† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0









მთავარი » ისტორია
კატეგორია: ისტორია
      └─►თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207)
                                                                                                                                                   + თორნიკე



თამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207), საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველის რეპუტაციით სარგებლობდა, რისთვისაც მას ქვეშევრდომებმა "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი" ტიტული უბოძეს.



დათვალიერება: 1462                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: ისტორია
      └─►შვიდთა ქართველთა კათალიკოს-პატრიარქთა ხელრთვანი
                                                                                                                                                   + თორნიკე




ქართული ისტორიული დოკუმენტების მნიშვნელოვან ნაწილს საეკლესიო საბუთები წარმოადგენს, რომელთაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთა ხელრთვები, ანუ ხელმოწერები ამშვენებს. ეს ხელრთვები ამ დოკუმენტებს იურიდიულ ძალას ანიჭებს და მათ ნამდვილობას ადასტურებს. საეკლესიო საბუთები თემატურად მრავალფეროვანია. ესენია - საეკლესიო გამოსაღების (გადასახადების) წიგნები (ძველად „წიგნი" - დოკუმენტის, საბუთის აღმნიმვნელი ტერმინი იყო), საეკლესიო კრების დადგენილებანი, მონასტრის წესდებანი, წყალობის, შეწირულობის, ერთგულების, პირობის წიგნები, საეკლესიო ყმათა ნუსხები, საკათალიკოსო მოსაკრეფელობის დავთრები, ბრძანებები, ეპისტოლეები და მრავალი სხვადასხვა სახის საეკლესიო საბუთი, რომლებიც ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევენ ქართული ეკლესიის ისტორიის შესწავლაში. სწორედ, ქართული ეკლესიისა და კათალიკოს-პატრიარქთა დიდი დამსახურებაა ეროვნული ცნობიერებისა და ქართული კულტურის განვითარება.


ცნობილია, რომ კათალიკოსი ქრისტიანული ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურის უმაღლესი ტიტულია. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ვახტანგ გორგასალის (431-491 წწ.) დროიდან იწოდება კათალიკოსად. ისტორიულ დოკუმენტებში მას „ქართლის კათალიკოსი", „მცხეთის კათალიკოსი", მოგვიანებით „საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი" ეწოდებოდა. ასე იყო 1811 წლამდე, ვიდრე რუსეთმა არ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ანუ დამოუკიდებელი თვითმმართველობა, მის ნაცვლად დააწესა ეგზარხოსობა და ქართული ეკლესია რუსეთის სინოდს დაუქვემდებარა. საქართველოს ეკლესიის მამებმა, მთელმა ქართველმა ერმა მტკივნეულად განიცადა ეკლესიის დამოუკიდებლობის დაკარგვა და ქართული სახელმწიფოს გაუქმება. დიდი ბრძოლისა და ძალისხმევის შედეგად, 1917 წელს ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა აღიდგინა და დაიბრუნა დაკარგული ავტოკეფალია. ეს იყო ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ერის ისტორიაში. დღეს საქართველოს ეკლესიის მეთაურის წოდებაა „უწმიდესი და უნეტარესი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი". მადლობა უფალს, რომ ქართული ეკლესია ისევ დამოუკიდებელია და საკუთარი კათალიკოს-პატრიარქი ჰყავს.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, როგორც უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი, ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენდა და დიდ როლს თამაშობდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასეა დღესაც, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი საკმაოდ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს. იგი არის ერის სულიერი მოძღვარი.

ქართული ეკლესია-მონასტრები ხომ კულტურისა და განათლების კერებს წარმოადგენდნენ და იქ მოღვაწე მამები ერის სულიერი ცხოვრების დონისა და კულტურის განვითარებისათვის თავდაუზოგავად შრომობდნენ. ჩვენი ეკლესია და სამეფო ხელისუფლება ერთმანეთის მხარდამხარ ებრძოდნენ მომხდურ მტერს, იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ ქართულ კულტურას. სწორედ, მათი ძალისხმევის შედეგად გადარჩა - „ენა, მამული, სარწმუნოება". უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და განუწყვეტელი ომიანობის პირობებშიც ახერხებდნენ ეროვნული საგანძურის გადარჩენას, რასაც ქართველი ხალხის კულტურა ერქვა. ქართულმა ეკლესია-მონასტრებმა, ამ კულტურის ბასტიონებმა შემოინახეს ხელნაწერი წიგნები და ძველი სიგელ-გუჯრები, რომელიც ჩვენი ერის ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობაა. ამ საეკლესიო საბუთების დიდ ნაწილს ამშვენებს კათალიკოს-პატრიარქთა ხელრთვები, რომელთა შესრულების მაღალი დონე ეკლესიის მეთაურთა წიგნიერებისა და წერის მაღალი კულტურის მაჩვენებელია. კათალიკოს-პატრიარქთა დიდი ნაწილი ხომ გამოჩენილი სწავლული და საეკლესიო მოღვაწე იყო.



დათვალიერება: 1905                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: ისტორია
      └─►დიდგორის ბრძოლა
                                                                                                                                                   + თორნიკე


თარიღი: 12 აგვისტო 1121
მდებარეობა: დიდგორი
შედეგი: საქართველოს გამარჯვება


თურქი სელჯუკები_____მხარეები____საქართველო

ილღაზ____მეთაურები_______დავით აღმაშენებელი


სელჩუკებს ართუკიდ ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა, რომელსაც დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული ჯვაროსნებთან ბრძოლებში.

მაჰმადიანთა ლაშქრის რაოდენობა სხვადასხვა ცნობების მიხედვით მერყეობს 100-150 ათასიდან (არაბული, სპარსული და თურქული წყაროების თანახმად)



დათვალიერება: 3637                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: ისტორია
      └─►მაიას ტომები
                                                                                                                                                   + თორნიკე

     

  მექსიკასა და ბელიზის ტერიტორიაზე მცირე დასახლებებად დღესაც ცხოვრობს ხალხი, რომელთა ენა, რწმენა-წარმოდგენები, წეს-ჩვეულებები და გარეგნობაც კი 2000 წლის მანძილზე არ შეცვლილა. ამ ხალხის წინაპრებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკის. ჰონდურასისა და გვატემალას ტერიტორიაზე ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია შექმნეს. ცივილიზაცია, რომელიც თამამად დაუდგება გვერდით ძველბერძნულ, ჩინურ, ბაბილონისა თუ რომის ცივილიზაციებს, თუმცა ამ ხალხს თავიანთი ძველი დიდების ნაშთიც კი არასდროს უნახავს…მას მაიას უწოდებენ.

უჩვეულო ცივილიზაცია

წარსულის ყველა დიდი ცივილიზაციის წარმოშობა და განვითარება მდინარეს, წყალს უკავშირდება. ჩინელებმა ერთ დიდ სახელმწიფოდ გაერთიანება ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლელიდან ჩინეთის ორი უდიდესი მდინარის – ხუანხესა და იანძის გასწვრივ დაიწყეს, ინდოელებმა პირველი დასახლებები – ინდსა და განგზე მოაწყვეს, შუამდინარეთში შეჭრილი შუმერები ტიგროსსა და ევფრატს შორის დასახლდნენ, სადაც შემდგომში ასურულ-ბაბილონური კულტურა აყვავდა. ეგვიპტის კულტურა არა მარტო ვითარდებოდა ნილოსის ნაპირებზე, არამედ სულდგმულობდა კიდეც მისით. იგივე იყო ძველი ბერძენთათვის ეგეოსის ზღვა… მეცნიერებაც მიეჩვია, რომ მდინარე ამა თუ იმ ცივილიზაციის აკვნად მიეჩნია.
ამერიკის ცივილიზაციათა აღმოჩენამ ამ თეორიას საფრთხე შეუქმნა.



დათვალიერება: 2291                                                                                               კომენტარები (2)
      








© 2019 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ