისმშობელო, მივედ ცხოვრებად დედა ეგე ცხორებისა და მეოხებითა შენითა იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩვენთა”.

ქეთი ჭელიძე


კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება | ნანახია: 1702 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0









© 2025 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Giovanni Marradi ტროპარი - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big little love - Amor Amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია - წმ ნინოს Clayderman Richard დღეს Nostalgia - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go say to - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion - A for golden Golden_melody-A_time_for_us melody Time Us ილია მეორე - კურთხეულ - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური გილოცავთ ცხოვრება !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის ბერი (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ დიდმოწამე ბარბარე განმარტება - ალილუია - ამინ პაისი - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას