† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0









მთავარი » 2012 » მაისი » 10
კატეგორია: მრწამსი
      └─►სიქადული ჩვენი – მართლმადიდებელი სარწმუნოება
                                                                                                                                                   + თორნიკე




წმიდა კვიპრიანე კართაგენელი (III ს.)

მტკიცედ აღვიბეჭდოთ მეხსიერებაში: როდესაც სხვები დამორჩილდნენ და სულით დაეცნენ, მატათია მამაცურად იცავდა უფლის სჯულს (I მაკაბ., თავი 2); როდესაც ებრაელები დაიფანტნენ და ღმერთის რწმენისაგან განდგომა დაიწყეს, ილიამ გასძლო თავის დიად ბრძოლაში; დანიელი ვერ შეაშინა ვერც მარტოობამ უცხო ქვეყანაში, ვერც უმოწყალო დევნამ და მან არაერთგზის ვაჟკაცურად დაამტკიცა თავისი სარწმუნოება; სამი ყრმა მუქარამ ვერ გასტეხა, ბაბილონის ცეცხლს მათ თავიანთი სარწმუნოება დაუპირისპირეს და ტყვეებმა გამარჯვებულით მეფე დაამარცხეს. თუმცა არიან ამჟამად ორპირნი და გამცემელნი, რომელნიც ეკლესიაში იმყოფებიან და ეკლესიას აღუდგებიან, არყევენ სარწმუნოებასა და სიმართლეს, მაგრამ უმეტესობა იმარხავს საღ გონებას, წმიდა რელიგიას და სულს – მხოლოდ თავისი ღმრთის ერთგულს. სხვისი ორგულება ვერ არღვევს მათ ქრისტიანულ რწმენას და უფრო მეტადაც განაცხოველებს მას, წარმართავს ზეციური დიდებისაკენ, თანახმად ნეტარი მოციქულის სიტყვებისა, რომელიც გვარწმუნებს და გვეუბნება: "არამე რაჲ? ურწმუნო თუ ვინმე იქმნეს, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა? ნუ იყოფინ. იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ და ყოველი კაცი ცრუ" (რო. 3.3-4). თუკი ყოველი კაცი ცრუა და სიმართლე მხოლოდ ღმერთთანაა, მაშ ღმრთის მონებმა და განსაკუთრებით ეპისკოპოსებმა რა უნდა აკეთონ? – დაუტეონ კაცობრივი სიცრუე და გზააბნეულობა, დაიცვან უფლის დანაბარები და ღმრთის სიმართლე შეიმოსონ (წერილი 67).



დათვალიერება: 1620                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: მრწამსი
      └─►რწმენა და კეთილი საქმეები
                                                                                                                                                   + თორნიკე




დიდი და მაცხოვნებელი საქმეა რწმენა; მის გარეშე ცხონება შეუძლებელია. მაგრამ მხოლოდ მას არ ძალუძს ცხონების მოტანა, ამისთვის მართალი ცხოვრებაც საჭიროა. (წმ. ბასილი დიდი)



ქრისტეს მართალი რწმენის გარეშე ვერც ერთი საქმე ვერ აღსრულდება ისე, როგორც საჭიროა. (წმ. ბასილი დიდი)




დათვალიერება: 1696                                                                                               კომენტარები (0)
      








© 2026 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

mociqulta ძალა გული ჩემი აღავსე ილია მეორე - მამაო Giovanni Marradi ტროპარი - წმ - Amor Amor ლოცვა ილია მეორე - წმ ნინოს ტროპარი Richard Clayderman დღეს იხარებენ Richard Clayderman - Time To Say Go Goodbye გადიდებთ say ქალწულო - Passion ილია მეორე Time - A for golden Golden_melody-A_time_for_us melody Us ხარ - მოციქულთა პატარა ცოტნეს წმიდა მგალობლების მიერ ქმნილება ულამაზესი მონასტრის გილოცავთ ცხოვრება ბარბარობას გილოცავთ! როგორც მიტროპოლიტი - აღსარება ანტონ სუროჟელი კურნება ეკლესიაში მაცხოვრის მისი პატრიარქის შენდობის არის ქალი mamakacis qali ბერი ალექსი შორის სტილს განსხვავება არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ გამოთქმები ხალხური დიდმოწამე დიდმოწამე ბარბარე პანტელეიმონი განმარტება - ალილუია განმარტება - ალილუია - ამინ პაისი ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის ხედვა - საკუთარი - ბავშვებს ეკლესიას - ანტიფონი შესახებ სასწაული პოლიტიზებული მოსახლეობა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის დ ლოცვები სამშობლოსათვის მამა გაბრიელი საქართველოს უკანასკნელი სამოთხიდან ადამიანების განდევნა აღსარება დღესასწაული მარხვა გზა 17