† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








ლოცვანი



ლოცვანი საზრდელის მიღების წინ და შემდგომად საზრდელ


ლოცვა საზრდელის მიღების წინ

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

მეუფეო ზეცათაო, გვაკურთხენ.

(და ჯვარი გადასახე საზრდელსა და სასმელს)


ლოცვა შემდგომად საზრდელის მიღებისა


გმადლობ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რამეთუ განმაძღე ჩუენ ქვეყნიერთა კეთილთა შენთაგან; ნუ დამაკლებ ჩუენ ზეცისაცა შენსა სასუფეველსა, არამედ ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა მიხვედ, მაცხოვარ, და მშვიდობა მიჰმადლე მათ, ეგრეცა მოვედ ჩუენთანა და გვაცხოვნენ ჩუენ, ამინ.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

მეუფეო ზეცათაო, გვაკურთხენ.





ლოცვანი ყოველი საქმის დაწყების წინ და შემდგომად საქმის აღსრულებისა


ლოცვები ყოველი საქმის დაწყების წინ

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

მაკურთხე უფალო და შემწე მეყავ მე, ცოდვილს, აღსრულებასა ზედა ამის საქმისასა სადიდებელად შენდა.

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო მხოლოდშობილო დაუსაბამოისა მამისაო, შენ სთქუ ყოვლადწმიდითა ბაგითა შენითა: ვითარმედ გარეშე ჩემსა არცა ერთი რაჲ ძალგიძსთ. უფალო ჩემო, უფალო, რწმენით მომიცავს გულსა და სულსა შინა ჩემსა შენ მიერ თქმული, შეუვრდები სახიერებასა შენსა: შემეწიე მე ცოდვილს, რათა საქმეჲ ესე, ჩემ მიერ დაწყებული განვასრულო შენ მიერ, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათათა, ამინ.



ლოცვა საქმის დამთავრების შემდეგ

აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ, ქრისტე, ღმერთო ჩემო, აღავსე სიხარულითა და მხი-არულებითა გული ჩემი და მაცხოვნე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალ-მოწყალე




ლოცვანი სწავლის დაწყების წინ და შემდგომად სწავლისა


ლოცვა სწავლის დაწყების წინ

ყოვლად სახიერო უფალო, გარდამოგვივლინენ ჩუენ მადლი სულისა წმიდისა შენისა, მომნიჭებელი გულის-ხმის-ყოფისა და განმაძლიერებელი, ძალთა სულთა ჩუენთასა, რათა ჩუენ, ყურადმღებელნი გარდამოცემულისა ჩუენდა სწავლისა, აღვიზარდნეთ შენ შემოქმედისა ჩუენისა სადიდებლად, მშობელთა ჩუენთა სანუგეშოდ, ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ.



ლოცვა შემდგომ სწავლისა

გმადლობ, შენ, შემოქმედო, რამეთუ ღირს მყავ ჩუენ მადლსა შენსა ყურადღებისათვის სწავლისა. აკურთხენ ჩუენნი მთავარნი, მშობელნი და მასწავლებელნი, მიმყვანელნი ჩუენდა ცნობად კეთილისა, და მოგვეც ჩუენ ძალი და სიმხნე, რათა ახლად შევუდგეთ სწავლასა ამას, ამინ.



ლოცვა ხატის წინაშე სანთლის დანთებისას სათქმელი

უფალო, მიითვალე მსხვერპლი ესე ნაშრომთაგან ჩემთა და მომეც საზღაური მადლითა შენითა. განატფე ლოცვათა შინა გული ჩემი, მეც მე ძალი აღმასვლად, ვითარ ცეცხლი ამის სანთლისა აღვალს, შემამკევ სარწმუნოებითა, სასოებითა, სიყვარულითა, სიმშჳდითა, თავშეკავებითა, მოთმინებითა, სიწმინდითა, ვითარცა ყვავილთაგან, რომელთაგანც შეიკრიბა ცვილი ესე.






© 2026 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

upalo qriste tavno ძალა აღავსე მეორე ილია - მამაო ჩვენო Giovanni Marradi ტროპარი დავით Giovanni Marradi - This little big love little - Amor Maradi ლოცვა Richard Clayderman დღეს Nostalgia იხარებენ Goodbye - ღვთისმშობელო ილია მეორე - ღვთისმშობელო ქალწულო - Passion ქალწულო - A Us Golden_melody-A_time_for_us melody Time for ილია მეორე golden თავნო ცოტნეს ცხოვრებისა წმიდა - სიყვარულისათვის მგალობლების ქმნილება ცხოვრება გილოცავთ გილოცავთ ბარბარობას!!! წმინდა ბარბა !!! წმინდა natligebas ნათლისღებას გილოცავთ! სუროჟელი პატრიარქის ქადაგება კირა ? ratom ნეკნისგან ბერი შორის განსხვავება გამოთქმები არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ და წარმოდგენები არასწორი დიდმოწამე დიდმოწამე ბარბარე დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი განმარტება განმარტება - ამინ - ამინ პაისი ეგნატე ეკლესიას ათონელი თქმული შესახებ ზიარების სასწაული წმინდა ზიარების შესახებ გახდა მოსახლეობა მთელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრი უწმინდესისა და უნეტარესის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის დ ლოცვები ლოცვები სამშობლოსათვის მამა საქართველოს უკანასკნელი ბაბილონი ბაბილონი ნათლობის პატრიარქის ქადაგება 02.05.2013 დიდი სამოთხიდან ადამიანების განდევნა ივნისი დღესასწაული სულთმოფენობის დღესასწაული პეტრეპავლობის მარხვა მარხვა გოლგოთის გიორგობას