† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2011 » იანვარი » 12 » ტოლგის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
11:54 PM
ტოლგის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
ტოლგის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

 

1314 წელს, იმ დროს, როდესაც რუსეთის ეკლესიას წმიდა მიტროპოლიტი პეტრე მართავდა, გამოჩნდა ეს სასწაულთმოქმედი ხატი. როსტოვისა და იაროსლავის ეპისკოპოსი პროხორე, რომელსაც სქემაში ტრიფონი ერქვა, თავისი სამწყსოს მოსახილავად კირილო-ბელოოზეროს მონასტერში ჩავიდა. აქედან წყლით მდინარე შექსენის გაყოლებით ვოლგაზე გადავიდა და იაროსლავისკენ გაემართა. ქალაქიდან შვიდი ვერსის დაშორებით მან ვოლდის მარჯვენა დასახლებულ სანაპირომდე მიაღწია და იქ მთაზე ღამის გასათევის მოწყობა ბრძანა, - ზუსტად იმ ადგილას, რომლის პირდაპირ ვოლგას მდინარე ტოლგა უერთდება და იმ დროს გაუვალი ტყით იყო მოცული. შუაღამისას, როდესაც ყველას ეძინა, ეპისკოპოსს გამოეღვიძა და გაოცებულმა კაშკაშა სინათლე იხილა, რომელიც მთელ მიდამოს ანათებდა. კარვიდან გამოსულმა ვოლგის მეორე მხარეს, ცეცხლოვანი, არაჩვეულებრივად ნათელი სვეტი დაინახა. მდინარეზე, იმ სვეტიდან გამოღმა სანაპირომდე, ხიდი იყო გადებული. ეპისკოპოსმა მხურვალედ ილოცა და ხიდზე ფეხი შედგა. ეს აღმოჩნდა ზებუნებრივი ძალით შესქელებული წყალი, რომელზედაც ის, როგორც ფიცარზე, ისე მიაბიჯებდა. მდინარის მეორე მხარეს რომ გადავიდა და ცეცხლოვან სვეტს მიუახლოვდა, ეპისკოპოსმა დაინახა ღვთისმშობლის ხატი, რომელზედაც იგი ყრმა ღმერთით ხელში იყო გამოსახული; ხატი ისეთ სიმაღლეზე იდგა, რომ ადამიანის ხელი ვერ შესწვდებოდა. ის ცრემლითა და მეტანიებით დიდხანს ლოცულობდა აქ, ბოლოს უკან გამობრუნდა, თუმცა კვერთხი კი ლოცვის ადგილას დარჩა. იმავე გზით ის თავის კარავში დაბრუნდა. ყველას კვლავ ეძინა და მასაც თავისი ხილვის და მდინარეზე გასვლის შესახებ არავისთვის უამბია.



ტოლგის მონასტერი
მეორე დღეს ცისკრის დასრულებისას, როდესაც ეპისკოპოსი ნავში ჯდებოდა, მისმა მსახურებმა კვერთხი დიდხანს ეძებეს, მაგრამ ვერსად იპოვეს. აქ იგი მიხვდა, რომ ღმერთს სურდა, მის მიერ ხილული სასწაული გაცხადებულიყო, მაგრამ ცრემლით მოცული ხმას ვეღარ იღებდა და მხოლოდ თითით მიანიშნებდა იმ ადგილს, სადაც კვერთხი დატოვა. ჩუმი ხმით მან თავისი ხილვა უამბო და მსახურები კვერთხისათვის ვოლგის გადაღმა გაგზავნა. როდესაც ისინი მდინარეზე გადავიდნენ, ტყეში ღვთისმშობლის ხატი დაინახეს, მაგრამ ის უკვე ხეზე იყო მისვენებული და იქვე ეპისკოპოსის კვერთხი იდო. ხატის წინაშე ღვთისმოსაურად ილოცეს, კვერთხი აიღეს, აპისკოპოსთან დაბრუნდნენ და ნანახი უამბეს. მაშინ ის, მხლებლებთან ერთად ვოლგის გადაღმა გაემართა და როდესაც ხატი იხილა, მიხვდა, რომ სწორედ ის იყო, რომელიც მას წინა ღამეს ცეცხლოვან სვეტში გამოუჩნდა. მან მთელი სულით გაიხარა, ხატის წინაშე დაემხო და თანმხლებ ხალხთან ერთად ცრემლით დიდხანს ლოცულობდა. ლოცვის შემდეგ ეპისკოპოსმა ცული აიღო და თავისი ხელით დაიწყო ტყის გაჩეხვა, რათა აქ ეკლესიის ასაშენებლად ადგილი მოესუფთავებინა. მისმა თანამგზავრებმა მღვდელმთავრის შრომა გაინაწილეს და აქ დაუყოვნებლივ აშენდა ტაძარი. როცა იაროსლავის მოსახლეობამ ამ სასწაულებრივი მოვლენების შესახებ შეიტყო, ხატის თაყვანისსაცემად აქეთ გამოემართა და ეკლესიის მშენებლობაში ყველამ მხურვალე მონაწილეობა მიიღო. ასე, რომ შუადღისთვის, ტაძრის მშენებლობა დამთავრებული იყო. ეპისკოპოსმა იმავე დღის საღამოს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზე აკურთხა ის და 8 აგვისტოს ხატის გამოჩინების დღესასწაული დაადგინა. ეკლესიასთან დაფუძნდა მონასტერი და მაშინვე იღუმენი დაინიშნა. ამგვარად დაარსდა ჯერ მცირე, ხოლო, დროთა განმავლობაში დიდი სავანე, რომელსაც დღემდე ტოლგის მონასტერი ეწოდება.

ტოლგის ღვთისმშობლის ხატი გამოჩინების დღიდან მრავალ სასწაულს აღასრულებს.




ლოცვა ტოლგის ღვთისმშობლის ხატის მიმართ


ევედრებიან გვალვისა და უწვიმობის დროს

ტროპარი 4, ხმა 4

ნათლითა ბრწყინვალებს დღეს ხატი შენი, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღუთისმშობელო და ვითარცა დაუვალი მზე მართალთა ზედა ნათობს. ვიხილავთ მას ზეპყრობილსა უხილავთა ანგელოსთა მიერ. როსტოვისა ქალაქისა ყოვლადუსამღუდელოესი ეპისკოპოსი ტრიფონ მოვალს გამოჩინებულსა ცეცხლოვანისა სუეტისა მიმართ, წყალსა ზედა, - ვითარცა ხმელსა მავალი და მწყემსთა და ყოველსა ერსა შეგვედრებს შენ და ჩუენცა, შენდა მოლტოლვილნი, ვხმობთ ესრეთ: ყოვლადწმიდაო ღუთისმშობელო, აცხოვნენ სამართლად მადიდებელნი შენნი, მამული ჩუენი და მწყემსმთავარნი და ყოველნი მხარენი და ერნი ჭირთაგან დაიცვენ დიდითა წყალობითა შენითა.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღუთისმშობელო, ქერუბიმთა უმაღლესო და სერაფიმთა და ყოველთა წმდათა უბრწყინვალესო, შენ ყოვლადსახიერო, რომელმან ტოლგსა შინა ხატსა შენისა მრავალთა მკურნალისა ცეცხლის სახითა გამოჩინებაჲ ინებე წინაშე ნეტარისა მღუდელმთავრისა ტრიფონისა მის მიერ მრავალნი სასწაულნი აღასრულენ და კვალადცა აღესრულებიან ჩუენდა მომართ დიდითა წყალობითა შენითა. შთაუვრდებით შენდა მომართ ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა და ვხმობთ, უფროსადკურთხეულო შუამდგომელო ერისა ჩუენისაო: მრავალვნებულსა და მრავალტანჯულსა მიწიერსა მწირობასა ამას შინა ჩუენსა ნუ განმაშორებ მეოხებასა და სამუფოსა საფარველსა შენსა, შემეწიენ და მაცხოვნენ ჩუენ, დედუფალო, ისრისაგან მაცთურისა აგზებულისა მტრისა ჩუენისა მიერ, განამტკიცენ უძლური ნებაჲ ჩუენი, მოამდოვრენ გულნი ჩუენნი აღსრულებითა მცნებათა ქრისტესითა სიყუარულითა ღუთისა და მოყუასისათა. მომმადლენ ჩუენ შემუსვრილებაჲ გულისა და სინანული ჭეშმარიტი და ბნელთა ცოდუათაგან განწმიდენ ჩეუნ, რაჲთა გვაქუნდეს წინაშე შემოქმედისა ნაყოფნი კეთილნი ქველის-საქმეთაგანი და მშვიდობითსა ქრისტეანობითსა აღსასრულსა ღირს-ვიქმნეთ და მართალსა სიტყუისგებასა საშინელსა და თვალუხუავსა სამშჯავროსა მისსა. ჰოი, დედუფალო ყოვლადმოწყალეო უმეტესად გარდამოგვივლინე ყოვლადძლიერი მეოხებაჲ შენი ჟამსა საშინელსა სიკუდილისასა, ისწრაფე ჩუენდა - უძლურთა შეწევნად და ყოვლისმპყრობელითა ხელითა შენითა გამომიხსნენ ხელმწიფებისაგან მძვინვარისა ამა სოფლისა მპყრობელისა, რამეთუ ჭეშმარიტად მრავლისშემძლებელ არს ლოცუა შენი წინაშე ღუთისა და არა არს შეუძლებელ მეოხებისა შენისათვის. ეგრეთვე წმიდასა ხატსა შენსა ლმობიერად შეუვრდებით და წინაშე მისსა, ვითარცა ცხოველისა, მუხხლთა მოვიდრეკთ და თავთა თვისთა და ურთიერთსა და ყოველსა ცხორებასა ჩუენსა შევვედრებთ და გადიდებთ შენ, შენგან შობილსა და მაცხოვარისა ჩუენისა - უფლისა იესუ ქრისტესა, დაუსაბამოჲსა მამისა და სულისა წმიდისა თანა და მისა მიმართ აღუვლენთ პატივსა და თაყუანისცემასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!



კატეგორია: ხატები | ნანახია: 1625 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ