† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2012 » ივნისი » 11 » დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი
0:19 AM
დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი




ხს. 27 ივლისს

"ავადმყოფობისას ყოველგვარ წამალზე ადრე ლოცვით ისარგებლე".

ღირსი ნილოს სინელი

წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის – უანგარო მკურნალის შესახებ თხრობა წმინდა ბერის ამ სიტყვებით უნდა დავიწყოთ. მისდამი ლოცვა ჩვენ ბავშვობიდანვე გვასწავლეს. მაშინაც კი, როცა ჯანმრთელი ხარ, სთხოვ: "წმინდაო დიდმოწამეო და მკურნალო პანტელეიმონ, განკურნე სულიერი და ხორციელი სნეულებანი ჩვენნი!" უცქერ მის ხატს, რომელზედაც ჭაბუკია გამოსახული და მადლიერებით აღვსილი ფიქრობ, რომ ის, ზეციური მკურნალი ჩვენს ყოველ ლოცვას ისმენს, ვცხოვრობთ მისი წყალობით და წამლებისთვის თავს მაინც და მაინც არ ვიწუხებთ.



ადამიანები სხვადასხვა წამალს ყიდულობენ და სვამენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის ეს უმთავრესი წესი: ყოველგვარ წამალზე ადრე ლოცვით ისარგებლე! ჩვენს ახალგაზრდა მკითხველებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი საუკეთესო მეგობარი და მადლიანი ექიმი – ეს წმინდა პანტელეიმონია. მან ეს სახელი უფლისგან იმის ნიშნად მიიღო, რომ შეეწევა ყველას, ვინც მას ლოცვით მიმართავს.



წმინდა დიდმოწამე მე-3 საუკუნის ბოლოს ცხოვრობდა, როცა საყოველთაოდ გავრცელებული სარწმუნოება წარმართობა იყო. ის ნიკომიდიაში, მდიდარ და კეთილშობილ ოჯახში დაიბადა. მამამისი – ევსტორგი წარმართი სენატორი იყო, ხოლო დედა – ევულა ფარულად ეთაყვანებოდა ქრისტეს. ის თავის მცირეწლოვან ვაჟიშვილს ევედრებოდა: – გაექეცი კერპთა ბინძურ მსახურებას, როგორც წარსაწყმედელის გზას და ჩვენი შემქმნელი ღმერთისკენ მოიქეცი! ნაადრევმა სიკვდილმა ევულას ხელი შეუშალა შვილი ქრისტეს რწმენაში აღეზარდა. მან მამასთან ერთად საკერპოში სიარული დაიწყო, მაგრამ დედის გაკვეთილები არ ავიწყდებოდა და გულში მისი სარწმუნოების სიყვარული ჰქონდა.



წმინდა დიდმოწამე როცა წამოიზარდა, საექიმო ხელოვნების შესასწავლად მამამ ერთ ცნობილ ექიმს, ევფროსინეს მიაბარა. პანტოლეონი (წმინდა პანტელეიმონის წარმართული სახელი) ბრწყინვალე ნიჭის ყმაწვილი იყო. მალე მან მთელი საექიმო სიბრძნე აითვისა და იმპერატორის კარზეც ცნობილი გახდა. ჭაბუკს ჰქონდა მშვიდი ხასიათი, მშვენიერი გარეგნობა და მჭევრმეტყველების ნიჭს ფლობდა. ის თავის მასწავლებელს სასახლეში დაჰყავდა და იმპერატორს ისე მოეწონა, რომ უბრძანა პანტოლეონისთვის მედიცინა სრულყოფილად ესწავლებინა, რათა შემდგომში სულ თავისთან ჰყოლოდა.



იმ დროს ნიკომიდიაში ქრისტიანი მღვდელი, სახელად ერმოლაოზი ცხოვრობდა. ის ჭაბუკ პანტოლეონს ხშირად ხედავდა, როცა ის მის სახლთან გაივლიდა. ერმოლაოზს პანტოლეონის ქცევა და გარეგნობა მოეწონა, თავისთან შეიყვანა და მშობლების, სარწმუნოებისა და მთელი მისი ცხოვრების შესახებ გამოკითხვა დაუწყო.



მიმნდობმა ჭაბუკმა უამბო თავის თავზე და იმაზე, რომ ექიმობას სწავლობდა. – ჩემი მასწავლებელი ამბობს, რომ თუ ჰიპოკრატესა და გალენოსს საფუძვლიანად შევისწავლი, ყოველგვარი ავადმყოფობის განკურნებას შევძლებ, – თქვა მან.



მოხუცი ერმოლაოზი ამაზე ჭაბუკს შეეკამათა. მან უთხრა, რომ არ არის სხვა ისეთი ექიმი და მასწავლებელი, როგორც უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომლის მხოლოდ სახელის რწმენით მოხმობას შეუძლია ყველა ავადმყოფობა განკურნოს. მისმა ერთმა შეხებამ განკურნა ქალი, რომელიც 12 წელი სისხლის დენით იტანჯებოდა, მისმა მხოლოდ ერთმა სიტყვამ მკვდრეთით აღადგინა ოთხი დღის მკვდარი ლაზარე, რომ მორწმუნენი მისი სახელით დემონებს დევნიან და ხელის დადებით სნეულებებს კურნავენ.



ამ დღიდან მოყოლებული პანტოლეონი წმინდა მოძღვართან ყოველდღე მიდიოდა, ისმენდა მის საუბრებს ქრისტეზე და ქრისტიანულ სიბრძნეს სწავლობდა. როგორც ჩანს, მას მეტად მოსწონდა ეს საუბრები, რადგან ევფროსინისგან დაბრუნებული, ჯერ ერმოლაოზთან შედიოდა და შინ მერე ბრუნდებოდა.



ერთხელ გზად მიმავალმა ჭაბუკმა ძირს დავარდნილი მკვდარი ყრმა შენიშნა, რომლისთვისაც შხამიან გველს ეკბინა. ის მცირე ხნით შეშინდა, მაგრამ მაშინვე გამხნევდა და გაიფიქრა: აი, შემთხვევა, როცა შემიძლია გავიგო სამართლიანია თუ არა მოძღვარ ერმოლაოზის სიტყვები. შემდეგ მან ასეთი სიტყვებით ილოცა: "გადიდებ შენ, უფალო, რომელსაც დედაჩემი თაყვანს გცემდა! თუკი ჩემს შენდამი მონობასა და მორჩილებას ინებებ, ყრმა გააცოცხლე, იქედნე კი მოჰკალ". და შესრულდა მისი თხოვნა: ყრმა აღდგა, გველი კი მოკვდა. პანტოლეონი დაუყოვნებლივ ერმოლაოზთან წავიდა, სასწაულის შესახებ უამბო და სთხოვა მოენათლა უფალ იესო ქრისტეს სახელით.



პანტოლეონი დიდად წუხდა თავისი წარმართი მამის გამო და ფიქრობდა ქრისტეს რწმენასთან როგორ მიეყვანა. ერთხელ მამას უთხრა: – "გამარკვიე: ეს ღმერთები, ჩვენს სახლში რომ არიან, რატომ არ მოძრაობენ? ზოგნი რატომ დგანან, ზოგნიც – სხედან. ნუთუ მათ, უსულოებს, შეუძლიათ ჩვენი ლოცვა ისმინონ და შეგვეწიონ?" მამამ არაფერი უპასუხა, მაგრამ პანტოლეონმა შენიშნა, რომ იმ დღიდან მოყოლებული მამამისს კერპების მიმართ ძველებური რწმენა აღარ ჰქონდა.



ერთხელ პანტოლეონთან ბრმა მიიყვანეს. პანტოლეონ, – უთხრა ბრმამ, – მიხსენ სიბრმავისაგან, დამანახე ტკბილი სინათლის ნათება! მრავალ ექიმს მივმართე, მთელი ჩემი ქონება მათ დავახარჯე, მაგრამ ვერაფერი მიშველეს. განმკურნე და რაც დამრჩა ყველაფერს შენ მოგცემ. ევსტორგიმ გაიგონა ეს და შვილს უთხრა:



– გაფრთხილდი პანტოლეონ! ნუ იქნები თავდაჯერებული, რომ დასაცინი არ გახდე. ხელს ნუ მოჰკიდებ საქმეს, რომელსაც შენზე გამოცდილმა ექიმებმა თავი ვერ გაართვეს!



– ცოტა ხანს მოიცადე, მამაჩემო, – თქვა პანტოლეონმა, – და შენ ჩემი წამლების ძალას დაინახავ.



შემდეგ პანტოლეონი ბრმის თვალებს ხელებით შეეხო და თქვა: "უფალ იესო ქრისტეს სახელით, აიხილე!" და ბრმა მყის განიკურნა. იქ მყოფნი გაოგნდნენ. ევსტორგიმ მაშინვე ირწმუნა ქრისტე და მღვდელმა ერმოლაოზმა განკურნებულთან ერთად მონათლა.



ცოტა ხნის შემდეგ ევსტორგი მიიცვალა, მისი მემკვიდრეობა პანტოლეონს დარჩა. მან მონები უხვად დაასაჩუქრა და გაათავისუფლა. თავისი მამულით იგი გაჭირვებულებს, ღარიბებსა და ქვრივ-ობლებს ეხმარებოდა, საპყრობილეებში დადიოდა, ბორკილდადებულებს ანუგეშებდა და ავადმყოფებს კურნავდა. ქალაქის მცხოვრებლებმა სხვა ექიმებს თავი ანებეს და პანტოლეონს მიმართეს. ხალხში მას როგორც უანგარო ექიმს, ისე იცნობდნენ.



ყოველივე ამასთან ერთად განკურნებული უსინათლო ქალაქში დადიოდა და თავის მკურნალს განადიდებდა. ხედავდნენ მას უწინდელი ექიმები, რომლებმაც ბრმას ვერაფერი უშველეს და პანტოლეონის მიმართ შურით ივსებოდნენ. მათ თვალთვალი დაუწყეს და შენიშნეს, რომ ის საპყრობილეებში დადიოდა, ქრისტიან ტუსაღებს მკურნალობდა, და იმპერატორს ამბავი მიუტანეს. – ხელმწიფეო, – უთხრეს მათ, – ჭაბუკმა, რომელსაც შენ საექიმო ხელოვნების შესწავლა სთხოვე, შენი სიყვარული უარყო! ის ქრისტიან ტუსაღებთან დადის, ღმერთების ამ მგმობელებს ვიღაც ქრისტეს სახელით კურნავს და მათი თანამოაზრეა. თუ მას ცოცხალს დატოვებ, ღმერთებს მასავით მრავალი განუდგება. თუ სიმართლის გაგება გინდა, მოიყვანე ის, ვინც მან განკურნა და ნახავ, რომ არ გატყუებთ.



მეფის ბრძანებით ყოფილი ბრმა მოიყვანეს და ჰკითხა მეფემ, ვინ განკურნა იგი და როგორ.



– პანტოლეონმა ქრისტეს სახელს მოუხმო, შემდეგ ჩემს თვალებს შეეხო და თვალი ამეხილა, – თქვა მან. მანამდე კი სხვა ექიმებში დიდძალი ფული დავხარჯე, მაგრამ ვერაფერი მიშველეს. განა რას მიშველიდნენ ისინი, ვინც უსულო კერპებს ეთაყვანებიან? ისინი თავად ბრმები არიან და გაჭირვებულს ვერაფერს უშველიან.



მეფემ ამის გაგონებისთანავე მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა და მაშინვე პანტოლეონის მოსაყვანად ხალხი გაგზავნა. – პანტოლეონ, ამბობენ, რომ ესკულაპეს ამცირებ და სხვა ღმერთებს გმობ, ხოლო ქრისტეს ადიდებ და ღმერთად მხოლოდ ის მიგაჩნია! მოგიხმე, რათა სიმართლე შენი პირიდან გავიგო. ღმერთებს მსხვერპლი შესწირე და მეცოდინება, რომ შენ შესახებ სიმართლე არ მითხრეს.



პანტოლეონმა ამაზე უპასუხა: – მე ნამდვილად მძულს ესკულაპე და თქვენი დანარჩენი ღმერთები, ქრისტეს კი ვადიდებ. მისმინე, მეფეო, ქრისტეს საქმეებზე მოკლედ მოგითხრობ. მან ცანი შექმნა, მიწა დაამტკიცა წყალზე, ბრმებს თვალები აუხილა, კეთროვნები განკურნა, მკვდრები აღადგინა. თუ მოისურვებ, შენც იხილავ მის ყოვლადძლიერებას. უბრძანე მომაკვდავი მოიყვანონ, ვის განკურნებაზეც ექიმებმა უარი თქვეს. დაე, შენმა ქურუმებმა ღმერთებს მოუხმონ და მისი გამრთელება სცადონ, შემდეგ მე ჩემი ღმერთის მიმართ ვილოცებ. მაშინ ნათელი გახდება, ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც უნდა ადიდო.



მეფე დათანხმდა. მოიყვანეს განრღვეული, სხეულის ვერც ერთ ნაწილს რომ ვერ ამოძრავებდა. ქურუმები დიდხანს უხმობდნენ ღმერთებს, მაგრამ მათ პასუხს არავინ სცემდა. მაშინ მეფემ თქვა: "ილოცე, პანტოლეონ, და ვნახოთ!" პანტოლეონმა ილოცა, შემდეგ აიღო განრღვეულის ხელი და ხმამაღლა წარმოთქვა: "უფალ იესო ქრისტეს სახელით ადექ და განმრთელდი!" განრღვეული მაშინვე ადგა.



ასეთ აშკარა სასწაულს წესით მეფე და ქურუმები უნდა დაერწმუნებინა, რომ ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ მათ, შურით ანთებულებმა, მეფეს უთხრეს: ხელმწიფეო! ამ ჭაბუკს თუ არ მოკლავ, ღმერთებისადმი მსხვერპლშეწირვა შეწყდება და ქრისტიანთა თვალში დასაცინი გავხდებით.



მაშინ მეფის ბრძანებით პანტოლეონი შეიპყრეს და წამება დაუწყეს. ის გაშიშვლებული ჩამოკიდეს, სხეული რკინის კაუჭებით დაუფლითეს და სანთლებით დაუწვეს, მაგრამ ერმოლაოზის სახით უფალი გამოეცხადა და უთხრა: "ნუ გეშინია, მე შენთან ვარ!" ჯალათებს ხელები მაშინვე მოუდუნდათ და სანთლებიც ჩაქრა. მეფემ ეს რომ დაინახა, ბრძანა დიდ ქვაბში კალა დაედნოთ და მოწამე შიგ ჩაეგდოთ, მაგრამ ცეცხლი მაშინვე ჩაქრა, კალა გაცივდა და პანტოლეონი უვნებელი დარჩა.



მეფემ ვერც ეს სასწაული გულისხმაყო და ბრძანა მოწამისთვის კისერზე დიდი ქვა მოებათ, ზღვაში გაეყვანათ და დაეხრჩოთ, მაგრამ პანტოლეონს ერმოლაოზის სახით კვლავ უფალი გამოეცხადა, ქვა შეხსნა და ხელჩაკიდებული ნაპირზე გაიყვანა.



დაბრმავებულ ტირანს ამჯერადაც არ უნდოდა ამ სასწაულში ღვთის ძალა დაენახა და სატანჯველს ერთმანეთის მიყოლებით იგონებდა, მაგრამ ვერც მხეცებმა, რომლებთანაც მოწამე ჩააგდეს, ვერც კბილანებიანმა ბორბალმა ვერაფერი ავნო. მაშინ მეფემ პანტოლეონის ქალაქიდან გაყვანა, თავის მოკვეთა და სხეულის დაწვა ბრძანა.



მოწამის ნეტარი აღსასრულის ადგილას მხოლოდ ზეთისხილის ხე იდგა. პანტოლეონი ამ ხეზე მიაბეს. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მას მახვილი შემოჰკრა, მაგრამ რკინა ცვილივით გაიღუნა და მოწამეს ვერაფერი ავნო, რადგან მას სიკვდილისწინა ლოცვა ჯერ არ დაესრულებინა. ამ დროს ზეციდან ხმა გაისმა: – ამიერიდან შენი სახელი იქნება პანტელეიმონი (ყოვლადმოწყალე), რადგან ყველას წყალობას უყოფ!



ამ ახალი სახელით ღმერთი მიანიშნებდა, რომ ყველა, ვინც გასაჭირში ან მწუხარებაში პანტელეიმონს მოუხმობს, მისგან ნუგეშს მიიღებს.



მეომრები, რომლებსაც ზეციდან ხმა შემოესმათ, მოწამის ფერხთით დაემხნენ და მიტევებას სთხოვდნენ. მაგრამ მისი აღსასრულის დრო მოვიდა და მან თქვა:



– თუ ბრძანებას არ შეასრულებთ, ჩემი ქრისტესგან წყალობას ვერ მიიღებთ. მაშინ ერთ-ერთმა აიღო მახვილი და წმინდანს თავი მოჰკვეთა. ჭრილობიდან სისხლის მაგივრად რძე გადმოვიდა, ხოლო ზეთისხილის ხე კენწეროდან ძირამდე ნაყოფით დაიხუნძლა. მრავალმა, ვინც დასჯას დაესწრო, ქრისტე ირწმუნა. მოწამის სხეულის ცეცხლში ჩაგდება ბრძანეს, მაგრამ მას ცეცხლი არ შეეხო. ქრისტიანებმა აიღეს წმინდანის სხეული და პატივით დაკრძალეს.



ამ ყოველივეს პანტელეიმონის სამი მსახური ადევნებდა თვალს, ზეციდან ხმაც ისმინეს და ყველაფერი აღწერეს, რათა საუკუნოდ ყოფილიყო ხსოვნა მოწამისა.



თარგმნა ნინო გულიაშვილმა
კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება | ნანახია: 1627 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: დიდმოწამე, პანტელეიმონი, და მკურნალი, დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ