† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2012 » ივლისი » 2 » განმარტება - ანტიფონი
1:08 PM
განმარტება - ანტიფონი



ანტიფონი (ბერძ. "ანტი" – წინააღმდეგ, პირდაპირ; "ფონი" – ხმა) – ნიშნავს ორი ("ერთმანეთის პირდაპირ მდგარი") გუნდის, გარკვეული წესის მიხედვით, მონაცვლეობით გალობას. 
ღვთისმსახურებაში ანტიფონურად მრავალი საგალობელი იგალობება
(უნდა იგალობებოდეს). მაგალითად, მწუხრზე ანტიფონურად უნდა იგალობებოდეს 1-3 ფსალმუნები; დიდ ცისკარზე სახარების კითხვის წინ – ანტიფონები, რომელთაც აღსავლებსაც უწოდებენ. ეს მუხლები შექმნილია 119-133 ფსალმუნების მოტივზე, ხოლო თითოეული ამ ფსალმუნის ზედაწერილი არის "გალობა აღსავალთა" ანუ აღსვლის, ამაღლების საგალობელი. არის გადმოცემა, რომ თითოეული ამ 15 ფსალმუნიდან შეესაბამება ძველაღთქმისეული ტაძრის 15 საფეხურს. ტაძარში შემავალი ადამიანები ჩერდებოდნენ თითოეულ საფეხურზე და თითო ფსალმუნს გალობდნენ, უკანასკნელი საფეხური უკვე ტაძრის კარებში იყო და მასზე 133 ფსალმუნს გალობდნენ: "აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი მისნი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩვენისათა". ეს ანტიფონები (ჯამში 25: სამ-სამი პირველი შვიდი ხმისათვის, ხოლო ოთხი – მერვისათვის) თავისი შინაარსით წარმოადგენენ მიწიერიდან ზეციურისაკენ აღმყვანებელ საფეხურებს, ცოდვის მონობისაგან სული წმიდის მიერ განათლებისაკენ. თითოეული ანტიფონი შედგება სამი ნაწილისაგან. პირველ ორ მუხლში ცოცხლადაა დახატული ადამიანის სულის ბრძოლა საცდურებთან და მისი ვედრება უფლისადმი. უკანასკნელ – მესამე მუხლში იდიდება სული წმიდა, როგორც გონიერ არსებათა ცხოვრების, სიწმიდისა და ჭეშმარიტი განათლების მომნიჭებელი. მაგალითად მოგვყავს მეოთხე ხმის პირველი ანტიფონი, რომელიც ყველაზე ხშირად იგალობება: "სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან (ე.ი. მებრძვიან) მე არაწმიდა ვნებანი, ამისთვის გევედრები: შემწე მეყავნ და მიხსენ, სახიერ". მეორე მუხლი: "რომელთა გძულთ სიონი, სირცხვილეულ იქმენით უფლისა მიერ და, ვითარცა განხმელი თივა, შეგჭამნესთ გეენიამან". მესამე მუხლი: "სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცხოველ იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და გაბრწყინდების სამებისა მიერ ერთარსებისა, ღმრთივშვენიერად და საიდუმლოდ".
ლიტურგიაზე ანტიფონები იგალობება თითოეული პირველი სამი კვერექსის შემდეგ. კვირას და სხვა დღესასწაულებზე (გარდა იმ დღესასწაულებისა, რომელთაც საკუთარი ანტიფონები აქვთ), იგალობება სადილის ჟამნის ანტიფონები – ფსალმ. 102, 145 და ნეტარ-იყვნენი დასდებლებით. ყოველდღიური ანტიფონები არის ფსალმუნის მუხლები ჩასართავებით. ჯერ იგალობება ძველი აღთქმის მუხლი (ფსალმუნიდან), შემდეგ კი ახალი აღთქმისა. პირველი ანტიფონის ჩასართავია: "მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მაცხოვარ, გვაცხოვნენ ჩვენ". მეორე ანტიფონის: "მეოხებითა წმიდათა შენთათა, მაცხოვარ, გვაცხოვნენ ჩვენ". მესამე ანტიფონის: "გვაცხოვნენ ჩვენ, ძეო ღმრთისაო, წმიდათა შორის საკვირველო, მგალობელნი შენნი: ალილუია". ზოგიერთ დიდ დღესასწაულს (ჯვართამაღლებას, შობას, ნათლისღებას, ფერისცვალებას, ამაღლებას, აგრეთვე, აღდგომის, ბზობისა და სულთმოფენობის კვირებს) აქვს საკუთარი ანტიფონები, რომლებშიც ფსალმუნის მუხლები შერჩეულია დღესასწუალის მიხედვით.
კატეგორია: სულიერი სწავლებანი | ნანახია: 2350 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: - ანტიფონი, განმარტება | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0









© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ