ნათლისღებას გილოცავთ! - 19 იანვარს 2012 - - † წამი: წარსული. აწმყო. მომავალი. იმედი!
ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია... დედა თამარი (მარჯანიშვილი)

ავტორიზაცია

მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0











ელფოსტა:
პაროლი:

დამალვა

მთავარი » 2012 » იანვარი » 19 » ნათლისღებას გილოცავთ!
0:09 AM
ნათლისღებას გილოცავთ!


ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. განა ეს საკვირველია? – უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს? (კირილე იერუსალიმელი).

ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

ყველას გილოცავთ!
კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 120 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: გილოცავთ!, gilocavT, natligebas, ნათლისღებას | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 vaxo   (2012-02-14 1:48 PM)
http://top-saitebi.do.am/ shedit all da daaaregtrit saitebi

Name *:
Email:
Code *:









© 2012 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში