† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2010 » ივნისი » 30 » სურამის ციხე
1:05 AM
სურამის ციხე

დაბა სურამის ტერიტორიაზე მრავალი კულტურული ძეგლია, რომელთაგან სურამის სავიზიტო ბარათი "სურამის ციხე” პირველ ადგილზეა.

ყველას, ცოტად თუ ბევრად განათლებულს და საქართველოს ისტორიასთან გაცნობილს ქართველს კარგად მოეხსენება ისტორიული მნიშვნელობა და დიდებული წარსული სურამის ციხისა. იგი ამაყად სდარაჯობდა თურმე ზემო ქართლის ხეობას ქ. გორიდან დაწყებული, ვიდრე ლიხის მთებამდე.

თუ როდისაა აშენებული სურამის ციხე, ისტორიულად არაა ცნობილი. ქართული საისტორიო წყაროები ამის შესახებ დუმან. XIX სკ-ის ქართველი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის ცნობით, სურამი და მისი ციხე-სიმაგრე აშენებულია მეფე ფარნავაზის (ძვ. წ.აღ-ის II-ის I ნახევარი) მიერ, 200 წლით ადრე ქრისტეს დაბადებამდე, სურამის ციხის აგებასთან საინტერესო ცნობებია დაცული სპარსულ და თურქულ საისტორიო წყაროებში, XVII სკ-ის ცნობილი თურქი მოგზაური ევლია ჩელები სურამის ციხის აშენებას სპარსეთის მეფე ანუშირვანის სახელს მიაწერს. სპარსი ისტორიკოსი ისქანდერ მუნში ციხის აშენებას შაჰ აბასს უკავშირებს. თანამედროვე ქართველი ისტორიკოსები (შ. მესხია, პ. ზაქარაია და სხვა) აზრით, ციხე განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში აიგო (XIს.).

ამრიგად, ქართულ და უცხოურ ისტორიულ წყაროებში სურამის ციხე XVI-XVII საუკუნეებიდან იხსენიება და ქვეყნის თავდაცვის საქმეში უდისესი სტრატეგიული მნიშვნელობა ქონდა XIV სკ-ის დასაწყისამდე. იგი იმართებოდა სამეფო ხელისუფლებისაგან.

სურამის ციხე ძნელად მისადგომ ციხედ ითვლებოდა. იგი კლდოვან კონცხზეა აგებული, მისი კედლები საკმაოდ სქელი და მყარია. სურამის ციხით ერთ დროს დაინტერესებულა იტალიელი მხატვარი, რომლის მიერ შესრულებული გრავიურა არსებობს მე-18 სკ-ით დათარიღებული, თურქი მოგზაური ევლია ჩელები, ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, გერმანელი მოგზაური იაკობ რაინგერი, ალექსანდრე ამილახვარი სურამის ციხის უძლეველობაზე წერს: ასე აგვვიწერენ ქართველი და უცხოელი ავტორები სურამის ციხეს. ყველა ერთხმად მიუთითებს მის სიმტკიცესა და სიძლიერეზე, მან საუკუნეების მანძილზე მთელი რიგი ცვლილებები განიცადა გარეგნული თვალსაზრისით, ჩვენამდე მოაღწია თითქმის ისე, როგორც XIX სკ-ის 30-იანი წლებისათვის გამოიყურებოდა. 1898 წელს გაზეთი "ცნობის ფურცელი” აღნიშნავდა: "ეხლა სურამის ციხე აღარას წარმოადგენს, სამხრეთით სულ ჩამონგრეულია. შერჩენოდა აღმოსავლეთ ჩრდილო დასავლეთით კედლები, ისინიც ძალიან დაზიანებული, შიგ კიდევ ეკლესიის მეტი აღარაა გადარჩენილა რა. ისიც ძალიან ჩქარა დაინგრევა. ეკლესიის კედლები, ეტყობა დახატული უნდა ყოფილიყო, მაცხოვრის სახე ოდნავადღა ეტყობა”.




სურამის ციხე-სიმაგრე კომპლექსს წარმოადგენს, მასში შედის გალავანი-ციხე, წმ. გიორგის ეკელსია, კოშკი და სასახლე. ციხეს ქონდა გვირაბი, რომელიც დაბლა ეშვება 12-16 მეტრზე, შემდეგ ქვემოთაა ჩახერგილი. გადმოცემის თანახმად ციხე უკავშირდებოდა ამაღლების ეკლესიას და მდ. სურამულას, საიდანაც სასმელი წყალი შექონდათ ციხეში. სურამის ციხის შესახებ უძველესი დროიდან არსებობს თქმულება, თითქოს მისი უძლეველობის მიზეზი იმაშია, რომ მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი, რომლის შესახებ დღესაც მღერიან ხალხში. ამ ლეგენდას მიუძღვნა დ. ჭონქაძემ თავისი ნაწარმოები "სურამის ციხე”, რომელიც მოგვითხრობს, რომ სურამის ციხე რომ აშენებულიყო დედისერთა ვაჟი – ზურაბი უნდა ჩაეტანებინათ კედელში, ამბობენ იმ მხარეს სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავსო დედის ანკარა ცრემლი. იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს სურამის ციხესთან გამოდის შავებში გახვეული ქალი და ტირილით შეჰღაღადებსო ციხის ნანგრევებს:

"სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო
ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო”.

იგივე ლეგენდა დაედო საფუძვლად სურამელი მწერლის დავით სულიაშვილის ვრცელ მოთხრობას "ზურაბის ციხე”.




სურამის მკვიდრმა, ყოფილმა განათლების გამგემ, აწ. გარდაცვლილმა კარლო ნადირაძემ ლექსი მიუძღვნა სურამის ციხეს:

"როდესაც დუღაბით ჩაკირულ კედელზე,
მზე სხივებს მოაბნევს თბილსა და ელვარეს,
როდესაც ზღვა ნისლში ის ციხე გასცურავს,
მე ფიქრი შემიპყრობს, შმაგი და მღელვარე,
ბნელ საუკუნეებს გაფანტავ გონებით.
დილაა, ზღვა ხალხი ციხესთან ზურაბი
ნაღვლიან თვალებით გასცქერის მიდამოს
დაბლა მის ფეხებთან გართხმულა სურამი.
ეს ხალხის სიჩუმე: ქვითინი დედისა
ქაფჩების ხმაური და გულთან სიცივე;
ოცნების დაღუპვა, ქვითინი სატრფოსი,
ჰაერის სიმცირე, ჰაერის სიმცირე.
გათავდა ჰაერი ათრთოლდა ქვითინით
კედელთან გამოჩნდა მტირალი ასული;
ციხეს არ შორდება, იქ ეგულებოდა
ჭაბუკი კედელში დუღაბში ჩასმული.
საღამო, ო ბნელი ის ქართლის საღამო
რომელიც ერეკლემ ნაღმებით დაფლითა
და ციხე ნაომი ათასი წლებითა
აიღო ნაღარით, ზეიმით, დაფითა.

კატეგორია: ტაძრები და მონასტრები | ნანახია: 1829 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ