სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
მთავარი » 2011 » აპრილი » 13
კატეგორია: ისტორია
თამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207), საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველის რეპუტაციით სარგებლობდა, რისთვისაც მას ქვეშევრდომებმა "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი" ტიტული უბოძეს.
|
კატეგორია: სხვადასხვა
ჩვენთვის, სივრცითა და დროით შეზღუდულთათვის, ძნელი აღსაქმელია ღმერთის უსასრულობის ჭეშმარიტი არსი, ვინაიდან ჩვენი უკიდეგანო სამყაროც კი არ არის უსასრულო და კაცის გონება ვერ ჩასწვდომია მის საიდუმლოებას.
სამყაროს ზომები იმ განვლილი დროის რაოდენობით განისაზღვრება, რომლის მდინარებაც სამყაროს შექმნის მომენტიდან დაიწყო, რამდენადაც მანამდე არ არსებობდა არაფერი - არც მატერია, არც სივრცე და არც დრო.
სამყაროს „დაბადების" პროცესი მეცნიერებაში აღწერილია „დიდი აფეთქების" თეორიის სახით.
პირველი არგუმენტი ფუნდამენტურ მეცნიერებაში, რომელიც სამყაროს ქმნადობაზე და არა მის შემთხვევით გაჩენაზე მეტყველებს, სამყაროს დროში „დაბადების" საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში იყო შემჩნეული, რომ სამყარო გამუდმებით ფართოვდება. რამდენადაც ჩვენი სამყარო უსაზღვრო არ არის, იმდენად, როდესღაც შორეულ წარსულში, „არარადან" უეცრად წამოვიდა ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა, რომელმაც მთელი კოსმოსი წარმოშვა.
ძველ დროში, ბიბლიის ტექსტის განმმარტებლები სამყაროს მოსეს წიგნების გრაგნილს ადარებდნენ: გრაგნილის გაშლას სამყაროს გაფართოებას ამსგავსებდნენ, ხოლო დახვევას - შეკუმშვას.
|
|
|
|
|