† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2011 » ივლისი » 12 » თაყვანისცემა ღმრთისა
1:39 AM
თაყვანისცემა ღმრთისა



მაცხოვარი გვასწავლის, რომ სულ არს ღმერთი და მას თაყვანი სულითა და ჭეშმარიტებით უნდა ვცეთ. წარმართების თაყვანისცემა მხოლოდ ხორციელი იყო, რადგან უხილავი ღმრთის არსებობა არ იცოდნენ, თაყვანს სცემდნენ მათ, რადსაც თვალით ხედავდნენ; მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს...…მაცხოვარმა გვასწავლა, რომ ღმერთი არის სული უხილავი და ამდენად მისი თაყვანისცემაცა და მსახურებაც სულიერი უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ღმერთს თაყვანს თავისი კეთილი სულით –
სიმართლით, ჭეშმარიტებით, კეთილი ზნეობითა და ყოფაქცევით უნდა სცემდეს. ვისაც ყოველთვის ახსოვს, რომ ღმერთი ყოველგანაა, ყოველივეს ხედავს და ისმენს და ეშინია, რომ არა განარისხოს იგი თავისი ცუდი საქმეებით, იგია ჭეშმარიტი თაყვნისმცემელი ღმრთისა. ჩვენ უმეტესად იმას ვცდილობთ, ხორციელად ვემსახუროთ ღმერთს, სულიერი თაყვანისცემა და მსახურება კი გვავიწყდება. მაგალითად, მარხვის შენახვა ძნელი არ არის, დიდი სათნოება და მოღვაწება ის იქნება, როდესაც გულს ცოდვებისაგან განსწმენდ და ღმერთს სიმართლითა და კეთილი ყოფაქცევით ემსახურები. თავისთავად მარხვა არაფერია, თუკი იგი სხვა სათნოებასთან არ იქნება შეერთებული. უკეთესი ღმრთისმსახურება და სულიერი თაყვანისცემა ქვეყნად არ არსებობს, ვიდრე მშობლებისაგან შვილების კეთილად აღზრდა, ხოლო შვილების მხრიდან მათი მორჩილება და პატივისცემა. დღეს კი ეს საღმრთო კავშირი მშობლებსა და შვილებს შორის დარღვეულია. შვილები, რომელნიც მარხულობენ, მაგრამ მოხუცი მშობლების შენახვა ემძიმებათ, საშინელ ცოდვას სჩადიან, რადგან ღმრთისაგან მოცემულ პირველსა და უმთავრეს მცნებას არღვევენ და უმცირესსა და უკანასკნელს ასრულებენ. ეს არის სულიერი თაყვანისცემა ღმრთისა? კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ ღმრთის სულიერი თაყვანისცემისგან შორს ვდგავართ; ჭეშმარიტი მორწმუნენი ღმერთს თაყვანს სცემენ სულითა და ჭეშმარიტებით. თაყვანისცემა სულითა და ჭეშმარიტებით ადამიანის სულისა და მისი ყოველი მოქმედების უხილავი, საიდუმლო მიქცევაა ღმრთისადმი, ანუ ღმრთის მორჩილება გონებით, აზრითა და გრძნობით, პატივისცემა ღმრთისა სულის შინაგანი მოძრაობით, კრძალვით, შიშითა და სიყვარულით, სულისა და გულის ღმრთისადმი მისწრაფებით, ანუ მიდრეკილებით. ჩვენ ღმრთის თაყვანისცემას გარეგნულადაც გამოვხატავთ; პირჯვრის წერით, მუხლის მოდრეკით, გალობით, ხმამაღალი ლოცვით, მარხვით, დღესასწაულობით, ეკლესიების შენებით, და სხვ. ეს ყოველივე საჭირო და კარგია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ისინი სულიერი თაყვანისცემისაგან მომდინარეობენ: ამის გარეშე გარეგან მოქმედებას არათუ სარგებლობა, არამედ მავნებლობა მოაქვს. ეცადე, ისე დააწყო შენი ცხოვრება, რომ შენი ყოველი სიტყვა და საქმე, დიდი თუ მცირე, ღმრთის თაყვანისცემა და პატივისცემა იყოს. მაგალითად, ჭამა-სმაც ხორციელი საქმეა, მაგრამ თუ ზომიერად სჭამ და სვამ და არა განსაცხრომელად ხორცისა, არამედ ღმრთის მადლობით, ხოლო საჭმელითა და სასმელით მომატებულ ღონეს არა ცუდ საქმეს, არამედ ღმრთის დიდებასა და კეთილ საქმეს ახმარ, მაშინ ჭამა და სმა ღმრთის სადიდებელად გადაიქცევა. მსგავსადვე თუ სხვა უბრალო სოფლიურ საქმესაც გულმოდგინედ და სასოებით აღასრულებ, მადლიანი იქნება და ღმრთისათვის სათნო.
კატეგორია: ღვთისმეტყველება | ნანახია: 1625 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 2.7/3
სულ კომენტარები: 0









© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ