სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
მთავარი » 2012 » მაისი » 11
კატეგორია: სულიერი სწავლებანი
(ნაყროვანება, სიძვა, ვერცხლისმოყვარება, მრისხანება, მწუხარება, მოწყინება, ცუდადმზვაობრობა, ამპარტავნება)
სულის მოუსვენრობა და ვნებები სისხლს ხრწნიან და ჯანმრთელობას ძირფესვიანად აზიანებენ. მარხვა და საერთოდ, მარხული ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად...
ლოცვა სულს ღმერთთან აახლოებს, იქ კი სიცოცხლის ფესვია; სულისაგან სხეულიც ეზიარება იმავე სიცოცხლეს. შემუსვრილი სული, სინანულის განცდა და ცრემლი კი არ ამცირებენ ჩვენს ძალებს, არამედ გვმატებენ.
წმ. თეოფანე დაყუდებული
|
კატეგორია: წერილები
უხილავი ბრძოლა ევქარისტიის წმიდათაწმიდა საიდუმლოს შესახებ
აქამომდე, ჩემო ძვირფასო მკითხველო, უხილავ ბრძოლაში მტრის დასაძლევად ოთხი იარაღი შემოგთავაზე: საკუთარი თავის უნდობლობა, ღვთისადმი შეურყეველი სასოება, ცოდვისადმი წინააღმდეგობა და ბრძოლა მასთან და ლოცვა. ახლა მსურს სხვა უძლიერეს იარაღზე, ანუ ევქარისტიის წმიდათაწმიდა საიდუმლოზე მიგითითო. როგორც საიდუმლოთა შორის უმაღლესია ეს საიდუმლო, ასევე სულიერ იარაღებს შორისაა უძლიერესი და მტრის შემმუსვრელი. ის ოთხი იარაღი, რომელზედაც ვისაუბრეთ, იმ მადლიანი ნიჭისგან იძენს ძალას, რომელსაც ჩვენ ქრისტეს სისხლი მოგვიხვეჭს. ეს საიდუმლო თავად უფლის მიერ მოძღვნილი იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი გახლავთ. ამ ოთხი იარაღით და ქრისტეს ძალით ვებრძვით ბოროტს. მისით გვამარცხებინებს უფალი იესო ქრისტე ჩვენს მტრებს. რადგან ვინც ჭამს ქრისტეს ხორცს და სვამს მის სისხლს, ის ქრისტეშია და ქრისტე მასში, როგორც თავადვე ამბობს უფალი: ვინც ჭამს ჩემს ხორცს, და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, და მე მასში (იოან. 6,56). ამიტომ როდესაც მტრებზე ვიმარჯვებთ, ეს მაცხოვრის სისხლი ამარცხებთ მათ, როგორც დაწერილია გამოცხადებაში: და მათ სძლიეს მას (ცილისმწამებელ სატანას) კრავის სისხლით (გამოცხ. 12,11).
|
|
|
|
|