დიდი პარასკევი იესო ქრისტეს ვნებათა ხსენება - 3 მაისში 2013 - - † წამი: წარსული. აწმყო. მომავალი. იმედი!
† Wami.uCoz.Com


მენიუ

ხმის მიცემა
დადიხართ წირვა ლოცვაზე?
სულ პასუხი: 40

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2013 » მაისი » 3 » დიდი პარასკევი იესო ქრისტეს ვნებათა ხსენება
0:20 AM
დიდი პარასკევი იესო ქრისტეს ვნებათა ხსენება


დიდი პარასკევი
იესო ქრისტეს ვნებათა ხსენება

ტროპარი


რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლისმოყუარებისა სენითა დაბნელდებოდა, და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, ჰოჲ, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისაჲ, რომელმან მისთვის შიშთვილ-იბა. და ივლტოდით უძღებისა მისგან სენისა, რომელმან მოძღუარსა თვისსა ზედა ესევითარი იკადრა. არამედ, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, კაცთმოყუარე ქრისტე ღმერთო, დიდებაჲ შენდა!

ტროპარი

მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან სჯულისა, პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯუარსა ზედა რა დაემსჭვალე და ლახურითა განიგმირე, და უკუდავებაჲ აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

კონდაკი

რომელი ჯუარს-ეცუა ჩუენთვის, მოვედით ერნო, უგალობდეთ მას. იხილა იგი მარიამ ჯუარსა ზედა და სთქუა: დაღაცათუ ჯუარსა ზედა გიხილე, შენ ხარ ძე ჩემი და ღმერთი ჩემი, ყოვლად ძლიერი, კაცთმოყუარე და მაცხოვარი.





ჩვენი ცხოვრება მიწაზე ხომ არ არის უფალ ქრისტესთვის დაუსრულებელი დიდი პარასკევი? ყოველი ჩემი ცოდვა ესაა სამსჭვალი, რომელსაც მე ვასობ მშვიდი უფლის ხელში, ყოველი ჩემი ვნება ეკლის გვირგვინია, რომელსაც თავზე ვადგამ უფალს...

განა ჯვარს არ აცვამს ქრისტეს ის მღვდელი, რომელიც თავისი ცხოვრების წესით ქრისტესგან განაგდებს თავის სამწყსოს? განა არ ტანჯავს, არ დასცინის აღმდგარ ქრისტეს ის პროფესორი, ის მასწავლებელი, რომელიც თავისი ღვთისმბრძოლი სწავლებით განაგდებს ღმერთს თავის მოწაფეთა სულებიდან? განა არ არცხვენს და არ ნერწყვავს ქრისტეს ყოველი ქრისტიანი, რომელიც ქრისტიანია მხოლოდ სახელით?...

არა მარტო ქრისტე ღმერთისთვის, ძმანო, არამედ ყველა ქრისტიანისთვის ცხოვრება მიწაზე განუწყვეტელი დიდი პარასკევია – რაც უფრო მეტადაა ქრისტე შენში, მით უფრო მეტად გდევნიან. თუ შენ ქრისტიანი ხარ, ჩათვალე თავი ქვეყნის ნამუსრევად, რომელსაც ყველა ფეხქვეშ თელავს, როგორც თელავდნენ ქრისტეს.

როცა გნერწყვავენ, დალოცე; როცა გცემენ, აპატიე; როცა სძულხართ, გიყვარდეს; მოთმინებით დაამარცხე მტანჯველი, როგორც უფალმა უპასუხა ბოროტებას სიკეთით; იბრძოლე, როგორც უფალი იესო იბრძოდა – სიამაყეს თავმდაბლობით სძლიე, უხეშობას სიმშვიდით გაუმკლავდი, სიძულვილს სიყვარულით მოერიე, დამცირებას მიტევებით ებრძოლე, ცილისწამებას – ლოცვით. ეს გამარჯვების გზაა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაკვალა იესო ქრისტემ; მას ტანჯვით მიჰყავხარ აღდგომამდე. ჩვენ ამ გზაზე ვართ, ერთადერთ გზაზე, რომელიც აღდგომით მთავრდება, თუ ვლოცავთ მათ, ვინც გვწყევლის, თუ სიკეთეს ვუკეთებთ მათ, ვისაც ჩვენ ვძულვართ, თუ გვიყვარს ჩვენი მტრები, თუ არ ვმრისხანებთ, როცა შეურაცხყოფას გვაყენებენ, თუ ვლოცულობთ, როცა გვაძაგებენ, თუ ლოცვით გადაგვაქვს, როცა გვაფურთხებენ. ჩვენ ნამდვილად იმ გზაზე ვდგავართ, რომელიც მთავრდება სიკვდილზე ტრიუმფალური გამარჯვებით, თუ მაშინაც კი, როცა ჯვარს გვაცვამენ, ქრისტეს მსგავსად ვლოცულობთ ჩვენს მტანჯველებზე: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან".

ღირსი იუსტინე პოპოვიჩი
კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 1067 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2016 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ