† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0









მთავარი » 2012 » ივნისი » 15
კატეგორია: ღვთისმეტყველება
      └─►წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი - საკუთარი ცოდვის ხედვა
                                                                                                                                                   + თორნიკე



ის საშინელი ჟამიც მოვა, დადგება ის საშინელი წამიც, როცა ყველა ჩვენი ცოდვა შიშველი წარსდგება მსაჯულის – ღმერთის, მის ანგელოზთა, მთელი კაცობრიობის წინაშე. წინასწარ ვგრძნობ ჩემი სულის მდგომარეობას იმ მრისხანე ჟამს და ვძრწი. ასეთი ცოცხალი და მძლავრი წინათგრძნობით შეპყრობილი, ვჩქარობ შევუდგე საკუთარი სულის განხილვას, შევამოწმო ჩემი სინდისის წიგნში ჩაწერილი ცოდვები – საქმით, სიტყვით თუ გულისსიტყვით ქმნილი.

კარგა ხნის გადაუშლელ, კარადებში შენახულ წიგნებს მტვერი ედება, ჩრჩილი ჭამს, ვინც მათ აიღებს ხელში, წაკითხვა ერთობ გაუჭირდება. ამ წიგნს ჰგავს სწორედ ჩემი სინდისიც: დიდი ხნის ხელუხლებელს ძლივს შევუღე კარი, ხოლო რაც შიგნით ვნახე, იმან, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ნაკლებად დამაკმაყოფილა. მხოლოდ დიდი ცოდვები ჩანს მკაფიოდ, წვრილი ცოდვების ნუსხა კი თითქმის წაშლილა და ახლა ძნელია გარჩევა, რა იყო იქ ჩაწერილი.



დათვალიერება: 3095                                                                                               კომენტარები (0)
      








© 2026 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

upalo qriste tavno გული მეორე ილია - მამაო Giovanni Marradi ტროპარი აღმაშენებელის დავით -- Dreams - This ლოცვა მართალის - Melanxolia Clayderman Richard დღეს - Time - ღვთისმშობელო - Passion ქალწულო Us Time melody - A Golden_melody-A_time_for_us golden for ილია მეორე ხარ - კურთხეულ ილია მეორე - მოციქულთა თავნო ცოტნეს სიყვარული ცხოვრებისა წმიდა ეფრემ ასური მონასტრის შესრულებული ქმნილება ცხოვრება გილოცავთ გილოცავთ ბარბარობას!!! წმინდა ბარბა !!! წმინდა ნათლისღებას ანტონ ეკლესიაში საფლავის პატრიარქის შექმნილი ? ratom ქალი ბერი ალექსი (შუშანია) განსხვავება ძველსა და ახალ სტილს შო განსხვავება შორის და წარმოდგენები ხალხური დიდმოწამე პანტელეიმონი განმარტება განმარტება - ალილუია პაისი ხატებაზე - კოსმეტიკა ბრიანჩანინოვი წმ. ეპისკოპოსი ეკლესიას - ბავშვებს განაშორებენ თქმული შესახებ სასწაული წმინდა ზიარების შესახებ წმინდა მთელი მოსახლეობა პოლიტიზებული უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის დ ლოცვები სამშობლოსათვის ეკლესიის ბაბილონი ნათლობის (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა განდევნა სამოთხიდან ადამიანების განდევნა ივნისი სულთმოფენობის დღესასწაული პეტრეპავლობის გოლგოთის გოლგოთის გზა კეთილი საქმე - ილია II