წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი (Vს.) - 14 ივნისში 2010 - - † წამი: წარსული. აწმყო. მომავალი. იმედი!
† Wami.uCoz.Com


მენიუ

ხმის მიცემა
დადიხართ წირვა ლოცვაზე?
სულ პასუხი: 40

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2010 » ივნისი » 14 » წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი (Vს.)
6:28 PM
წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი (Vს.)


ხსენება 30 ნოემბერი (13 დეკემბერი)

ქრისტიანობა ქართველებმა მიიღეს მეფე მირიანის დროს, მეოთხე (IV) საუკუნეში. ასი წლის შემდეგ, მეხუთე (V) საუკუნეში, სამეფო ტახტი დაობლდა, რადგანაც საქართველოს მეფე გარდაიცვალა მაშინ, როდესაც მისი მემკვიდრე ვახტანგი ჯერ კიდევ ექვსი წლისა იყო. სამეფოს მართვა იკისრა მისმა დედამ – დედოფალმა სუნდუხტიმ. მტრებმა ისარგებლეს საქართველოს დაობლებით და იწყეს აქეთ-იქით შემოსევა. აღმოსავლეთ-სამხრეთიდან სპარსელები აწუხებდნენ, დასავლეთ-სამხრეთიდან – ბერძნები, ჩრდილოეთიდან – ოსები.

ვახტანგმა ჩინებული აღზრდა მიიღო. საერო საქმეებს მას ასწავლიდნენ ჯარის საუკეთესო წინამძღოლნი – საურმაგი და ჯუანშერი. მათგან ვახტანგმა ზედმიწევნით შეისწავლა წარსული თავგადასავალი საქართველოსი, სამხედრო ოსტატობა და სამეფოს გამგებლობა. საღმრთო წერილსა და ღვთისმეტყველებაში ვახტანგი გამართა მთავარეპისკოპოსმა მიქაელმა, რომელიც იყო ფრიად გონიერი და განვითარებული მღვდელმთავარი. როცა ვახტანგი 15 წლისა შესრულდა, იგი იყო ახოვანი ყმაწვილი, ჭკვიანი და მცოდნე. ამიტომ მისმა დედამ აღარ დააყოვნა და სამეფო ტახტი დაუთმო.

ავიდა თუ არა ვახტანგი ტახტზე, მაშინვე შეუდგა მტრების დასჯას და ალაგმვას. პირველად გაილაშქრა ოსების წინააღმდეგ. შეჰყარა დიდძალი ჯარი, არაგვის ხეობით ავიდა კავკასიონის ქედზე; წინდახვედრილი ოსების ჯარი სრულიად დაამარცხა და შეესია ჩრდილო ოსეთს. დამარცხებულმა ოსებმა მიტევება და ზავი სთხოვეს, მოჰგვარეს ვახტანგს მისი და, რომელიც მათ ტყვედ ჰყავდათ წაყვანილი ქართლში შემოსევის დროს და დიდი ჯარიმა გადაიხადეს.

შემდეგ ვახტანგმა გაილაშქრა ბერძნების წინააღმდეგ. ამათ ვახტანგის პატარაობის დროს დაიჭირეს მთელი დასავლეთ საქართველო და გამგებლად დააყენეს ქართველი გუბაძე, რომელმაც უღალატა ვახტანგს და ბერძნების მორჩილების ქვეშ შევიდა. ვახტანგმა არაერთხელ დაამარცხა გუბაძე, გააგდო მისი სამშობლოდან და დასავლეთ საქართველო კვლავ შემოიერთა. ბერძნების ხელმწიფემ ლეონმა ნახა ძლიერება ვახტანგისა და არამცთუ შეურიგდა, სიძედაც მოიკიდა: მისცა ცოლად თავისი ასული ელენე.

ბოლოს ვახტანგი შეებრძოლა სპარსეთს. ამ ომში ვახტანგმა ისეთი ოსტატობა, ხერხი, ძალა და მამაცობა გამოიჩინა, რომ სპარსელებმა დაარქვეს მას „გორგ-ასლანი", რაც ქართულად მგელ-ლომს ნიშნავს. ვახტანგმა სპარსელებს ისე გაუჭირა საქმე, რომ ბოლოს მათაც ზავი სთხოვეს. მათმა მეფემ, ფირუზმა, ვახტანგს გამოუგზავნა მდიდარი საჩუქრები, ძვირფასი გვირგვინი და მიიწვია თავისთან მოსალაპარაკებლად მშვიდობის დამყარებაზე. ვახტანგიც დაჰყვა ნებას, მივიდა ფირუზთან და ერთმანეთს შეეკვრნენ პირობით – კვლავ მშვიდობიანი და ძმური მეზობლობა ჰქონოდათ. მეგობრობის სიმტკიცისათვის ფირუზი და ვახტანგი დამოყვრდნენ: პირველმა მეორის და შეირთო ცოლად და წაიყვანა თეირანში სპარსეთის დედოფლად.

ვახტანგი რომ გამარჯვებული დაბრუნდა საქართველოში, მოიწადინა, მაცხოვრის საფლავის წინაშე მხურვალე მადლობა შეეწირა ზეციერი მამისათვის, რომელმაც მიაგო მას და მის სამეფოს ამოდენა სიკეთე. ამიტომ, დაისვენა თუ არა, თავისი ჯარიდან ამოირჩია საუკეთესო ვაჟკაცნი, შეადგინა სამგზავრო რაზმი და გაიყოლა თან იერუსალიმში. მისვლისთანავე მაცხოვრის საფლავს თაყვანი სცა, შემდეგ გაამშვენიერა ქართველთა ჯვრის მონასტერი, რომელიც აგებული იყო მეფე მირიანის მიერ, შესწირა მრავალი სიმდიდრე და მშვიდობით დაბრუნდა თავის სამეფოში. აქ იგი დაუყონებლივ შეუდგა სამეფოს გაშენებას: აშენებდა ახალ ქალაქებს, აკეთებდა გზებს, აგებდა ციხეებს.

ყველაზე დაუვიწყარი სახსოვარი მან დატოვა თბილისის დაფუძვნებით. ის ადგილი, სადაც ეხლა თბილისია, მანამდე ეჭირა ატეხილს ტყესა, რომელშიაც ბუდობდა მრავალი ნადირი. ვახტანგი ერთხელ ნადირობდა აქა და გაჩვეული მიმინო გაუყენა ხოხობს. ორივენი ჩაიმალნენ ღრმა ხევში და აღარცერთი არ გამოჩნდა. მაშინ ვახტანგი თავისი ამალით ჩავიდა ამ ხევში, ნახა მომდინარე დიდი ცხელი ნაკადული და შიგ მოხარშული მიმინო და ხოხობი. მიხვდა ამ ცხელის წყლის მარგებლობას, გაუსინჯა ამ ადგილს მდებარეობა და სცნო იგი მოხერხებულ ადგილად ციხე-ქალაქისათვის. ამიტომ უბრძანა გაეკაფათ ტყე, გაესწორებინათ ეს ადგილი და შესდგომოდნენ სახლების აშენებას. ასე დააფუძვნა ვახტანგმა ახალი ქალაქი, რომელსაც დაარქვა თბილისი იმის გამო, რომ თბილი წყლის პირად იდგა. როცა თბილისი გადიდდა და გამშვენიერდა, მცხეთის ნაცვლად დედაქალაქად თბილისი აღიარეს და სამეფო ტახტიც აქ გადმოიტანეს.

ჩვენი მხნე და დაუღალავი მეფე ერთსა და იმავე დროს ეკლესიებსა და მონასტრებს აშენებდა და სწავლის მოფენაზეც ზრუნავდა. ყოველს მონასტერთან, ეკლესიასთან მართავდა სკოლას, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმრთო წერილს, საქართველოს ისტორიას და ზოგს უცხო ენასაცა. ამასთან, ცდილობდა, რომ ჩვენს ენაზე გადმოთარგმნილი ყოფილიყო უკეთესად და უნაკლოდ დაბადება, სახარება და ყველა საეკლესიო წიგნი.

დიდებული ტაძარი სვეტიცხოველისა მცხეთაში აგრეთვე აშენებულია ვახტანგის მიერ. დიდი მხნეობა, დაუღალავი შრომა და აუარებელი ხარჯი იყო საჭირო ტაძრის აშენებისათვის, და ყველა ამას სძლია ვახტანგმა და თავისი სიკვდილის შემდეგ საქართველოს დაუტოვა უდიდებულესი საღმრთო შენობა.

ვახტანგამდე საქართველოს მართავდა უცხო პატრიარქი ანტიოქიისა, მცხოვრები შორეულ ქვეყანაში და უცნობი ჩვენი ენისა, ჩვენი ისტორიისა, ჩვენი ხალხისა. ვახტანგმა მოიწადინა, ჰყოლოდა თავისი ერისათვის საკუთარი კათალიკოსი. ანტიოქიის პატრიარქს, რასაკვირველია, არ უნდოდა ხელიდან გაეშვა ეს უფლება და წინ აღუდგა. მაგრამ კონსტანტინეპოლის პატრიარქი მიიმხრო ვახტანგმა, თავისი გაიტანა და საქართველოს მოუპოვა უფლება – ჰყოლოდა თავისი საკუთარი კათალიკოსი.

ამასობაში სიძე ვახტანგ მეფისა, სპარსეთის მეფე ფირუზი, გარდაიცვალა და მისმა მემკვიდრემ მოსთხოვა ვახტანგს მორჩილება. ვახტანგმა უარი შეუთვალა და დაიწყო ომი სპარსელებსა და ქართველებს შორის. გაცხარებული ომის დროს ვახტანგი ძლიერ დაწინაურდა და ამ დროს მშვილდ-ისრით სასიკვდილოდ დაჭრა მოღალატემ, რომელმაც იცოდა, სად იყო გახეული მეფის ჯაჭვის პერანგი.


წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის
ტროპარი


ძლევანი ყოვლადდიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა წარმართენ, საწუთოჲ სამეფოჲ სიბრძნით განაგე და ეკლესიაჲ ქართლისაჲ ღვაწლითა შენითა განაშუენე და აწ იხარებ წინაშე უკუდავისა მეუფისა, წმიდაო დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, მეოხ გუეყავნ ჩუენ ცოდვილთა.

კონდაკი


ზესთამბრძოლო უძლეველო, კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, რომელმან სადიდებლად ღმრთისა იღუაწე და ერსა შენსა ქრისტეს-მოყუარესა ანდერძად მიეც: მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდექით და ეძიებდით ქრისტესთვის სიკუდილსა, რაჲთა წარუვალი დიდებაჲ მოიგოთ, სიხარულით აღვასრულებთ ხსენებასა შენსა და გიგალობთ: გიხაროდენ, ვახტანგ მეფეო წმიდაო, სიმტკიცეო და ძალო სარწმუნოებით შენდამი მოლტოლვილთაო.


ლოცვა

ჰოჲ, ღმრთივსათნოჲთა მეფობითა ქუეყანასა ზედა ჩინებულო და აწ ცათა შინა სამეუფოჲთა შარავანდედითა გჳრგჳნოსანქმნილო, წმიდაო ვახტანგ გორგასალო, წმიდითა ლოცვითა შენითა განამტკიცე ღმრთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი, მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი, ყოველნი სამონაზნონი წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოჲ, ღმრთისმოშიშთა მათ მეფეთა შორის საკჳრველო წმიდაო ვახტანგ გორგასალო, ევედრე ღმერთსა, რაჲთა შეგვჭურვოს ჩუენ ძალითა მით საღმრთოჲთა უძლეველითა ხილულსა და უხილავსა მტერსა ზედა და ბრძოლათა შინა მზაკვარისა მანქანებათა შემმუსრველნი ჴმითა მაღლითა ვუღაღადებდეთ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყვანისცემაჲ თანა დაუსაბამოჲთ მამით მისით და სახიერით და ცხოვრელსმყოფელით სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება | ნანახია: 1863 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2016 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ