სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
მთავარი » 2012 » ივნისი » 14
კატეგორია: ბერი პაისი ათონელი
რა უსახურობამდე მივიდნენ დღეს ადამიანები. თანამედროვე ქალები ქიმიურად იხვევენ თმას და ყალყზე იყენებენ - თითქოს გაუკრახმალებიათო. ან რა სუნი უდით! ალერგია დაგეწყება. როდესაც ერის ქალს ვხედავ, ერულად შემოსილს, ერულ სურნელს რომ აფრქვევს, ზიზღს განვიცდი.
გავიგე, რომ ერთი ქალბატონი გერმანიაში კოსმეტოლოგიის შესასწავლად გაემგზავრა. როცა ვიკითხე, ეს კოსმეტოლოგობა რაღა არის მეთქი, მიპასუხეს: - „კოსმეტოლოგი მოხუცებს ახალგაზრდებად აქცევს". აქ გამახსენდა, რომ ვნახე ერთი „ახალგაზრდა" ბებრუხანა შუბლზე ჰორიზონტალური ნაჭრილობევით. როცა ვიკითხე, ამ საცოდავს რა დაემართა მეთქი, მიპასუხეს: „არაფერი, ოპერაცია გაიკეთა, რომ სახის კანი დაეჭიმა და ნაოჭები გაექრო". მე კი მეგონა, რომ საცოდავი დედაბერი ავარიაში მოჰყვა და ქირურგიული ოპერაცია დაჭირდა. სადამდე მივიდნენ თანამედროვე ადამიანები!
- დღეს, წმიდაო მამაო, კოსმეტიკას ცოდვად არ თვლიან.
|
|
|
|
|