† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2013 » აპრილი » 29 » ქვიშით ნათლობის შესახებ (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა)
7:05 PM
ქვიშით ნათლობის შესახებ (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა)


აბბა პალადიმ გადმოგვცა ერთ-ერთი ბერის - აბბა ანდრიას მონათხრობი:

"ახალგაზრდობაში საკმაოდ უწესოდ ვცხოვრობდი, - ჰყვებოდა აბბა ანდრია. - ერთხელ, შფოთისა და არეულობის დროს, სხვებთან ერთად პალესტინაში გამოვიქეცი. სულ ცხრანი ვიყავით. ჩვენ შორის იყო ერთი ფილობონისი და ერთი ებრაელი. უდაბნოში ებრაელი იმდენად დასუსტდა, რომ ყოველგვარი ძალა გამოეცალა. ყველანი სასოწარკვეთილებაში ჩავცვივდით, არ ვიცოდით, რა მოგვეხერხებინა მისთვის. თუმცა არ მიგვიტოვებია, - თითოეულ ჩვენგანს, ვისაც რამდენ ხანს შეეძლო, ზურგზე აკიდებული მოჰყავდა იგი. არ გვინდოდა, უდაბნოში მომკვდარიყო, ვფიქრობდით ქალაქამდე ან სოფლამდე მაინც მიგვეყვანა. მაგრამ ჭაბუკი შიმშილისგან და წყურვილისგან, ციებ-ცხელებისგან და აუტანელი დაღლილობისაგან უკვე სიკვდილის პირას იყო. ისიც კი აღარ შეეძლო, რომ სხვებს ეტარებინათ. მაშინ ცრემლებით დავიტირეთ იგი და გადავწყვიტეთ უდაბნოში დაგვეტოვებინა, რადგან ვშიშობდით, ჩვენც არ მოვმკვდარიყავით წყურვილით. ჭაბუკი ქვიშაზე დავაწვინეთ, თან ვტიროდით. როცა დაინახა, რომ წასვლას ვაპირებდით, ის მხურვალედ შეგვევედრა:

- ღმერთის სახელით! იმ ღმერთის, რომელიც უნდა მოვიდეს განსჯად ცხოველთა და მკვდართა, ნუ დაუშვებთ იმას, რომ იუდეველი მოვკვდე. მინდა ქრისტიანი გავხდე... მომნათლეთ; ღმრთის გულისათვის, რათა, ამქვეყნიდან გასული, ნათელღებული წარვდგე ღმრთის წინაშე...

- ძმაო, - ვუთხარით ჩვენ, - ვაი რომ, არა გვაქვს ამის უფლება. ჩვენ ერის ხალხი ვართ, ეს კი ეპისკოპოსებისა და მღვდლების საქმეა. თანაც აქ წყალსაც ვერსად ვიშოვით.

მაგრამ იგი ცრემლმორეული გვაფიცებდა და გვევედრებოდა;

- ჰოი, ქრისტიანებო, ნუ მომაკლებთ ამ საღმრთო ნიჭს!!

ჩვენ საგონებელში ჩავცვივდით, აღარ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. მაშინ ზემოხსენებულმა ფილობონისმა, თითქოსდა ზეშთაგონებით აღძრულმა, შესძახა:

- წამოაყენეთ და გახადეთ ტანსაცმელი!

დიდი გაჭირვებით წამოვაყენეთ და გავხადეთ. ფილობონისმა ორივე პეშვით ქვიშა აიღო, ებრაელ ჭაბუკს თავზე სამჯერ დააფრქვია და წარმოთქვა:

- ნათელს იღებს მონა ღმრთისა თეოდორე, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ჩვენ კი წმინდა, ერთარსი სამების თითოეული წევრის მოხმობისას "ამინს" ვამბობდით. და, - ღმრთის წინაშე ვამბობ, ძმანო, - ქრისტემ, ძე ღმრთისამ, განკურნა იგი და იმდენად განაძლიერა, რომ მასში ავადმყოფობის კვალიც აღარ დარჩა: პირიქით, სრულიად ჯანსაღი, განახლებული ძალებით მხნედ მიგვიძღოდა წინ. ასკალონში, რომ ჩამოვედით, ქალაქის ეპისკოპოსს - ნეტარ დიონისეს ვუამბეთ ყველაფერი. ეს წმინდა კაცი განაცვიფრა ჩვენმა მონათხრობმა და მან მთელი თავისი სამღვდელო დასი შეკრიბა ამ საკითხის განსახილველად: უნდა ჩაითვალოს თუ არა ჭეშმარიტ ნათლისღებად ქვიშით შესრულებული ნათლობა? ერთნი ამბობდნენ, რომ უნდა ჩაითვალოს და, ამის დასტურად, მომხდარ სასწაულზე მიუთითებდენ, მეორენი კი საპირისპიროს ამტკიცებდნენ:

- გრიგორი ღმრთისმეტყველი, - ამბობდნენ ისინი, - ნათლისღების ყველანაირ სახეს აღრიცხავს, კერძოდ: მოსეს ნათლისღება წყლით, მანამდე კი - ღრუბლით და ზღვით; შემდეგ - იოანეს ნათლისღება, რომელიც, სხვათა შორის, უკვე აღარ ითვლებოდა იუდეურად, რადგანაც ეს ნათლისღება არა მხოლოდ წყალში შთაფვლით აღესრულებოდა, არამედ სინანულიც ახლდა თან; შემდეგ, - იესოს ნათლისღება სულიწმინდით: ეს უკვე ნათლისღების სრულყოფილი სახეა; კიდევ მეოთხე ნათლისღება ვიცით - სისხლითა და აღმსარებლობით; და ვიცით მეხუთეც - ცრემლებით... რომელი ამათგანით მოინათლა ჭაბუკი, რომ შეერაცხოს ჭეშმარიტ ნათლისღებად? მით უფრო, ხომ გვახსოვს მაცხოვრის სიტყვები ნიკოდომისის მიმართ: ''უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა'' (იოანე 3,5) .

- მაშინ, - თქვეს ზოგიერთებმა, - მოციქულების ნათლობის შესახებაც ხომ არსად არაფერი წერია, ნუთუ ისინი ვერ შევლენ სასუფეველში?

- არა, მოციქულები მონათლულები არიან! ამაზე კლემენტოს სტრომატევტი წერს თავისი "ჰიპოტიპოზის" მეხუთე ტომში. მოციქულის ამ სიტყვების განმარტებისას - "ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ არავის თქუენგანსა ნეთელ-ვეც" - იგი აღნიშნავს: ამბობენ, რომ ქრისტემ მონათლა მხოლოდ პეტრე, პეტრემ - ანდრია, ანდრიამ - იაკობი და იოანე, ამათ კი - სხვა დანარჩენები".

აი ეს და კიდევ მრავალი სხვა რამ ითქვა; და ბოლოს ნეტარმა ეპისკოპოსმა დიონისემ გადაწყვიტა: ჭაბუკი ებრაელი იორდანეზე გაეგზავნა მოსანათლად, ფილობონისისთვის კი დიაკვნად დაესხა, ხელი".





იოანე მოსხი

ლიმონარი ანუ სამოთხე
კატეგორია: სულიერი სწავლებანი | ნანახია: 1872 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა, შესახებ, ნათლობის, ქვიშით | რეიტინგი: 2.5/2
სულ კომენტარები: 0









© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ