სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 8 სტუმარი: 8 მომხმარებელი: 0
|
|
მთავარი » 2010 » ივნისი » 18 » 18 ივნისი-ღირსი ანუბი აღმსარებელი,მეუდაბნოე
2:01 PM 18 ივნისი-ღირსი ანუბი აღმსარებელი,მეუდაბნოე |
18 ივნისი-ღირსი ანუბი აღმსარებელი,მეუდაბნოე
ღირსი ანუბი IV საუკუნეში აწამეს ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისათვის,მაგრამ ცოცხალი დარჩა და უდაბნოში გავიდა.აქ მან დააარსა მცირე საძმო,სადაც ექვს ბერთან ერთად მოღვაწეობდა.მათ შორის იყო მისი ღვიძლი ზმაც-პიმენი დიდი.ერთეხ ავაზაკებმა სავანე დაარბიეს და ბერებმა მიტოვებულ საკერპეს შეაფარეს თავი,თან ერთკვირიანი მდუმარების აღთქმა დადეს. მიცვალებამდე სამი დღით ადრე ღრმად მოხუცებული წმიდანი მოინახულეს მეუდაბნოე მამებმა და სთხოვეს,მიეთხრო თავისი ცხოვრება ქრისტიანთა დასამოძღვრად.ღირსმა ანუბიმ უპასუხა,დიდებული და საქებარი არაფერი გამიკეთებია,მაგრამ ხანგრძლივი ხვეწნა მუდარით ბოლოს მაინც დაიყოლიეს.თავმდაბალი მეუდაბნოე ღირსი ანუბის თქმით,მას შემდეგ,რაცჯალათების წინაშე ქრისტე აღიარა,მისი ბაგეები ამაო სიტყვებს არ შეუბილწავს,რადგან არ სურდა,ჭეშმარიტი აღსარების შემდეგ,სიცრუე ეთქვა,გულით მუდამ ღვთისკენ მიილტვოდა,არაერთხელ უხილავს უფლის საყდრის წინაშე წარმდგარი ანგელოზები და ღვთის სათნომყოფელნი.ხედავდა მართალთა საუკუნო ნეტარებას სასუფეველში და სატანისა და მის მიმდევართა ტანჯვასაც ჯოჯოხეთის ჩაუქრობელ ცეცხლში.მესამე დღეს რირსი ანუბი მიიცვალა.მისი სული ანგელოზთა გალობის თანხლებით ამაღლდა ზეცად
|
კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება |
ნანახია: 1554 |
დაამატა: gvanc
| ტეგები:
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|