სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
მთავარი » 2010 » აგვისტო » 30
კატეგორია: დოკუმენტური ფილმები
ქრისტეს სუდარა (ასევე ცნობილი როგორც ტურინის სუდარა) რომელშიც გადმოცემით იესო ქრისტე გაახვიეს გარდაცვალებისას. ამჟამად ინახება ტურინის საკათედრო ტაძარში. ახალ აღთქმაში ქრისტეს მოციქულები ადასტურებენ, რომ იოსებ არიმათიელმა, ქრისტეს (საიდუმლო) მოწაფემ და ნიკოდემოსმა ჩამოხსნეს ქრისტეს სხეული ჯვრიდან, განბანეს ნელსაცხებლებით, გაახვიეს სუდარაში და დამარხეს კლდეში ახლადგამოკვეთილ სამარხში, ისე, როგორც ებრაელები ჩვეულებისამებრ მარხავდნენ გარდაცვლილებს. იოანე მოციქული მოგვითხრობს, რომ იგი პეტრესთან ერთად შევიდა სამარხში, მაგრამ ჯვარცმული ქრისტეს სხეული ვერ იპოვნა. ე.წ. ტურინის სუდარა არის გრძელი ნაჭერი (4.36X1,1) ძველებური, განსაკუთრებულად ნაქსოვი მატერია, რომელზეც აღბეჭდილია ორი მთლიანი სიგრძის ნაწამები ადამიანის გამოსახულება. მოოქროსფრო-მოყავისფრო ანაბეჭდებს აქვთ ფოტოგრაფიული ნეგატივის ყველა დამახასიათებელი თვისება. შემდგომი გამოკვლევებისას დადგინდა, რომ გამოსახულება 3 განზომილებიანია. ანაბეჭდები სუდარაზე თავით თავზეა გადაბმული, რადგან სუდარა სხეულს ქვემოთ ჰქონდა დაგებული, თავზე გადადიოდა და მთლიანად ფარავდა სხეულს. სწორედ ამ სუდარის შესახებ მოგვითხრობს ტელეკომპანია იმედის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი.
|
|
|
|
|