ინტერვიუ მამა ბასილთან - 19 ივლისში 2010 - - † წამი: წარსული. აწმყო. მომავალი. იმედი!
† Wami.uCoz.Com


მენიუ

ხმის მიცემა
დადიხართ წირვა ლოცვაზე?
სულ პასუხი: 40

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2010 » ივლისი » 19 » ინტერვიუ მამა ბასილთან
0:26 AM
ინტერვიუ მამა ბასილთან
                                                    მამა ბასილი: "მღვდელი მკაცრი არ უნდა იყოს"            
                                                       
                                                          

  


მამა ბასილ იაშაღაშვილი ქვემო თელეთის წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარია. მას საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის განყოფილებაში შევხვდით, პატიმრების მოსანახულებლად მიდიოდა.

– მამა ბასილ, სანამ პატიმრების შესახებ ვისაუბრებდეთ, თქვენს შესახებ გვიამბეთ. როგორ დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება?

– ეკლესიაში სიარული ჯარიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყე. დავდიოდი, მაგრამ არ ვიცოდი, რისთვის. თუმცა, გულში სიხარული მქონდა, ტაძარში ყოფნისას თავს კარგად ვგრძნობდი. მერე გავერკვიე სარწმუნოებაში და გავხდი ეკლესიური. თავიდან ჯვრის მამაში მივედი, მერე – მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარში. ვიყავი წიგნის მკითხველი, სტიქაროსანი. შემდეგ, მოძღვარმა მირჩია, სასულიერო პირი გავმხდარიყავი. სემინარიაში ჩავაბარე და 28 წლის ასაკში დიაკონი გავხდი, 2 წლის შემდეგ – მღვდელი. დიაკვნად რომ მაკურთხეს, უფრო შიშის გრძნობა მქონდა, მღვდლად კურთხევისას კი – სიხარულს განვიცდიდი. თავდაპირველად, სამი თვე თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ვიმსახურე, იმის მერე, თელეთში ვმსახურობ.



– თელეთში ვისი სახელობის ტაძარია?

– თელეთში, წმიდა ნინოს სახელობის ტაძარია. ახლახანს, რესტავრაციის დროს, აღმოვაჩინეთ ქვა, სადაც ეწერა, რომ ეკლესია 1840 წელსაა აშენებული. 10 წლის წინ იქნა აღდგენილი.

– სოფლის საეკლესიო ცხოვრების შესახებ რას იტყვით, ადგილობრივი მოსახლეობა ღმრთისმსახურებაში რამდენად აქტიურობს?

– ჩვენი სოფელი პატარაა, დაახლოებით 150–მდე ოჯახი ცხოვრობს. ტაძარში უფრო მეტად ქალები დადიან, ყველა ასაკის, მოხუცები, ბავშვები. მამაკაცები ნაკლებად აქტიურობენ. ათეისტურ ეპოქაში რომ არიან აღზრდილები, უჭირთ მოქცევა. უფრო ახალგაზრდების იმედი გვაქვს, რომ ისინი დაიწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას.

– მამაო, სოფელში მსახურება რით არის გამორჩეული?

– ჩემი აზრით, სოფელში უფრო ადვილია მსახურება. სიმშვიდეა, ხალხიც უბრალოა.

– რა არის მოძღვრის დანიშნულება?

– მოძღვარი ღმრთისმსახურია, რომელიც ხალხს მარადიულ ცხოვრებას უქადაგებს. მოძღვრის მოვალეობაა, ადამიანებს ქრისტე გააცნოს და უფლის მცნებებით ცხოვრება ასწავლოს, რომ მათ შესძლონ ცათა სასუფეველში დამკვიდრება.

– თქვენი აზრით, რა არ უნდა აპატიოს მოძღვარმა მრევლს და სიმკაცრე რამდენად უნდა ახასიათებდეს მას?

– მღვდელი მკაცრი არ უნდა იყოს, უფრო სირბილე უნდა ახასიათებდეს, მით უფრო დღევანდელ დღეს. თბილად უნდა ექცეოდეს მრევლს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცოდვასთან კომპრომისი გვქონდეს. ადამიანი როდესაც ეზიარება და ღმრთის მადლს მიიღებს, უფრო მეტად გააცნობიერებს რწმენას. რასაც ქრისტიანი მოინანიებს, მღვდელმა ყველაფერი უნდა აპატიოს. მოძღვარი იმისთვის დაადგინა უფალმა, რომ ადამიანებს აპატიოს, შეუნდოს ცოდვები.

– მამაო, სასულიერო პირებს ადამიანები ხშირად განიკითხავენ, რადგან ვერ ხედავენ მათში სამაგალითოს. როგორ უნდა გახდეს მოძღვარი მისაბაძი?

– მოძღვარი მისაბაძი რომ გახდეს, ყურადღებით, პირველ რიგში, ღმრთის წინაშე უნდა ცხოვრობდეს. ეს ძნელია, მაგრამ საჭირო და აუცილებელია. მღვდელი ყველგან მღვდელი უნდა იყოს, ეკლესიაშიც, ოჯახშიც და ქუჩაშიც.

– მრევლთან ურთიერთობა თქვენთვის როგორია?

– მრევლთან ურთიერთობა სასიხარულოა. სოფელში სულ ახალ–ახალი მრევლი გვემატება.

– ღმრთისმსახურების პროცესში რას გრძნობთ?

– მღვდლისთვის წირვა, ალბათ, ყველაზე სასიხარულო მომენტია ცხოვრებაში.

– ოჯახის შესახებ რას გვეტყვით?

– მყავს მეუღლე და 4 შვილი.

– საკუთარ შვილებთან როგორი ხართ?

– საკუთარ შვილებთან უფრო მკაცრი ვარ.

– ახლა პატიმრების შესახებ გვესაუბრეთ. როგორია გისოსებსმიღმა მყოფ ადამიანებთან ურთიერთობა?

– პატიმრებთან ურთიერთობა სასიხარულოა. ვგრძნობ, როგორ სჭირდება მათ მღვდელი და თანაც, იმათ უფრო ადვილად შველი, ვიდრე გარეთ მყოფ ადამიანებს. რადგან უჭირთ, ისინი უფრო მზად არიან მიიღონ და დაგიჯერონ, რასაც ეტყვი.

– თვითონ პატიმრები რაზე გესაუბრებიან?

– ძირითადად, ინანიებენ თავიანთ წარსულს. ხვდებიან, რომ არასწორად ცხოვრობდნენ. ზოგიერთი ამბობს, რა კარგია, აქ რომ მოვხვდი, ღმერთი შევიცანი, თორემ დავიღუპებოდიო. სასულიერო პირი რომ ასეთ ცოცხალ რწმენას ხედავ, გიხარია. სარწმუნოებრივ საკითხებზეც გვეკითხებიან. არაერთი პატიმარი, მიუხედავად მძიმე პირობებში ცხორებისა, მთლიან მარხვებს ინახავს.

– მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრებს როგორი სულიერი მდგომარეობა აქვთ?

– მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრებიდან ზოგიერთი მთელი გულით ინანიებს და აღიარებს, ღირსი ვარ აქ ჯდომისო. ყოფილა შემთხვევები, პატიმრებს თავის მოკვლა უფიქრიათ, მაგრამ მღვდელთან საუბრის შემდეგ, მიმხვდარან, რა არის თვითმკვლელობა, რომ ეს უარეს მდგომარეობაში გადასვლაა, საიდანაც გამოსავალი აღარ არსებობს, შეშინებიათ და აღარ უფიქრიათ ამაზე. ზოგს ნაკლები რწმენა აქვს და იტანჯება. ციხეში, ძირითადად, ყველა ტკივილშია.

– იმ ტკივილის გასაქარვებლად როგორ ანუგეშებთ მათ?

– მე მათ ვახსენებ, როგორია ჯოჯოხეთის ტანჯვა, რომ იქ სრული და მარადიული სიბნელეა. ციხე კი დროებითია და მაინც იმედი აქვთ, რომ როდესღაც გათავისუფლდებიან.

– რა პერიოდულობით გიწევთ მათი მონახულება?

– რადგან მიმაგრებული ვარ, ვცდილობ, კვირაში ერთხელ შევიდე მე–8 საპყრობილეში.

– თქვენზე რა გავლენა იქონია პატიმრების ცხოვრების გაზიარებამ და რა გასწავლათ მათთან ურთიერთობამ?

– პატიმრებთან ურთიერთობამ მოთმინება მასწავლა. როდესაც მიჭირს, მათ ცხოვრებას ვიხსენებ და ძალიან მიმსუბუქდება გასაჭირი. მე რა მაქვს საწუწუნო, როცა ისინი ასეთ დღეში არიან. ისინი რომ ჩემს ადგილას იყვნენ, რამხელა შვებაში იქნებიან–მეთქი, ვფიქრობ და ამას სხვებსაც ვეუბნები.

– მე–8 საპყრობილეში როგორ პირობებში იმყოფებიან მსჯავრდებულები?

– ძალიან მძიმე პირობები აქვთ კარანტინში. 6–კაციან საკანში, დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე, 30 კაცს ამყოფებენ, რაც პირდაპირ წამებაა. ერთი მიყვებოდა, ორთქლისგან კედლები სველია და იატაკზე წყალი დგასო. არც ტუალეტის ქაღალდი აქვთ. იქ საჭმელს თითქმის ვერ ჭამენ. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

– საუბრის დასასრულს, ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან საპყრობილეში მყოფი ადამიანები ანუგეშეთ.

– პატიმრებს ვუსურვებ, რომ რწმენაში გაძლიერდნენ და ცხონდნენ. იმაზე დიდი არაფერია, კაცს რომ რწმენა მოემატება და ცხონდება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ!

ეფემია წიკლაური
sana.ge

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 794 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2016 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ