† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2011 » აგვისტო » 7 » მამა მაქსიმე (ინტერვიუ)
10:33 PM
მამა მაქსიმე (ინტერვიუ)



– მამაო, სოფელში როგორ ცხოვრობთ, მიწას თუ ამუშავებთ?


– ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ ფიზიკურად იმდენი აღარ შემიძლია. თითქმის 1 ჰექტარი მიწაა. იქაურები მეხმარებიან, ოღონდაც ვინმეს რამე დახმარება ვთხოვო, გვერდში მიდგანან. რაც იქ მოდის – კარტოფილი, სიმინდი, ლობიო – ცოტ–ცოტა ყველაფერი მომყავს.

– ძირითადად, იქით ხართ?

– შაბათ–კვირას, როგორც კი აქ საქმეებს მოვილევ, მაშინვე იქით გავრბივარ. ამ ტაძარში მოღვაწე მამები – მალხაზი და გელასი მაძლევენ საშუალებას, რომ სოფელში ხშირად ვიყო. ახლა, მონასტრის მშენებელობა რომ მიმდინარეობს, ძირითადად, იქ ვარ.

– საბოლოო დაფუძნებასაც იქ ხომ არ ფიქრობთ?

– ეს ღვთის ნებაა. ძალიან მიყვარს თბილისი. ადამიანად, ფაქტობრივად, ამ ქალაქში ჩამოვყალიბდი, მაგრამ არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის გავალ ქალაქიდან და იქ როდის ვიქნები.

– სოფლის სიმყუდროვეში ლოცვაც ხომ უფრო შესაძლებელია..



– სიმყუდროვეში ლოცვა უმჯობესია. ლოცვითაა ყველაფერი. ლოცვით გვეძლევა მადლი, წყალობა... თუკი მლოცველი ხარ, ჩათვალე, რომ ღვთისგან ყველაფერი მოგეცემა. ლოცვის დროს მადლი უხილავად გადმოდის და შინაგანად გრძნობ, სხვანაირი, უკეთესი რომ ხდები, განწყობაც გეცვლება.

– მამაო, თუ შეიძლება გვიამბეთ, რამ გადაგაწყვეტინათ, მღვდელი გამხდარიყავით?

– სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ვაჭრობის სპეციალობით. სულ ამ მიმართულებით ვმუშაობდი. ვიყავი ფაბრიკის, ცეკავშირის ბაზის დირექტორი. 1999 წელს, მე და ჩემს მეუღლეს ერთადერთი შვილი, 25 წლის სოსო (იოსები), ავტოკატასტროფაში გარდაგვეცვალა. ამან ძალიან იმოქმედა. მძიმე დღეში ვიყავით. მოძღვარი გვყავდა, მაგრამ ძალიან დიდი რწმენა უნდა გქონდეს, შვილის გარდაცვალებამ რომ არ შეგძრას. შემდეგ მოხდა ისე, რომ ღვთის განგებით, უწმინდესთან მივედით, რათა გავეძლიერებინეთ და დაველოცეთ მას. ერთადერთი შვილის სიყვარული სულ სხვაა, თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ და სასულიერო პირი უნდა გახდეთო, – მირჩია პატრიარქმა.

– როგორ მიიღეთ ეს რჩევა?

– გავოგნდი. სამღვდელო მსახურებას, დიდი მოწიწებითა და კრძალვით ვუყურებდი, მაგრამ ჩემთვის შეუძლებელად მიმაჩნდა. მართალია, ერში თანამდებობები მქონდა, მაგრამ რა თანამდებობაც უნდა გეკავოს, მაინც ამქვეყნიურობას, ხალხს ემსახურები. ღმერთის სამსახური კი საოცარი, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ამ დროს მთელი ადამიანური ძალების მობილიზება გჭირდება, რომ უფალმა შენი ლოცვა და მსახურება შეისმინოს. ძველ აღთქმაში, წინასწარმეტყველ იერემიას წყევლაა "წყეულიმც იყოს ღვთისმსახურების უდებებით აღმასრულებელი", ანუ დაუდევრად აღმასრულებელიო. ამ პასუხისმგებლობის მე ძალიან შემეშინდა, მაგრამ უწმინდესის კურთხევას ვერ გადავიდოდი, უარს ვერ ვიტყოდი. პატრიარქმა იქვე დაუძახა მამა ზაქარია ძინძიბაძეს და მას ჩააბარა ჩემი თავი. ერთ თვეში კაბით შემმოსეს, თვე–ნახევარში დიაკვნად მაკურთხეს, 5 თვის შემდეგ კი, 2000 წელს, წმინდა დიდმოწამე მარინეს ხსენების დღეს, მღვდლად მაკურთხეს. ჩემს მეუღლეს მარინა ჰქვია და ის სიხარულით დაფრინავდა, მისი მფარველი წმიდანის ხსენებას რომ დაემთხვა ჩემი ხელდასხმა.

– და სულ ამ ტაძარში მოღვაწეობთ?

– უწმინდესის გადაწყვეტილებით, თავიდან, ძალიან ცოტა ხანს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ვიმსახურე. შემდეგ არმაზში, წმიდა ნინოს სახელობის საოცრად ლამაზ ეკლესიაში გამამწესეს, სადაც 3 წელიწადი ვიყავი. როდესაც წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, ძალიან კარგი მოძღვარი, მამა კახაბერი, ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა, მის მაგივრად წინაძღვრად მე დამადგინეს და მას მერე აქ ვმსახურობ.

– აღნიშნეთ, რომ სამღვდელო მსახურების ძალიან გეშინოდათ. უკვე 10–წლიანი გამოცდილება გაქვთ. რას იტყვით, სინამდვილეში, როგორი შესასრულებელია ეს მისია?

– მღვდლობა – ესაა უმძიმესი და საშინელი ტვირთი, რადგანაც, მხოლოდ შენ თავზე კი აღარ ხარ პასუხისმგებელი, არამედ, იმათზეც, ვინც შენ გარშემო შემოიკრიბება და შენგან კურთხევას, რჩევასა და ცხონებისკენ გზის გაკვლევას ელოდება. აბსოლუტურად ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავებულია. მათ, უფლისკენ ინდივიდუალური გზა აქვთ და ეს გზა რომ შეურჩიო, ძალიან ძნელია. ცოდვებში ვართ ჩაძირულნი. მათგან გათავისუფლება და ამქვეყნიური სიამეებისგან გარიდება ადამიანს ძალიან უჭირს და ეს გაჭირვება მათ მღვდელმა უნდა დააძლევინოს და პირადმა ღვაწლმა. ანუ ისინი უნდა შეეცადონ, საკუთარი ღვაწლით გაარღვიონ ბოროტის მიერ შექმნილი წინაღობები და გავიდნენ სამშვიდობოს, ღმრთისაკენ დაიძრან. ჭეშმარიტების გზაზე ბევრი დაეცემა, ბევრს გაუჭირდება სიარული და სწორედ ამ დროს მოძღვარი უნდა დაეხმაროს. სასულიერო პირს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს. მრევლი თუ ცხონებისკენ ვერ წავიყვანეთ, ვერც ჩვენ ვცხონდებით. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, ჯერ ჩვენი თავი ვიცხონოთ და შემდეგ ამ ცხონებისკენ სხვებს მოვუწოდოთ. მოძღვარი მრევლისთვის მაგალითია და ჩვენმა ცუდმა მაგალითმა, შეიძლება, ისინი დააბრკოლოს. კარგი მაგალითის შემთხვევაში – გამოგვყვებიან. მღვდელი, ფაქტობრივად, მწყემსია, რომელიც უნდა ცდილობდეს, მისი სამწყსო, უკლებლივ, ღმრთისაკენ ცხონების გზით ვიდოდეს.

– სანამ ადამიანი ამ გზას შეუდგება, ჯერ ხომ სურვილი უნდა გაუჩნდეს, ღვთისკენ სწრაფვისა. უფალი რა სახით ავლენს თავის მოქმედებას არაეკლესიური ადამიანების ცხოვრებაში?

– როდესაც ადამიანში ღმერთთან ყოფნის სურვილი ჩნდება, მას უკვე თავად უფალი ეხმარება. ამ გზაზე დამოუკიდებლად სიარული უფლის შეწევნის გარეშე არც ერთ ადამიანს არ შეუძლია. ღმერთთან ყოფნა თუ მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი, მაშინ უფალი არავითარ შემთხვევაში არ მიგატოვებს. თუმცა, ღმერთი ცოდვილთაც არ ტოვებს. მათ, ვისაც მაცხოვართან ყოფნის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ათასნაირ სასწაულს აჩვენებს, განსაცდელს მიუვლენს, რომ როგორმე ჭეშმარიტებისკენ შემოატრიალოს, გასაჭირში ღმერთი გაახსენდეთ. ეს ძალიან რთული, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრების პროცესია. ამ ტაძარში 80% გაჭირვების, ახლობელთა გარდაცვალების გამოა მოსული. განსაცდელების, ავადმყოფობების, ჩვენზე მოვლენილი უსიამოვნებების მეშვეობით, უფალი ჩვენს ცოდვებს გადასწონის, მაგრამ გამორიცხულია ეს ცოდვები მარტო განსაცდელებით გადაიწონოს, თუ ადამიანმა არ მოინდომა და სინანულით აღსარება არ თქვა. წმიდა მამები სინანულს ნათლისღების განახლებას უწოდებენ. განსაცდელი არც მარტო ცოდვების გამო მოევლინება ადამიანს. მას რწმენაში განსამტკიცებლადაც გვივლენს უფალი. განსაცდელი და ავადობები ეძლეოდათ წმიდა მამებს, დიდ მოღვაწეებს, რათა კიდევ უფრო განწმენდილიყვნენ და სრულყოფილიყვნენ რწმენაში. წმიდა მამები ტიროდნენ, როცა განსაცდელი არ ეძლეოდათ – უფალო, დაგვივიწყე, აღარ გიყვარვართო. ღმერთის გარეშე, ჩვენ სუნთქვაც კი არ შეგვიძლია. ადამიანი ყველაფერს თუ გულითა და გონების თვალით შეხედავს, დაინახავს, რომ ყოველ წამსა და წუთს სასწაული აღესრულება. ღვთის შეწევნის გარეშე, ჩვენ არაფრის მაქნისნი ვართ, ვერაფერი შეგვიძლია და რადგან ვაკეთებთ რაღაცას ე.ი. ღმერთი შეგვეწევა, მაგრამ ამაზე უნდა დავფიქრდეთ.

– თქვენი მეუღლე მედავითნეა. მისი ეს მსახურებაც პატრიარქის კურთხევით გადაწყდა?

– დიახ, ეს ერთდროულად გადაწყდა. უწმინდესის კურთხევით, მე რომ მღვდლად მაკურთხეს, მეუღლე მედავითნე გახდა. სიონის ტაძარში, შაბათობით, გარდაცვლილი შვილებისთვის წირვა ტარდება და იქ მედავითნეობდა. ამ ბოლო ხანებში, ძირითადად, სულ ამ ტაძარში მსახურობს. ხანდახან, სიონშიც მიდის ხოლმე. მას უჭირს. დედა მაინც სულ სხვანაირად განიცდის შვილის გარდაცვალებას, მაგრამ არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ჩემზე მამაცურად იტანს განსაცდელებს. დავითის მონასტრის მშენებლობის საქმეშიც, შეიძლება ითქვას, მთავარი წარმმართველია, ყველაფერს თავგანწირვამდე აკეთებს.

– მამაო, აღნიშნეთ, რომ ადამიანთა უმეტესობა ტაძარში ახლობელთა გარდაცვალების გამოა მოსული. ეს განსაცდელი თავადაც განცდილი გაქვთ. როგორ ანუგეშებთ შვილმკვდარ დედებს, მათ ახლობლებს?

– უპირველეს ყოვლისა, უნდა დავიწყოთ იმით, რომ ამქვეყნად ყველაფერი ღვთის განგებულებით აღესრულება. უფლის ნების გარეშე, ადამიანს თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდება. რა თქმა უნდა, ღვთის განგებულებით ხდება ამქვეყნად ადამიანის მოვლინებაც და გარდაცვალებაც. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ახლობლის გარდაცვალება, თუნდაც ის შვილი იყოს, ადამიანში სასოწარკვეთილებას არ უნდა იწვევდეს. ეს ფაქტი ღვთის ნებად უნდა ჩავთვალოთ და ამავე დროს, ვიცოდეთ ერთი, ყველაზე მთავარი რამ, ადამიანი ამქვეყნიდან ღვთის განგებულებით გადის და თანაც იმ დროს, როდესაც მისი ცხონებისთვის უკეთესია. ღმერთი ხედავს პიროვნების წარსულსაც, აწმყოსაც და მომავალსაც. თუკი ის მომავალში სულიერ ზრდასა და რწმენაში განმტკიცებას ვეღარ მიაღწევს, უფალი წყვეტს, რომ იმ მომენტში, მისი ამქეყნიდან გაყვანა უმჯობესია, ანუ ყველაზე კარგ დროს გაჰყავს ღმერთს ადამიანი. ჩვენ კი უნდა ვილოცოთ იმისთვის, რომ გარდაცვლილი უფალთან იყოს. შეიძლება, საოცრად თავდადებული, მზრუნველები ვიყოთ შვილებისთვის, მაგრამ რა სიყვარულის მიცემაც უფალს შეუძლია, იმის შესაძლებლობა არც ერთ ადამიანს აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი, ღმერთთან, იმაზე უკეთესად იქნება, ვიდრე ჩემთან იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მასზე გადაყოლილები ვიყავით. ღვთის განგებით ვარსებობთ და ყველაფერი ის გვეძლევა, რაც ჩვენი ცხონებისთვის საჭიროა.

– მამა მაქსიმე, რას უკავშირდება თქვენი ნატვრა და სურვილი?

– ჩვენი სამშობლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ჩემი ნატვრა და სურვილიც აქედან გამომდინარეობს. მინდა, ქართველი ხალხი, აქ მცხოვრებნიცა და უცხოეთში გადახვეწილებიც, დედაღვთისმშობლის ღირსეული შვილები იყვნენ. სულიერებაშიც და მატერიალურადაც ჯერ ჩვენ გვიჭირს. სადღაც, გარკვეულწილად, ისინი ერთმანეთს განსაზღვრავენ, მაგრამ როდესაც ქართველები უპირატესობას სულიერს მივანიჭებთ, ამის შემდეგ მატერიალურიც მოგვეცემა. უფალი ხომ ბრძანებს, "ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და დანარჩენი ყოველივე შეგეძინოთ თქვენ".

სტატია მომაწოდა:ეფემია წიკლაური - მ.
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 2680 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 3
0  
3 ლიკა მაისურაძე   (2011-08-31 7:00 PM) [Entry]
როგორ ძალიან მიყვარს,ყველაზე ტკბილი ადამიანია..ყველაზე...:*

0  
2 ვიკა ქობალია   (2011-08-31 0:07 AM) [Entry]
მიყვარს ჩემი მამაო ძალიან, ძალიან.

0  
1 lia tvaradze   (2011-08-30 11:07 PM) [Entry]
chemi tkbili mamao










© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ