† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2010 » ივლისი » 2 » ფსალმუნნი თანამედროვე ქართულით გამოიცა
0:26 AM
ფსალმუნნი თანამედროვე ქართულით გამოიცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II: "ერთ–ერთი წმიდა მამა ამბობს, რომ სჯობია მზემ შეწყვიტოს თავისი ნათება, ვიდრე შეწყდეს დავითნის კითხვა”

იმას, ვისაც ძველი ქართულით შესრულებული ფსალმუნის გაგება უჭირს, ამიერიდან, შეუძლია თანამედროვე ქართულით გამართული, ფსალმუნნთა კანონიკური ტექსტი წაიკითხოს, წიგნში – ფსალმუნნი, რომელიც ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტისა და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლობის შედეგად, რამდენიმე დღის წინ გამოიცა.

"ფსალმუნის ძველი ქართული, კანონიკური ტექსტის თანამედროვე ქართულად გამართვის (ადაპტირების) მიზანია, მოხსნას ენობრივ დონეზე არსებული სირთულე, დაუბრუნოს ბიბლიას, კერძოდ კი ფსალმუნების წიგნს თავისი თავდაპირველი და უპირველესი დანიშნულება – იყოს მლოცველისა და მკითხველისათვის ღვთიური მადლის ზიარებისა და ბიბლიური სიბრძნის შეცნობის უშრეტი წყარო”, – ნათქვამია წიგნის წინასიტყვაობაში, რომლის წარდგინება საქართველოს საპატრიარქოში მოეწყო.

წიგნის ბოლოს, ახნა–განმარტებებში ფსალმუნი ასეა განმარტებული – "ფსალმუნი ებრაულად "მიზმორ”-ს ნიშნავს – მუსიკის თანხლებით, ღმერთის სადიდებელ გალობას. ამ საგალობელთა კრებულმა მიიღო სახელწოდება – ფსალმუნნი, ბერძნული სიტყვიდან "ფსალო”, რაც ნიშნავს სიმღერას, სიმებიანი მუსიკალური საკრავის თანხლებით. საკრავს ებრაულად ეწოდება "ნეპელ”, ბერძნულად "ფსალტერიონ”, ქართულად საფსალმუნე. მეოთხმოცე ფსალმუნში სიტყვა ფსალმუნი ინსტრუმენტის მნიშვნელობით იხმარება. ძველი ქართული ტრადიციის თანახმად, ფსალმუნთა კრებულს დავითნი ეწოდება”.

ფსალმუნნის წარდგინებისას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ, მის მნიშვნელობაზე ასეთი რამ თქვა – "დავითნი განსაკუთრებული წიგნია; უპირველეს ყოვლისა, ეს არის წინასწარმეტყველება, მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ამის შესახებ თვითონ უფალი ბრძანებს, თავის სიტყვებში. დავითნი იწყება სიტყვებით – "ნეტარ არს კაცი” და მთავრდება – "ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი”. წმიდა მამები ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ამის შესახებ; ერთ-ერთი წმიდა მამა ამბობს, რომ სჯობია მზემ შეწყვიტოს თავისი ნათება, ვიდრე შეწყდეს დავითნის კითხვა”.

ფსალმუნნთა კანონიკური ტექსტის ძველი ქართული ენიდან თანამედროვე ქართულად გამართვაზე მუშაობა, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტმა, 2004 წელს დაიწყო, მისი უწმინდესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს ეკლესიის აქტიური მონაწილეობით.

ახლადგამოცემული წიგნი ეძღვნება წმიდა გიორგი მთაწმიდლის დაბადების 1 000 წლისთავს, რომლის გამოცემაზე მუშაობდნენ: პროფესორი ირინე მელიქიშვილი – ძველი ქართული ტექსტის ადაპტაცია, თანამედროვე ქართულზე; გურამ დოჩანაშვილი – თანამედროვე ტექსტის სტილისტურად გამართვა; დეკანოზი მიქაელ გალდავა – თანამედროვე ტექსტის თეოლოგიური რედაქტორი; სალომე ზვიადაძე – თანამედროვე ტექსის აპრობაცია და კორექტურა; ასოცირებული პროფესორი, მღვდელი ლევან მათეშვილი – ნუსხური ტექსტის კორექტურა; პროფესორი ლელა ხაჩიძე, პროფესორი თინათინ ცქიტიშვილი – რეცენზენტები; ქეთევან გადილია, პროექტის კოორდინატორი.

საპატრიარქოში, ფსალმუნნის წარდგინებას, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ქეთევან გადილია უძღვებოდა, რომელმაც ფსალმუნნის თანამედროვე ქართულით გამოცემის მიზეზი ასე ახსნა:

"საქართველოში არსებობს ფსალმუნის კითხვის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია; ფსალმუნნთა წიგნს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, თანამედროვე ქართული საზოგადოების სულიერ ღირებულებათა სისტემაში; ქართველი მკითხველისთვის და მორწმუნე–მლოცველი ადამიანისთვის ფსალმუნნი ერთ–ერთი უსაყვარლესი წიგნია; ფსალმუნთა კანონიკური ტექსტი მიეკუთვნება მეთერთმეტე საუკუნეს და როგორც მოგეხსენებათ, იგი გიორგი მთაწმინდლის რუდუნებით, შრომით და მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობის შედეგადაა შექმნილი; მეთერთმეტე საუკუნის შემდეგ ქართულ ენაში საკმაოდ დიდი ცვლილება მოხდა და დღეს მკითხველს ძველი ტექსტის აღქმა და ჯეროვნად გაგება ცოტა უჭირს; ამიტომ გადავწყვიტეთ, ენობრივი სირთულე მოგვეხსნა და თანამედროვე ტექსტი გაგვეკეთებინა. მისი უწმინდესობის სურვილით, ამ იდეას დაემატა ნუსხურად გამართული კანონიკური ტექსტი და მივიღეთ საკმაოდ რთული სტრუქტურის წიგნი, რომელიც ვეცადეთ დაკაბადონებისას, მკითხველისთვის, რაც შეიძლება მარტივად აღსაქმელი გაგვეხადა. ერთ წიგნში სამი პარალელური ტექსტია განთავსებული – პირველ ნაწილად მოდის მხედრულით შესრულებული კანონიკური ტექსტი, შედგომ ნუსხურით შესრულებული კანონიკური ტექსტი და ბოლოს, მისი თანამედროვე ადაპტაცია”.

ანუ, ძველი ქართული და თანამედროვე ქართული ტექსტების პარალელურად დაბეჭდვით, მკითხველს, მლოცველს შესაძლებლობა ეძლევა ძველი ქართული ტექსტი წაიკითხოს და იმავდროულად, მისი ენობრივი თვალსაზრისით უკეთ გაგების მიზნით, თანამედროვე ტექსტით ისარგებლოს.

"ჩემთვის ძალიან სახიფათო იყო მასთან შეხება, დიდ შიშს განვიცდიდი, რადგან ეს გადაწონის, რაც მსოფლიო მხატვრულ ლიტერატურაში შექმნილა. ჩემი ოცნებაა მთაწმიდლის ენა დაბრუნდეს – ეს სიტყვები, ჩვენი ენა გამდიდრდეს. მე ასე მგონია და ბევრი დამეთანხმა (ფილოლოგები, რომელთაც დიდ პატივს ვცემ), რომ მაცხოვარი და სულიწმიდა, გიორგი მთაწმიდლის ენაში უფრო ჩანან, ვიდრე თანამედროვეში და ეს ძალიან კარგია. მე დიდი ხანია ვკითხულობ სახარებას და მაინც მჭირდება ხოლმე სულხან–საბას მოშველიება და გვერდიგვერდ რომ იქნება, ძველი და თანამედროვე ქართულით დაწერილი, წაიკითხავენ გიორგი მთაწმიდლის ენას, რომ გაუჭირდებათ, თანამედროვე ქართულით დაწერილს გადახედავენ და იქნებ ამან უფრო მეტად მოიზიდოს ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ერი, ამ წიგნისკენ”, – განაცხადა ფსალმუნნის წარდგინებისას გურამ დოჩანაშვილმა, რომელმაც წიგნში წარმოდგენილი ფსალმუნნის გიორგი მთაწმიდლისეული, გათანამედროვებული ტექსტი სტილისტურად გამართა.

ნინო მიქიაშვილი

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 2192 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0









© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ