ორიოდ სიტყვა სამყაროს შექმნის საიდუმლოებაზე - 13 აპრილში 2011 - - † წამი: წარსული. აწმყო. მომავალი. იმედი!
† Wami.uCoz.Com


მენიუ

ხმის მიცემა
დადიხართ წირვა ლოცვაზე?
სულ პასუხი: 40

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2011 » აპრილი » 13 » ორიოდ სიტყვა სამყაროს შექმნის საიდუმლოებაზე
5:45 PM
ორიოდ სიტყვა სამყაროს შექმნის საიდუმლოებაზე
ჩვენთვის, სივრცითა და დროით შეზღუდულთათვის, ძნელი აღსაქმელია ღმერთის უსასრულობის ჭეშმარიტი არსი, ვინაიდან ჩვენი უკიდეგანო სამყაროც კი არ არის უსასრულო და კაცის გონება ვერ ჩასწვდომია მის საიდუმლოებას.

სამყაროს ზომები იმ განვლილი დროის რაოდენობით განისაზღვრება, რომლის მდინარებაც სამყაროს შექმნის მომენტიდან დაიწყო, რამდენადაც მანამდე არ არსებობდა არაფერი - არც მატერია, არც სივრცე და არც დრო.

სამყაროს „დაბადების" პროცესი მეცნიერებაში აღწერილია „დიდი აფეთქების" თეორიის სახით.

პირველი არგუმენტი ფუნდამენტურ მეცნიერებაში, რომელიც სამყაროს ქმნადობაზე და არა მის შემთხვევით გაჩენაზე მეტყველებს, სამყაროს დროში „დაბადების" საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში იყო შემჩნეული, რომ სამყარო გამუდმებით ფართოვდება. რამდენადაც ჩვენი სამყარო უსაზღვრო არ არის, იმდენად, როდესღაც შორეულ წარსულში, „არარადან" უეცრად წამოვიდა ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა, რომელმაც მთელი კოსმოსი წარმოშვა.

ძველ დროში, ბიბლიის ტექსტის განმმარტებლები სამყაროს მოსეს წიგნების გრაგნილს ადარებდნენ: გრაგნილის გაშლას სამყაროს გაფართოებას ამსგავსებდნენ, ხოლო დახვევას - შეკუმშვას.





ბიბლიის ერთ-ერთი უძველესი განმარტების თანახმად, ღმერთის ერთ-ერთი სახელი „ყოვლისშემძლე" (ძველებრაულად - „შე-დაი") განიმარტება, როგორც „ის, ვინც თქვა „საკმარისია". განმარტებას თან ახლავს გადმოცემა, რომლის თანახმადაც ქმნილმა სამყარომ უდიდესი სიჩქარით დაიწყო გაფართოება და როცა ღმერთმა თქვა „საკმარისია" („დაი")! ამით დამთავრდა მისი მყისიერი გაშლა, რასაცა მეცნიერების ენაზე „გაფართოების ინფლაციურ სტადიას" უწოდებენ. აღნიშნული მეცნიერული კონცეფციის თანახმად, მას შემდეგ, გაფართოება კვლავ გრძელდება, მხოლოდ არა ისეთი კოლოსალური სიჩქარით, როგორც თავიდან იყო. იგი უკვე ფართოვდება თავდაპირველად მიღებული იმპულსის შედეგად.

დღეისთვის ყველა სამეცნიერო საზოგადოებების მიერ მიღებული სამყაროს გაფართოების „ინფლაციური თეორია", ამტკიცებს, რომ სამყარომ თავისი არსებობა აბსოლუტური სიცარიელიდან დაიწყო, ეგრეთწოდებული „ცრუ კვანტური ვაკუუმის მდგომარეობიდან". „დიდი აფეთქების" მერე „ინფლაციური სტადია" სულ რაღაც 10-35 წამი გრძელდებოდა, მაგრამ დროის ამ გაელვებაში გაშლილმა სამყარომ, პრაქტიკულად, დღეისთვის არსებული ზომები მიიღო.

უნდა აღინიშნოს, რომ „ინფლაციური თეორია" ვერანაირად ვერ ხსნის თუ როგორ აღმოჩნდა სამყარო თავდაპირველად „ცრუ ვაკუუმის მდგომარეობაში" (ანუ „არარაში"). ფუნდამენტური ფიზიკა მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ჩვენი გარემომცველი სამყაროს ძირითადი კატეგორიები - სივრცე, დრო და მატერია - ერთდროულად და, ფაქტობრივად, მყისიერად წარმოიშვნენ, ურთიერთით არიან განპირობებულნი და დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლიათ. ხოლო იმ კოლოსალური ენერგიის წყაროს შესახებ, რამაც ეს ყველაფერი წარმოშვა, როგორც ითქვა, მეცნიერებამ არაფერი იცის. ეს წყარო მეცნიერებისთვის უცნობია იმიტომ, რომ იგი ზნეობრივ კატეგორიას ეკუთვნის. ეს ყველაფერი კი გარკვეულ კითხვებს ბადებს, რომლებზეც პასუხები მეცნიერული მეთოდების შესაძლებლობებს აღემატება. ამასთან, წმინდა წერილის მოწმობა, რომელიც გაცილებით ადრე არსებობდა, ვიდრე მეცნიერება ჩამოყალიბდებოდა, რჩება პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ ბუნებრივ გზად.

მამაღმერთმა მთელი სამყარო სიტყვით შექმნა, სწორედაც რომ შექმნა, ვინაიდან სამყარო შემოქმედებითი აქტის ნაყოფია. სამყაროს შექმნის სრულყოფილებას და პოეზიას კარგად გრძნობდნენ მსოფლიო კრებების ეპოქის წმინდა მამები, რომლებმაც შექმნის ამგვარი გაგება მართლმადიდებლური მრწამსის სიტყვებით გამოხატეს: „მრწამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყნისა".

უმაღლესი გონის ჭეშმარიტება ქრისტიანულ მსოფლმხედველობაშია გამოხატული, რამდენადაც იგი მისი შემოქმედისგან მომდინარეობს, მაგრამ ადამიანის არასარულფასოვანმა, ცოდვით დაზიანებულმა ინტელექტმა ჯერ კიდევ არაფერი იცის: „ვინც ფიქრობს, რომ რაიმე იცის, მან ჯერ არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს" (1 კორ. 8,2).

დღეისთვის არსებული, სამეცნიერო მონაცემებიდან (თუმცა სრულყოფილებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს მყოფისგან) უკვე შეიძლება იმ დასკვნის გამოტანა, რომ სამყაროში მიმდინარე პროცესები შორს არის შემთხვევითობისგან და თავად სამყაროს „დაბადება" მიზანმიმართულობის და გონიერი მოქმედების ნიშანს ატარებს. მეცნიერება უკვე იწყებს სამყაროს ბიბლიური სურათის დადასტურებას, რომელსაც ცოტა ხნის წინ ასე უმოწყალოდ უარყოფდა. საინტერესოა, რომ ფუნდამენტური ფიზიკა, რომელმაც გარემომცველი სამყაროს შემეცნების საქმეში მნიშვნელოვნად გაუსწრო წინ ყველა დანარჩენს, ზოგიერთ თავის ასპექტში უკვე უშუალოდ გადადის თავისებურ ღვთისმეტყველებაში.





პირველყოფილი ცოდვის დაღი სამყაროზე

უფალმა მთელი ჩვენი მატერიალური სამყარო დასრულებული და სრულყოფილი სახით შექმნა, რომელიც რაიმე შემდგომ გაუკეთესებას ან, სხვა სიტყვებით რომ ითქვას, შემდგომ ევოლუციას არ საჭიროებდა. ადამიანების პირველყოფილმა ცოდვამ არა მარტო მათი ბედი, არამედ მთელი სამყაროს აგებულებაც შეცვალა. ქვეყნად სიკვდილი შემოვიდა და ამან ზეგავლენა იქონია ბუნების ფუნდამენტურ კანონებზე, ადამიანის ცოდვამ თავისებური დაღი დაასვა სამყაროს. თერმოდინამიკის მეორე საფუძველი შეიძლება ამ დაღის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად ჩაითვალოს. თერმოდინამიკის აღნიშნული კანონი კი იუწყება, რომ სისტემაში მიმდინარე ყველანაირი პროცესი, შეწყვეტისა და ჩაქრობისათვის არის განწირული, თუ ეს სისტემა მუდმივი ენერგიის ნაკადით არ იკვებება. ადრე თუ გვიან სამყაროს „სითბური სიკვდილი" ელოდება, იგი საბოლოოდ სითბურ წონასწორობამდე უნდა მივიდეს და აბსოლუტურ ნულამდე გაცივდეს, ხოლო სამყაროში ამჟამად არსებული მკაცრი წესრიგი და რთული ორგანიზებულობა, წინასწარ უცნობ მომავალში, ქაოსში და პრიმიტივიზმში უნდა გადავიდეს.

სამყაროს დასასრული იმავდროულად ჟამის დასასრულიცაა. ე.ი. დროის, სივრცის, მოძრაობის და ენერგიის ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც სამყაროს წონასწორობას ინარჩუნებს, შეიცვლება, ყველაფერი შეირყევა და უკან დაბრუნდება...

წუთისოფელი ისევ „არარასკენ" მიექანება.

საყოველთაო დეგრადაციის შესახებ ბიბლიაც ლაპარაკობს, მხოლოდ სხვა ენაზე. პირველი ადამიანების ედემის ბაღიდან განდევნის შემდეგ, დაიწყევლა მიწაც: „წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო... ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებდეს შენ" (შესაქმე 3,16-19). „რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისთვის. ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე" (რომ. 8, 21-22).




სამყაროს ანთროპოცენტრულობა

სამყაროს ჰარმონია და საოცარი მოხდენილობა შემოქმედის მიერ მის საფუძველში ჩადებული მკაცრი ფიზიკური კანონებით არის განპირობებული. სამყაროს ასეთი აგებულების შემთხვევითი წარმოშობის დაშვება წარმოუდგენელია. შემთხვევით წარმოშობილ სამყაროში უფრო სწორი იქნებოდა, რომ ქაოსი ყოფილიყო გამეფებული და არა მოწესრიგებულობა, რთული ორგანიზებულობა და ისეთი მტკიცე სტრუქტურები, როგორებიც ატომები, ვარსკვლავები და ცოცხალი ორგანიზმებია.

წარმოუდგენლად ზუსტ გაანგარიშებებზე აგებული სამყაროს ჰარმონია, ჭეშმარიტად შემოქმედის გონივრულად წარმმართველ „ხელზე" მეტყველებს.

დღეს უკვე მკაფიოდ ჩანს სამყაროს მოწყობის ღვთაებრივი გეგმა, რამდენადაც ცოდნის განვითარების გარკვეულ ეტაპზე მეცნიერება უკვე პასუხობს არა მარტო იმ კითხვაზე თუ „როგორ" არის მოწყობილი გარემომცველი სამყარო, არამედ არაორაზროვნად მიუთითებს მისი წარმოშობის მიზეზზეც.




სამყაროს აგებულების ადამიანური პრინციპი

სამყაროს სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ შესრულდა გარკვეული პირობები მასში სიცოცხლის ჩასახვისათვის. მართალია ეს პირობები აუცილებელია სიცოცხლისათვის, მაგრამ არა საკმარისი, რამდენადაც თავად სიცოცხლის წარმოშობა გონივრულად მიმართული მოქმედების აშკარა ნიშნებს შეიცავს, პირობები კი მხოლოდ პირობებია და მას გონიერება არ გააჩნია.

სამყაროს არსებობას ადამიანის ამქვეყნად არსებობა აძლევს აზრს. მხოლოდ სამეცნიერო მონაცემებს რომ დავეყრდნოთ, შეიძლება იმის მტკიცება, რომ სამყარო და ყველაფერი რაც მასშია, უკიდეგანო ზომების ჩათვლით, მის გაჩენას მხოლოდ ადამიანის არსებობას უნდა უმადლოდეს.

რაც უფრო უახლოვდება მეცნიერება სამყაროს პირველმიზეზს, მით უფრო ცხადად იხსნება ძველი ბიბლიური ჭეშმარიტება, რომ თავდაპირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი (იოანე 1,1) და რომ „ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა" (იოანე 1,3).

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებისმეტყველება მხოლოდ ქმნილი სამყაროს მოწყობაზე მეტყველებს და არა იმაზე, ვისი ნებითაც იგი შეიქმნა, მიზეზობრივი აუცილებლობის კანონს იგი მაინც სამყაროს პირველმიზეზამდე მიჰყავს.





კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 894 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0









© 2016 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ