† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0









მთავარი » 2010 » აგვისტო » 29
კატეგორია: ტაძრები და მონასტრები
      └─►უნიკალური აღმოჩენა ალავერდის სამონასტრო კომპლექსში
                                                                                                                                                   + თორნიკე



ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში წმ. იოსებ ალავერდელის საფლავის თავზე ფრესკის უძველესი ფენა აღმოაჩინეს. წინასწარი ვარაუდით, მხატვრობა მთავარი ტაძრის აგების დროინდელია.
დაზიანებულ კედელზე გამოვლენილი მხატვრობა რთულად იკითხება, თუმცა გამოსახულების ქვედა ნაწილი, მისი ჩაცმულობის კონტურები და ხმლის მოხატული წვერი სპეციალისტებს ქტიტორის გამოსახულებაზე მიანიშნებს. სავარაუდოდ, გამოსახულება ალავერდის მაშენებელ კვირიკე პირველს უნდა ეკუთვნოდეს.



დათვალიერება: 1621                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: ჩვენი პატრიარქი
      └─►პატრიარქი სპეციალური ლიცეუმების შექმნის ინიციატივით გამოდის
                                                                                                                                                   + თორნიკე

აგვისტო 29, 2010




სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სპეციალური ლიცეუმების შექმნის ინიციატივით გამოდის და ამ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან შეხვედრასაც გეგმავს.
როგორც უწმინდესმა დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, სამწუხაროა, რომ 11 000-მდე ახალგაზრდა უმაღლესი სასწავლებლის გარეშე დარჩა.
"ახალგაზრდები გზას რომ არ ასცდნენ, აუცილებელია მათ შეისწავლონ ხელობა, საღვთო წერა. აუცილებელია შეიქმნას ლიცეუმები, სადაც ისწავლიან ახალგაზრდები, იქნებიან მაღალი ინტელექტით განათლებული ადამიანები. შესაძლოა ამ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინს შევხვდე", - განაცხადა პატრიარქმა.
სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას უწმინდესმა დღესვე, ტრადიციულად, რამდენიმე ქართული გვარი დალოცა.
ილია მეორე ეკლესიის საკუთრებაში არსებული მიწების მოსახლეობისთვის გადაცემისა და სპეციალური სოფლების შექმნის ინიციატივითაც გამოდის.




დათვალიერება: 1488                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: დღესასწაულები
      └─►გილოცავთ ანჩისხატობას!
                                                                                                                                                   + თორნიკე

└─► დაწვრილებით'ში ნახავთ ანჩისხატის ტაძრის ისტორიას...


16 (29) აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის ჩამობრძანებას ედესიდან კონსტანტინოპოლში - ანჩისხატობას.

მაცხოვრის ხელთქუმნელი ხატი, ან როგორც მას საქართველოში უწოდებენ, პირი ღვთის ხატი, ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. ამ სასწაულთმოქმედი ხატის შექმნა უშუალოდ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს უკავშირდება. როცა განკაცებული ღმერთი ჯერ კიდევ ადამიანთა შორის ცხოვრობდა და მათ სასწაულებით აჯილდოებდა, ქალაქ ედესის მთავარი ავგაროზი, უკურნებელმა სენმა შეიპყრო, ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი დაკარგეს. მაშინ ავგაროზმა შიკრიკი აფრინა იესო ქრისტესთან და მისწერა, რომ თუ ამ სნეულებისაგან განკურნავდა, მის ყოველ ნებას აღასრულებდა და ურიებისაგან დევნილს თავის სამეფოში მოსვენებით აცხოვრებდა.



დათვალიერება: 1675                                                                                               კომენტარები (0)
      








© 2026 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

upalo shegivwyalen qriste tavno აღავსე გული ილია მეორე Giovanni Marradi ტროპარი აღმაშენებელის -- Dreams Maradi ლოცვა Clayderman Richard დღეს Nostalgia დღეს იხარებენ to Richard Clayderman - Time To Say Go - Time ილია მეორე - ღვთისმშობელო ქალწულო RICHARD CLAYDERMAN - Passion for melody Time - A golden Golden_melody-A_time_for_us ილია მეორე Us ილია მეორე - მოციქულთა თავნო თავნო სიყვარული - გვირგვინი ცხოვრებისა წმიდა წმიდა ეფრემ ასური - სიყვარულისათვის ეფრემ მგალობლების ქმნილება გილოცავთ ცხოვრება გილოცავთ ბარბარობას!!! წმინდა ბარბა gilocavT გილოცავთ! მიტროპოლიტი ანტონ - აღსარება საფლავის მაცხოვრის უწმიდესობა პატრიარქის შენდობის შექმნილი ? ratom aris ნეკნისგან ბერი (შუშანია) ახალ და წარმოდგენები დიდმოწამე პანტელეიმონი განმარტება - ალილუია პაისი ხატებაზე - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრიანჩანინოვი ეგნატე - საკუთარი ხედვა განაშორებენ შესახებ სასწაული მთელი პოლიტიზებული ილია მეორე - საქართველოს მთელი მოსა მამა ეკლესიის საზღვრები საქართველოს ეკლესიის საზღვრები უკანასკნელი ბაბილონი ბაბილონი ქვიშით (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა სამოთხიდან ადამიანების განდევნა აღსარება პატრიარქის ერის აღსარება დღესასწაული გოლგოთის გოლგოთის გზა 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას 17