სამთავისი - 11 ივნისში 2010 - - † წამი: წარსული. აწმყო. მომავალი. იმედი!
† Wami.uCoz.Com


მენიუ

ხმის მიცემა
დადიხართ წირვა ლოცვაზე?
სულ პასუხი: 40

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2010 » ივნისი » 11 » სამთავისი
1:44 AM
სამთავისი


სამთავისი, ქართული ხუროთმოძღვრების ერთ–ერთი შესანიშნავი ძეგლია. იგი დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე.

გადმოცემის მიხედვით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს. "კალმასობაში” ნათქვამია: "ვახტანგ გორგასალან, მეფემ საქართველოსმან აღაშენა ოთხი ეკლესიანი: წილკნის, სამთავისის, მეტეხის გაღმა მხარისა და რუისისა და ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით ოფრო აქეს სამთავისი. და უწოდა ესრეთ სამთავ ეკლესიათა, ესე სამთავისი ომჯობესიაო და მუნიდგან ეწოდება სამთავისი”.

ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების მიხედვით სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღია 472 წელი. იმდროინდელი ნაგებობებიდან აღარაფერია შემორჩენილი. X-XI საუკუნეებში სამთავისში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი. ამ ტაძრის შესახებ წერილობით წყაროებში მნიშვნელოვანი ცნობა არ არის შემონახული. იგი მხოლოდ გვიანდელი ხანის სიგელ-გუჯრებშია გაკვრით ნახსენები. სამთავისის ტაძრის აგების ზუსტ თარიღსა და ამშენებლის ვინაობას გვაუწყებს დასავლეთის კარის ზემოთ, აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულების თავზე ამოკვეთილი სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა.

ამ წარწერებით ირკვევა, რომ სამთავისის ტაძარი აუგია სამთავნელ ეპისკოპოსს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელს 1030 წელს. მასვე 1050 წელს აუშენებია კათედრალისათვის განკუთვნილი მარანი და საწნახელი. გარდა XI საუკუნის წარწერებისა, სამთავისის ტაძრის ფასადებზე შემორჩენილია შედარებით გვიანდელი ხანის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ტაძრის ისტორიაზე. დასავლეთის ფასადზე, კარს ზემოთ შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომლის თანახმად საქართველოს მეფის გიორგი III-ის მეფობის დროს იოანე სამთავნელს ტაძრისთვის მიუდგამს კარიბჭე. მემატიანის ცნობით, XII საუკუნის II ნახევრიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე სამთავისი ჯერ ქართლის კათალიკოს მიქაელს ეკავა, ხოლო შემდეგ მწიგნობართუხუცესის ანტონ ეპისკოპოსის სამფლობელო იყო. XIV საუკუნის I ნახევრიდან, გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს, სამთავისი ზევდგენიძე-ამილახვრებს ებოძათ. XV საუკუნეში ძეგლი ძლიერ დაზიანდა: ჩამოინგრა გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი და მთლიანად ფასადები. XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში ადგილობრივი ფეოდალების, ამილახვრების აღზევების შემდეგ შესაძლებელი გახდა ტაძრის "მეორედ” აშენება-განახლება.

ძეგლი გამოირჩევა პროპორციათა ჰარმონიულობით, ვირტუოზულად შესრულებული მორთულობით. მას ახასიათებს ზოგი თავისებურება, რომელიც საფუძვლად დაედო ქართულ ხუროთმოძღვრების შემდგომ განვითარებას. აღმოსავლეთის ფასადის დამუშავება, რომელსაც კვლავინდებურად ხუთთაღოვანი სისტემა უდევს საფუძვლად, ქმნის რთულ დეკორატიულ კომპოზიციას. საკურთხევლის მთავარი სარკმლის თავზე გაჩნდა უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარი, სარკმლის ქვეშ კუთხით დაყენებული, ჩუქურთმით შევსებული ორი კვადრატი. სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიულ დამუშავების გავლენას დიდხანს განიცდიდა ქართული ხუროთმოძღვრება. მან განსაკუთრებით იჩინა თავი XII საუკუნის II ნახევარში.

სამთავისის ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა და გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედში ჩაწერილ ჯვარს წარმოადგენს (25X18 მ; სიმაღლე 37 მ). ტაძარი მოპირკეთებულია სუფთად გათლილი მოყვითალო და მონაცისფრო-მომწვანო კვადრებით. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან (სამხრეთის შესასვლელი XIX საუკუნის შეკეთებისას ამოუშენებიათ). ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე, ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში აღმართულია ოთხი ცალკე მდგომი ბურჯი. ისინი ქმნიან ტაძრის შიდა სივრცის მაორგანიზებელ გუმბათქვეშა კვადრატს, რომლის ოთხივე მხარეს განლაგებულია ტაძრის მკლავები. ტაძრის შინაგანი სივრცე ერთ მთლიანობაში აღიქმება. ჩრდილოეთ-დასავლეთის გუმბათქვეშა ოთხწახნაგოვანი პილონი დანარჩენ სამ რვაწახნაგოვან პილონთან შედარებით არაპროპორციული, მოღრეცილი და ბევრად მსხვილია. გუმბათქვეშა ბურჯი ნახევარწრიული თაღებითაა შეკრული. თაღების ქუსლების შესაყართან წარმოქმნილ სამკუთხედებში ამოყვანილია აფრები, რომელთა საშუალებით კვადრატი წრეზე გადადის. ამ კონსტრუქციაზე დამყარებულია გუმბათის საკმაოდ მაღალი ყელი, რომელიც 13 წახნაგისაგან შედგება. ტაძრის აღმოსავლეთის მკლავი ბოლოვდება ნახევარწრიული აფსიდით. აფსიდში სამი სარკმელია. ორი სარკმელი დასავლეთის მკლავში, თითო – სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებში. გუმბათში შვიდი სარკმელია. ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული სამკვეთლო და სადიაკვნე. ისინი დასავლეთით გასასვლელებით უკავშირდებიან ტაძრის შიდა სივრცეს. სამკვეთლოს და სადიაკვნეს მცირე ზომის ორ-ორი სარკმელი აქვთ.
სამთავისის ტაძარი ხუთი კომპლექსისაგან შედგება: 1-გალავანი, 2-სამრეკლო, 3-დიდი ტაძარი, 4-ეპისკოპოსის პალატი, და 5-მცირე ეკლესია.

ტაძრის მოხატულობა გვიანდელია (1679 წ.). იგი რესტავრირებულია 1964 წელს სპეციალური სამეცნიერო სარესტავრაციო სახელოსნოს მიერ (რესტავრატორები: შ. აბრამიშვილი, კ. ბაკურაძე).

საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ვედრების კომპოზიცია, საკურთხევლის ბემის ორსაფეხურიან თაღში – [ძუელი დღეთაი], ქერუბიმები, საყდარნი და მთავარანგელოზთა წელზედა ფიგურები. საკურთხევლის მეორე რეგისტრში გამოსახულია მოციქულთა ზიარება. ქრისტეს ორივე მხარეს 12 ფიგურაა. ზოგიერთ მათგანს შემორჩა წარწერა. ქრისტეს ჩრდილოეთით დგანან: პეტრე მოციქული, სვიმონ კანანელი და ბართლომე მოციქული, სამხრეთით – იოანე ღვთისმეტყველი, მათე მოციქული, თომა მოციქული, იაკობ ზებედესი. მესამე რეგისტრში, ცენტრალურ სარკმლის ჩრდილოეთით გამოსახულია წმ. დიონისე არეოპაგელი, იაკობ ძმა უფლისა, იუდა იაკობისი, წმინდა გრიგოლ პტელია, წმ. ლაზარე, წმ. ლავრენტი; სარკმლის სამხრეთით – წმ. იორეტეოსი, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, ანანია მოციქული, წმინდა სვიმონ ძმა უფლისა, წმ. ხურსიმე მოციქული, სტეფანე პირველმოწამე. მეოთხე რეგისტრში, კილისებრ თაღებში გამოსახულია მღვდელთმთავრები, საკურთხევლის ნიშში – [წმინდა მსხვერპლი].


კატეგორია: ტაძრები და მონასტრები | ნანახია: 1328 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2016 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ