- აუცილებელია ზიარების შემდგომი ლოცვის წაკითხვა? იუდას რომ ზიარებისას მადლობა ეთქვა, არ დაიღუპებოდა მიუხედავად იმისა, რომ გასცა უფალი. მადლიერების გრძნობა ყოველთვის უნდა ჰქონდეს ადამიანს, მით უფრო, როდესაც წმიდა ძღვენს ეზიარება. თუ გარკვეული პირობების გამო ვერ ხერხდება ზიარების შემდგომი ლოცვის წაკითხვა, სიტყვიერად მაინც უნდა შევწიროთ მადლობა უფალს.