† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0









მთავარი » 2010 » მარტი » 25
კატეგორია: ჩვენი პატრიარქი
      └─►უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II - საკვირაო ქადაგება
                                                                                                                                                   + თორნიკე


                  ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 28 თებერვალი, 2010 წ.
                                                           
         „ჩვენ უნდა დავიწყოთ შრომა, უნდა მივხედოთ ჩვენს მამულს, 
                                                                                       უნდა ვთესოთ, ვხნათ, მოვმკათ და აღვაშენოთ ჩვენი ქვეყანა,
                                                                                            რადგან ამ საქმეს ჩვენ გარდა არავინ გააკეთებს!"

                                  
                                                                        

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ძველ რომაელებს უთქვამთ: Tempore mutantur, et nos mutamur in illis, რაც ნიშნავს: „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად". ვინ ვიყავით, ვინ ვართ დღეს და ვინ ვიქნებით მომავალში? ეს კითხვა ყოველი ადამიანისა და ერის წინაშე დგას. როცა საქართველოს გაუჭირდა, ჩვენმა დიდმა წინაპარმა ილია ჭავჭავაძემ ასეთი მოწოდება წარმოთქვა: „მამული, ენა, სარწმუნოება". მრავალი განსაცდელი ჰქონია საქართველოს მაგრამ დღეს განსაკუთრებით გვიჭირს: დანგრეული და ოკუპირებულია საქართველოს ძირძველი მხარეები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა გრიგოლ პალამას ლოცვით გამთლიანდეს ჩვენი ქვეყანა!

ილია მართლის ზემოთქმული მოწოდება ჩვენ ასე გამოვთქვით: „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი". უპირველეს ყოვლისა - ღმერთი! ყოველი ადამიანი უნდა იყოს ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებელი, რაც არის საფუძველი ჩვენი ცხოვრებისა. მართლმადიდებელი სარწმუნოების მიმდევრობა ჩვენი წინაპრების რწმენაა, ჩვენი ეროვნული ფასეულობანი და ტრადიციები: ჩვენი საეკლესიო ცხოვრება ერთიანი და განუყოფელი ეკლესიის ტრადიცია და რწმენაა. სწორედ ამიტომ გადმოდის დღეს მრავალი ადამიანი მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე და მასში ხედავს - „გზას, ჭეშმარიტებასა და სიცოცხლეს"!

უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს ღმერთი, უფალი, დამბადებელი ჩვენი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა, ზეციური სამყაროს დამბადებელი, ადამიანისა და მთელი ფიზიკური სამყაროს შემოქმედი და მწყალობელი ჩვენი. უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის მოწყალე მამა და მისი სახიერება ყოველ ცოდვას აღემატება, როცა ადამიანი მოინანიებს თავის შეცოდებას, რადგან, როგორც წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს"".



დათვალიერება: 2145                                                                                               კომენტარები (0)
      








© 2026 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen qriste მეორე ილია Giovanni Marradi ტროპარი -- Dreams big - This love Amor Maradi ლოცვა ილია მეორე - წმ ილია მართალის ლოცვა - Melanxolia - წმ ნინოს Richard Clayderman დღეს Goodbye to RICHARD CLAYDERMAN - Passion ქალწულო melody Golden_melody-A_time_for_us - A for Us Time ილია მეორე golden ხარ თავნო ილია მეორე - მოციქულთა თავნო პატარა ცოტნეს - გვირგვინი ქრისტიანული სიყვარული წმიდა ეფრემ - სიყვარულისათვის ასური მგალობლების ულამაზესი ქმნილება გილოცავთ ცხოვრება !!! წმინდა გილოცავთ ბარბარობას!!! წმინდა ბარბა კურნება როგორც უწმიდესობა საფლავის პატრიარქის შენდობის aris რატომ არის შექმნილი ? ratom ბერი ლექსები წმიდა ალექსი ბერი (შუშანია) ლექსები (შუშანია) ძველსა შორის განსხვავება და წარმოდგენები ხალხური დიდმოწამე პანტელეიმონი განმარტება განმარტება - ალილუია პაისი ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის ხედვა ცოდვის თქმული შესახებ მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის დ ლოცვები მამა გაბრიელი მამა საქართველოს ეკლესიის საზღვრები ეკლესიის უკანასკნელი უკანასკნელი ბაბილონი ნათლობის პატრიარქის ქადაგება 02.05.2013 დიდი ადამიანების სამოთხიდან აღსარება 23 სულთმოფენობის პეტრეპავლობის პეტრეპავლობის მარხვა 17 კეთილი საქმე - ილია II